მამაკაცის გულისაკენ მიმავალი გზა... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის გულისაკენ მიმავალი გზა...

დედა+მამა=სიყვარულს

ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ორივე - დედაც და მამაც, და არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად. უნდა გიყვარდეთ არა მხოლოდ თქვენი პატარა, არამედ ერთმანეთიც. ალბათ, იტყვით: “ჩვენ ხომ ისედაც...” დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ ცხოვრების პროზას ვერსად გაექცევით. თქვენს საყვარელ პატარას ხან გაზები აწუხებს, ხან კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ხან არ სძინავს, ხან არ ჭამს... პატარებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ზოგჯერ თმის დავარცხნასაც ვერ ასწრებთ, შინ თუ გარეთ მაისურითა და ჯინსით დადიხართ, რადგან ასეთი სამოსი მოხერხებულია და ვერც კი ამჩნევთ, რომ მამიკოს საოჯახო საზრუნავი უწინდებურად აღარ აღაფრთოვანებს, აღარც თვალები უბრწყინავს თქვენი დანახვისას...

რა ხდება? ნუთუ საყვარელ ადამიანს რომანტიკა მოაკლდა? რა თქმა უნდა, თუ მამაკაცი მშიერია, მას ვერაფრით დააინტერესებთ. გამოსავალი ერთია - უნდა დაანაყროთ. მაგრამ როგორ? აქციეთ საღამოს ტრაპეზი რომანტიკულ და ეროტიკულ დღესასწაულად. რომანტიკული საღამოსთვის საბაბად შეიძლება გამოიყენოთ დაბადების დღე ან პირველი კოცნის წლისთავი. რომანტიკას შეუძლია გააცოცხლოს მიმქრალი ცოლქმრული ურთიერთობა, დააბრუნოს გრძნობათა სიმძაფრე.

ცდუნების წყარო

უპირველესად, შეარჩიეთ ანტურაჟი. ვახშამი სანთლის შუქზე, რატომაც არა? ბინდბუნდი, მოლიცლიცე შუქი, ჯადოსნური ჩრდილები კედელზე, შამპანური, წყნარი მუსიკა, რომელიც ოდესღაც მხოლოდ თქვენ ორისთვის ჟღერდა და დახვეწილი კერძები...

ჯერ კიდევ უხსოვარ დროს შეამჩნია ადამიანმა, რომ ჭამა-სმის რიტუალს მაცდუნებელი მაგია ჰქონდა. საკვებს, რომელიც ზრდიდა სქესობრივ ძალას და ამძაფრებდა რომანტიკულ ლტოლვას, აფროდიზიაკები უწოდეს. აიურვედა, უძველესი ინდური ტრაქტატი ჯანმრთელობის შესახებ, რეკომენდაციას უწევს ნუშს როგორც ძლიერ აღმგზნებ საშუალებას. მას ეთანხმებიან ჩინელები და არაბებიც. ნუშისგან ამზადებენ ტკბილ დესერტს - მარციპანს, რომელიც ძლიერ აფროდიზიაკად მიიჩნევა. ცხელ ქვეყნებში სასიყვარულო ღამის წინ მამაკაცები ფინიკს მიირთმევენ. საბრძნეთში სიყვარულის ელექსირად თაფლი და ზეითუნის ზეთი ითვლება. ევროპაში ინტიმური ვახშმის მენიუში რთავენ სატაცურსა და ცოტაოდენ ტრიუფელს. ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში აფროდიზიაკად მიჩნეულია მანგო, რომელიც აღაგზნებს წარმოსახვას და ამძაფრებს სურვილს. ბევრ მკვლევარს საუკეთესო აფროდიზიაკად ვაშლი მიაჩნია. ალბათ, ამიტომაც დამკვიდრდა ვაშლით ხელში ევას გამოსახვის ტრადიცია.

ბოლო ხანს გამოჩნდა იმის დამადასტურებელი მონაცემები, რომ სქესობრივ შესაძლებლობებს E ვიტამინით მდიდარი პროდუქტებიც ზრდის. ასეთია კაკალი, მზესუმზირა, ვაშლი, ღვიძლი, კვერცხი. ყველაზე მეტი E ვიტამინი მცენარეულ (არარაფინირებულ) ზეთშია, განსაკუთრებით - სოიისგან, მზესუმზირასა და ბამბისგან გამოხდილში, მაგრამ ყოველგვარი ზეთი სასარგებლოა მხოლოდ უმი და არა შემწვარი. ზემოთ ნუში ვახსენეთ, თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ის ფოსფორის უზარმაზარი შემცველობით გამოირჩევა. ფოსფორი კი უმთავრესი ელემენტია, რომელიც მამაკაცის სექსუალურ გამძლეობას განაპირობებს. ორგანიზმში ის ცხიმოვან ნივთიერებებთან ურთიერთქმედებით წარმოქმნის ფოსფოლიპიდებს, მათ შორის - ლეციტინს, რომელიც სასქესო ჰორმონების გამომუშავებაში მონაწილეობს. ფოსფორის მდიდარი წყაროა ზღვის პროდუქტებიც, განსაკუთრებით - ომარები და კიბორჩხალები. ბევრი ფოსფორია აგრეთვე სუბპროდუქტებში: ღვიძლში, თირკმელებში, ტვინში, ასევე - ხორცსა და სოკოში.

და მაინც, ზღვის პროდუქტებს განსაკუთრებული ადგილი აქვს რომანტიკულ სუფრაზე და, საზოგადოდ, მამაკაცის ყოველდღიურ რაციონში, რადგან სქესობრივი პოტენციის დიდხანს შენარჩუნების საშუალებას იძლევა. თუთიის მეშვეობით, რომელსაც საკვებთან ერთად ვიღებთ, მამაკაცის ორგანიზმში სინთეზდება მამაკაცის სასქესო ჰორმონის, ტესტოსტერონის ყველაზე აქტიური კომპონენტი. ალბათ, ამიტომაც მიიჩნევიან საუკეთესო პარტნიორებად ფრანგები - ისინი ხომ ძლიერ აფასებენ ლოკოკინებს, რომლებიც სწორედ თუთიით არის მდიდარი. აფროდიზიაკის თვისებებს მიაწერენ მიდიებსაც, თუმცა თუთია ბევრია ნაკლებად ეგზოტიკურ პროდუქტებშიც: ღვიძლში, ხორცში, მაგარ ყველში, მარცვლეულსა და პარკოსნებში. თუთიით ძალიან მდიდარია ქათმის ხორცი - ტყუილად როდი სთავაზობენ ქორწილში ახალგაზრდებს ქათმის კერძებს. A ვიტამინი, იგივე რეტინოლი, აუცილებელია როგორც ქალის, ისე მამაკაცის სასქესო ჰორმონების სინთეზისთვის. გარდა ამისა, სათესლე სითხის გამომუშავებასაც ასტიმულირებს. ამ ვიტამინს ვიღებთ ცხოველის ღვიძლიდან და თევზიდან, ნაღებიდან და ნაღების კარაქიდან, კვერცხის გულიდან, ყველიდან. პროვიტამინ A-ს, კაროტინს, შეიცავს მცენარეული პროდუქტები: მწვანე ხახვი, ოხრახუში, ისპანახი, ტკბილი წიწაკა, სტაფილო და წითელი კენკრა.

რომანტიკული ვახშმისთვის საბაბი უამრავია. შეგიძლიათ, კალენდარშიც კი არ ჩაიხედოთ - ხომ არსებობს თქვენი გაცნობის დღე!