დაბერების პროცესი და ფსიქიკური დარღვევები ასაკოვნებთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაბერების პროცესი და ფსიქიკური დარღვევები ასაკოვნებთან

დაბერების პროცესი არათანაბარია, ეს იმას ნიშნავს, რომ დაბერების პროცესი სხვადასხვა ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემაში არათანაბრად მიმდინარეობს, სხვადასხვაგვარად ვითარდება და პროგრესირებს, ზოგი ორგანო უფრო სწრაფად ბერდება, ზოგი უფრო მოგვიანებით და ნელა. მაგალითად, მხედველობის სიმახვილე 20 წლის შემდეგ განიცდის გაუარესებას, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში ცვლილებები 30 წლის შემდეგ იჩენს თავს, გულ-სისხლძარღვთა და კუნთოვან სისტემებში - 40 წლის ასაკიდან, სმენის დაქვეითება შესამჩნევი ხდება 50 წლის ზემოთ. ფაქტი ერთია, რომ ერთხელ დაწყებული ასაკობრივი ცვლილებები თანდათანობით პროგრესირებს ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე.

საზოგადოდ, 45-60 წლის ასაკი მიიჩნევა უკუგანვითარების (ინვოლუციის, კლიმაქსის) პერიოდად, 60-75 წლები - ხანდაზმულობის (სიბერისწინა) პერიოდად, 75-90 წლის ასაკს სიბერეს მიაკუთვნებენ, 90 წელს გადაცილებული ადამიანები კი დღეგრძელებად განიხილებიან.

დაბერების პროცესი ინდივიდუალურია. ადამიანები სხვადასხვაგვარად ბერდებიან. ბევრი მოხუცებულობის ასაკშიც კი ინარჩუნებს შემოქმედებით აქტივობას, ცხოვრებით ტკბობის უნარს და შეცვლილ გარემოსთან საუკეთესოდ ადაპტაციის შესაძლებლობას. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, საკუთრივ დაბერების ფაქტი და მასთან დაკავშირებული რთული ცვლილებები ადაპტაციის დარღვევებს იწვევს. საყვარელი ადამიანების დაკარგვა, მარტოობის პრობლემა, პენსიაზე გასვლა, პროფესიული მოღვაწეობის დასრულება, ცხოვრებისეული სტერეოტიპების ცვლილება, ფინანსური პრობლემები, დაავადებათა განვითარება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ფიზიკურ შესაძლებლობათა შეზღუდვა, მომავლის შიში და იმის გაცნობიერება, რომ სიკვდილი სულ უფრო ახლოვდება, სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ასაკოვან პირებთან სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემას აძლევს დასაბამს.

ორგანიზმში განვითარებული ასაკობრივი ბიოლოგიური ცვლილებები და სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები ხელს უწყობს ფსიქიკურ დაავადებათა აღმოცენებას ხანდაზმულებსა და მოხუცებულებთან. დასახელებული დაავადებებიდან ყველაზე უფრო ხშირია დეპრესია, განგაში და ჰიპოქონდრია.

ჰიპოქონდრია – არის ავადმყოფური შიში საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. ადამიანი მიიწერს დაავადებას, რომელიც არ აქვს და ეშინია, ერთთავად მის შესახებ ლაპარაკობს. სიბერეს ისედაც ახლავს ფიზიკური მდგომარეობის გაუარესება და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეგრძნება, ჰიპოქონდრიის შემთხვევაში კი ასაკოვნებთან შესაბამისი ჩივილები განსაკუთრებული სიმძაფრითაა გამოხატული. სხეულის ცალკეულ ნაწილთა წვა, დაბუჟება, მჩხვლეტავი ან მბურღავი ხასიათის ტკივილი, დენის დარტყმის ან მოხრჩობის შეგრძნება ნაწილია იმ შეგრძნებებისა, რომელთაც უჩივიან ჰიპოქონდრიით შეპყრობილი მოხუცები. საფუძვლიანი გასინჯვა თერაპევტთან თუ ნევროლოგთან ვერ ავლენს შესაბამის პათოლოგიებს, ვერც ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები იძლევა ეფექტს. ჰიპოქონდრიულ შეგრძნებებს თან ახლავს გუნება-განწყობის გაუარესება, უკმაყოფილება, გაღიზიანებადობა, პაციენტები გამუდმებით იცვლიან მკურნალ ექიმებს, ითხოვენ დამატებით გამოკვლევებს დიაგნოზის დასაზუსტებლად და კონკრეტული მიზეზის გამოსავლენად, მაშინ როცა რეალურად ყველა ჰიპოქონდრიული შეგრძნების საფუძველი ფსიქიკური დარღვევაა.

მანია (მანიაკალური მდგომარეობა) - შედარებით იშვიათი ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც ასაკოვნებთანაც ვლინდება. ამ კატეგორიის პაციენტებს ცუდად სძინავთ, მუდმივად აგზნებულები არიან, ბევრს საუბრობენ, არაადეკვატურად ამაღლებულ განწყობას ხშირად ტირილის ეპიზოდები ენაცვლება. მანიაკალურ მდგომარეობას დეპრესიის პერიოდები ცვლის.

პათოლოგიური ეჭვიანობა – სიბერეში ბევრი ადამიანი ეჭვიანი ხდება, ეჭვის თვალით უყურებს ახლობლებისა თუ ოჯახის წევრების დამოკიდებულებასა და ურთიერთობებს. ხშირად, როდესაც ამ უკმაყოფილებასა და ჩივილებს არ აქვს რეალური საფუძველი, საქმე ეხება ბოდვით იდეებს, ქრონიკულ ბოდვით დარღვევებს კი ხშირად ახლავს ჰალუცინაციებიც.

დემენცია (ჭკუასუსტობა) - ფსიქიკური დარღვევების სპეციფიკური ფორმაა. ის ხშირად ვლინდება მოხუცებულებთან. დემენციის ძირითადი გამოვლინებაა მეხსიერებისა და უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების დარღვევა. დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმებია სისხლძარღვოვანი დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება. მეხსიერების გარკვეული დაქვეითება ნორმალური ფსიქიკური დაბერების კვალადაც აღინიშნება. დაბერების პროცესს, ჩვეულებრივ, თან ახლავს ფსიქიკურ პროცესთა შენელება, ყურადღების დეფიციტი და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

გერონტოლოგიაში (დაბერების პროცესის შემსწავლელი მეცნიერება) განასხვავებენ “ავადმყოფური” და “ბედნიერი” დაბერების პროცესებს. სადღეისოდ გერონტოფსიქიატრია ასაკოვნებსა და მოხუცებულებთან გამოვლენილი ფსიქიკური დარღვევების ადრეული დიაგნოსტიკის დიდ შესაძლებლობებს ფლობს. ძალიან დიდია აგრეთვე სამკურნალოდ მოწოდებული მედიკამენტებისა და ფსიქოთერაპიული მეთოდების არსენალი.