4 მარტივი წესი ცხოვრების შესაცვლელად
პირველი – ოპტიმისტური აზროვნება - დილა უნდა დაიწყოთ ოპტიმისტური ფიქრებით, შესაბამისად, ამაღლებული გუნება-განწყობა მთელ დღეს გაგყვებათ;
მეორე - პოზიტიური ფილმები - აუცილებლად უნდა უყუროთ პოზიტიურ ვიდეორგოლებსა და კინოფილმებს, ეს ადამიანს დადებითი ემოციებით ავსებს და ცხოვრებისეული მოვლენებისადმი პოზიტიურად განაწყობს;
მესამე - ქველმოქმედება და სიკეთე – დაიხარჯეთ უანგაროდ გარშემომყოფთათვის, წესად დანერგეთ ქველმოქმედება, აკეთეთ სიკეთე, ადამიანთა მადლიერება და კეთილი დამოკიდებულება გუნება-განწყობას საოცრად ამაღლებს;
მეოთხე - სიახლეები – აუცილებლად დაუთმეთ დრო რამე ახალს, მაგალითად, შეუდექით უცხო ენის სწავლას, ეძიეთ ახალი ნაცნობობა, მეტი დრო დაუთმეთ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას.
თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი ცხოვრება ერთ თვეში რადიკალურად შეიცვლება - აცხადებენ ავსტრიელი ფსიქოლოგები. ასე რომ სცადეთ!
თინათინ გოცაძე