ინტიმური სირცხვილის არქონა შიზოფრენიის ნიშანია - აცხადებს დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინტიმური სირცხვილის არქონა შიზოფრენიის ნიშანია - აცხადებს დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი

მედვედევას მტკიცებით, ყველანაირი საშინელება, რაც ადამიანის მორალურ ღირებულებებს წამლავს, ახალგაზრდებს ძალიან ლამაზად, ჰუმანური ხრიკებით მიეწოდება, ამას კი ხშირად "სექსუალურ განათლებას" უწოდებენ, თუმცა ხანდახან სხვა ვარიანტებიც არის შემოთავაზებული.

"ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელშიც უხეში ფსიქიატრიული სომპტომები - სწორედ ის სიმპტომები, რომლებიც ნამდვილ ფსიქიატრიას განეკუთვნება, მოდისა და ქცევის ეტალონად არის წარმოდგენილი. ფსიქიატრიული მარცხი უზნეობას იწვევს, მორალურ სიმახინჯეს კი, თავის მხრივ, ფსიქიკურ დეფორმაციამდე მივყავართ.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ახლა აქტიურად ხდება მოუწესრიგებლობის პროპაგანდა - მოდაშია ჭუჭყიანი, ცხიმიანი თმა, დახეული წინდები, დახეული, ჭუჭყიანი ჯინსები, გულამოღებული პალტო ან სხვადასხვა სიგრძის პერანგები, რომლებიც ხშირად არასწორად არის შეკრული. ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში იციან, რომ პაციენტის აკურატულობა ბევრი რამის განმსაზღვრელია. თუ პაციენტი მოუწესრიგებელია, ეს მისი მძიმე ფსიქიკური აშლილობის ნიშანია. როდესაც ადამიანი მუდმივად ატარებს დახეულ წინდებს, არ იბანს თავს, არასწორად იკრავს ღილებს პერანგზე, ეს არის ფსიქიატრიული სიმპტომი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, წარმოდგენილია, როგორც თანამედროვე მოდა.

ავიღოთ ბოევიკებისა და ტრილერების გმირები - ეს ზებუნებრივი ძალის მქონე ხალხია, რომლებიც პრობლემას საკუთარ გზაზე წინააღმდეგობების - ცოცხალისა და მკვდრის განადგურებით აგვარებენ. ამ ფსიქიატრიის ეფექტს ჰიპოიდურ შიზოფრენიას უწოდებენ, რომელშიც შერწყმულია ახალგაზრდული პათოლოგიური სისასტიკე პათოლოგიურ გულქვაობასთან, ანუ გულგრილობასთან.

ადამიანის მეორე თვისება - ზედმეტი რაციონალიზმი, რომელსაც დღეს ის პრაგმატიზმად წარმოადგენს, ასევე შიზოფრენიის ნიშანია. ადამიანი ხშირად ფიქრობს, რომ შიზოფრენიკი ირაციონალურია. ეს ასე არაა. შიზოფრენიკი ზედმეტად რაციონალურია, მაგრამ ამასთან უგრძნობი. ზუსტად ამისკენ " ნაკლები ემოცია, მეტი პრაგმატიზმი" მოუწოდებენ დღეს ახალგაზრდებს ახალი მოდის იდეოლოგები, მაგრამ ეს ძალიან მძიმე სიმპტომია"- აცხადებს მედვედევა.

და რა არის ინტიმური სირცხვილის რღვევა ფსიქიატრის შეფასებით? ირინა მედვედევას აზრით, ეს არის არა მარტო სხვადასხვა სახის უზნეობის, მაგალითად, ვუაიერიზმის ტიპის (როდესაც ტელევიზიით აჩვენებენ, რა ხდება სხვების საძინებლებში), არამედ სექსოპათოლოგიური გადახრების პოპულარიზაციაც. სექსოპათოლოგია კი ფსიქოპათოლოგიის ნაწილია.

"მთავარი ინტიმური სირცხვილის რღვევაში არის ის, რომ ახალგაზრდებთან უსაფრთხო სექსზე საუბრისას მათ სექსუალური ინტერესის დაკმაყოფილებისკენ უბიძგებენ, რითაც ოჯახურ ღირებულებებს აკნინებენ,ეს კი თავის მხრივ, ნორმალური ფსიქიკის მშნენებლობაში უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. ამ ღირებულებების გარეშე გარდაუვალია სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევები. საბოლოო ჯამში კი ყველაფერს საზოგადოების გონებრივ დეგრადაციამდე მივყავართ."- განმარტავს მედვედევა.

წყარო: sazogadoeba.ge