"ცოტა ხნის წინ ჩემმა დედამთილმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ჩემი ახალი შენაძენი" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ცოტა ხნის წინ ჩემმა დედამთილმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ჩემი ახალი შენაძენი"

მისმა მშობლებმა ჩვენი დახმარება გადაწყვიტეს - ისინი საკმაოდ უზრუნველყოფილი ადამიანები არიან. ძალიან მადლიერი ვარ მათი, რადგან ორი შვილი გვყავს და ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებათ.... ცუდი ის არის, რომ დახმარებასთან ერთად მათ დაიწყეს აქტიური ჩარევა ჩვენს ცხოვრებაში. ცოტა ხნის წინ ჩემმა დედამთილმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ჩემი ახალი შენაძენი - გოგონების ტანსაცმელი. თუმცა ისინი ჩემი ხელფასით ვიყიდე! ამის შესახებ ქმარსაც ვუთხარი, მაგრამ მას არავითარი რეაქცია არ ჰქონია. როგორც ჩანს, რაც ხდება, ხელს აძლევს... ნინო, 32 წლის

პრობლემა სერიოზულია: თქვენი მეუღლე წინააღმდეგი არ არის, კვლავ მშობლების მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს სავსებით გასაგებია და საპატიოდაც კი ითვლება კრიზისულ პერიოდში, თქვენს მეუღლეს კი სწორედ ასეთი პერიოდი უდგას: მას შემოსავალი შეუმცირდა და ოჯახში შემომტანი აღარ არის. ასეთ მდგომარეობაში ნებისმიერი ჩვენგანი ეძიებს დამცველს, მზრუნველს, მეურვეს, რომელიც მის პრობლემებს მის ნაცვლად მოაგვარებს. შეეცადეთ, როგორმე გადააგოროთ ეს პერიოდი. დანიშნეთ ვადა, სანამ თანახმა ხართ მოითმინოთ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი გადაჭრით დააყენეთ საკითხი: "საყვარელო, უკვე დაისვენე, ახლა კი დროა, რამე მოვიფიქროთ". აუცილებლად იმოქმედებს ტონი, რომელიც სითბოთი, თანაგრძნობითა და სიმტკიცით იქნება შეზავებული და არა მორიდებული და გაუბედავი წუწუნი დედამთილის ქცევასა და ფულის უკმარისობაზე.