ფსიქოლოგის შეფასება - რას ამბობს თქვენი პოსტები თქვენზე და რამ შეიძლება მიგიყვანოთ კრიზისამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგის შეფასება - რას ამბობს თქვენი პოსტები თქვენზე და რამ შეიძლება მიგიყვანოთ კრიზისამდე

სხვადასხვა მიზნით იყენებს, ზოგი ძველ მეგობრებთან კავშირის აღსადგენად, ზოგი საკუთარი შემოქმედების გამოსამზეურებლად, სხვები კი უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების გასაზიარებლად. სოციალურ ქსელში აქტივობების მიხედვით კი ადამიანის ტიპის ამოცნობაც შესაძლებელია.

კვლევის თანახმად, არსებობს "ფეისბუქის" 4 ტიპის მომხმარებელი: "ურთიერთობის მშენებლები" (relationship builders), "ფანჯარაში მყიდველები" (window shoppers), "გამომცხადებლები" (town criers) და "სელფომანები" (selfies). დასკვნა გაკეთდა კვლევის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა 48 განსხვავებულ მოცემულობას და გამოკითხულთა მოქმედებას ამ სიტუაციებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ კვლევა აშშ-ში ჩატარდა და სხვა ქვეყნებში შეიძლება შედეგები მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდეს.

ურთიერთობის მშენებლები

"ფეისბუქს" იყენებენ, როგორც ადამიანები თავის დროზე იყენებდნენ ელექტრონულ ფოსტასა და ფიქსირებულ ტელეფონებს. მათი მიზანი ახლობლებსა და მეგობრებთან ურთიერთობის გაღრმავებაა. მათი მოტივი სოციალური ქსელის გამოყენებისთვის არის ის, რომ ახლობლების მიმართ გამოხატონ სიყვარული და ანალოგიურად მიიღონ საპასუხო გრძნობა. ისინი სოციალურ ქსელს განიხილავენ არა როგორც ღია ვირტუალურ სივრცეს, არამედ შეზღუდულ მცირე წრეს. იშვითად აზიარებენ "ფეისბუქზე" პოსტებსა და ფოტოებს, სამაგიეროდ სხვებს ხშირად უკომენტარებენ.

mkurnali.geფანჯარაში მყიდველები

ფიქრობენ, რომ "ფეისბუქი" სოციალური ვალდებულებაა, თანამედროვე ცხოვრების აუცილებელი ნაწილია და სწორედ ამიტომ აქვთ პირადი გვერდი სოციალურ ქსელში. ისინი ძალიან იშვიათად აზიარებენ პერსონალურ ინფორმაციას, ფოტოებს და ამბებს. ასევე, ნაკლებად იწონებენ ან აკომენტარებენ სხვის აქტივობას. ფიქრობენ, რომ არაა საჭირო მათი ცხოვრების საინტერესო მომენტების "ფეისბუქზე" გაზიარება, რადგან ადამიანები, ვინც ეს ამბავი უნდა იცოდეს, იმ მომენტში ისედაც მათთანაა.

გამომცხადებლები

ამ კატეგორიის ადამიანები უმეტესად ჟურნალისტები და სოციალურად აქტიური ადამიანები არიან. ასეთი ანგარიში სოციალურ ქსელში არ აღწერს მათ რეალურ ცხოვრებას. ისინი აქვეყნებენ ყველა საინტერესო ამბავს, რაც გარშემო ხდება და არც აინტერესებთ, ვინმე მოიწონებს და დააკომენტარებს თუ არა მას. მიუხედავად იმისა, რომ "გამომცხადებლები" სოციალურ ქსელში აქტიურობით მედიასაშუალებებსაც კი შეიძლება უწევდნენ კონკურენციას, ისინი ნაკლებად პოსტავენ საკუთარ ამბებს.

"მე "ფეისბუქზე" არ ველაპარაკები ჩემს ახლობლებს" - ასეთია მათი მოტივი სოციალურ ქსელში აქტიურობისას. პირადი ურთიერთობისთვის ისინი ტელეფონს ამჯობინებენ.

სელფომანი

ის "ფეისბუქს" იმავე მიზნით იყენებს, როგორც "ურთიერთობის მშენებელი". ისინი აქვეყნებენ ფოტოებს, ვიდეოებს, სტატუსებს. თუმცა, ამას ყურადღების მისაქცევად აკეთებენ. "რაც მეტი მოწონების შეტყობინება მომდის, მით მეტად მიღებული ვარ ჩემი მეგობრებისგან," - ასე ფიქრობენ "სელფომანები". ერთ-ერთმა "სელფომანმა" ინტერვიუერმა განაცხადა, რომ არაფერს ნიშნავს, თუ ის ფოტოს გადაიღებს და უბრალოდ ტელეფონში ექნება, მაგრამ "ფეისბუქზე"ატვირთვის შემთხვევაში უკვე რაღაც მნიშვნელოვანი აქვს გაკეთებული. ამ შემთხვევაში ადამიანები "ფეისბუქზე" ქმნიან სხვა, უკეთეს "მეს".

"ფეისბუქი" მეტად პოპულარულია საქართველოშიც და მას მომხმარებლები სხვადასხვა მიზნით იყენებენ. ფსიქოთერაპიის სახლ "დიალოგის" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი ქეთევან მესხიშვილი განმარტავს, რომ "ფეისბუქზე" აქტივობების მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ტიპის ამოცნობა, თუმცა არა 100%-იანი სიზუსტით.

"კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ადამიანი "ფეისბუქ" აქტივობების მიხედვით არ არსებობს, თუმცა თუ დავაკვირდებით ეს რთული ნამდვილად არაა - პოსტებში იმის გარკვევაც შესაძლებელია, თუ რამდენად გულწრფელია ადამიანი. მაგალითად, პოსტი და ემოცია გულწრფელია, როცა ის ექსპორმტადაა დაწერილი. თუ ადამიანი იშველიებს ციტატებს, სრულიად გამართული წინადადებებით წერს, ეტყობა, რომ კარგად ნაფიქრია და ამ დროს პირველადი ემოცია ხშირად იკარგება ხოლმე. ამას შეიძლება მიზანმიმართულადაც აკეთებდნენ," - განმარტავს ქეთევან მესხიშვილი.

"ფეისბუქის" განსაკუთრებული პოპულარობა განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ მისი სახით ადამიანებს გაუჩნდათ გარკვეული სივრცე, რომელშიც შინაგან მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ, არიან ისეთები და აკეთებენ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში არ აქვთ.

თუ სოციალური ქსელით გსურთ წარმოდგენა შეგექმნათ როგორი ტიპის ადამიანთან გაქვთ საქმე, მაშინ დააკვირდით:

  • სამეგობრო წრეს - ვიწრო წრე ყავს მეგობრებში თუ ბევრი უცნობი ადამიანი
  • პოსტების კონფიდენციალურობის პარამეტრებს - მეგობრებისთვის პოსტავს თუ საჯაროდ
  • რამდენად ხშირად პოსტავს
  • რა თემაზე წერს და აზიარებს პოსტებს
  • მხოლოდ საკუთარ ფოტოებს და ისტორიებს აზიარებს, თუ სქროლვისას აღმოჩენილ მისთვის საინტერესო ყველა პოსტს
  • ემოციური სტატუსები აქვს, თუ კარგად ნაფიქრი და დაგეგმილი

წაიკითხე სრულად