რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
 მე აქ გული გამითბება, დედი... - პეტრე კოლხის წერილი დედას
მე აქ გული გამითბება, დედი... - პეტრე კოლხის წერილი დედას
დღეს, როცა ოჯახში ურთიერთობების სერიოზული პრობლემები გვაქვს, მშობლებსა და შვილებს შორის ხშირად დიდი სიცარიელეა და გრძნობათა დეფიციტი, ჩვენს საზოგადოებას ჰაერივით სჭირდება ასეთი მაგალითები. წაიკითხეთ მამა პეტრეს უთბილესი წერილი დედას:

დეე, მომენატრე...
ამ წუთას შემოვირბინე ჩემს პატარა ,,სოროში''...
მთელი დღეა ვფიქრობ, რა მოგწერო...
გრანელი გამახსენდა-,,ახლა ქარია, მახსოვხარ, ცივა!''
მტვერშია გახვეული მთელი უბანი, ისე ქრის დეკემბრის ცივი და ულმობელი ქარი...
კარგად ვარ...
როცა ძალიან მომენატრები, სიონში ჩავირბენ და მინაზე გადასულ ღვთისმშობლის პროფილს გაფიჩხული ხელებით ვეხები და სისხლი მითბება...
ლექციების მერე, საჯაროში შევრბივარ. მართალია
იქაც არ არის გათბობა და წიგნებსაც მიგვიანებენ, მაგრამ შიგნიდან მაინც ვუყურებ... ეს პერიოდი ძალიან აქტიურია ჩემთვის შემოქმედებითად...
გუშინ ტრამვაიში უცებ წერა მომინდა, ფურცლის ნაგლეჯიც არ აღმომაჩნდა და ჩემს წინ სიგარეტის ცარიელი კოლოფი ეგდო...
ჩემზე ბედნიერი იმ წუთას არამგონია, ვინმე ყოფილიყო...
ვიწვალე, მაგრამ მაინც გადავიტანე "სიგარეტზე'' ორსტროფიანი
,,ვედრება''...
ვიცი, რომ ჩემზე ბევრს დარდობ და განიცდი...
გპირდები, ყველაფერს გავაკეთებ უკეთესი მომავლისთვის...
დეე, არ მიწყინო, გასულ კვირას ხუთი ლარი რომ გამომიგზავნე, სულ წიგნები ვიყიდე...
,,მერანში'' ფასდაკლება იყო და ,,სიტყვის კონას'' სამოც თეთრად წავაწყდი...
ჰო, მართლა, შენ რომ გამომატანე ქემალის ,,უცხო ქალი''-ერთ ღამეში დავამთავრე, მაგრამ ბოლო გვერდი აკლდა. დილით ლექციებამდე ბიბლიოთეკაში შევირბინე და დარჩენილიც წავიკითხე...
მომეწონა, მომეწონა და ვიტირე...
ბედნიერებისგან ვტიროდი, დეე... შენ რომ ასეთი ხარ და შემიძლია ლიტერატურულ გემოვნებაში გენდო...
ახლა ფოლკნერს ვკითხულობ, დავასრულებ და ჩემს აზრს გაგიზიარებ...
შენ როგორ ხარ, მამამ შეშა ჩამოიტანა?! ხომ თბებით?! ვიცი, რომ იქით დიდი თოვლია და ცოტას დაისვენებ... ალბათ გათენებამდე ზიხარ ბუხართან და როგორც მამა იტყოდა, წიგნებს უკირკიტებ...
გთხოვ, არ აყვე... ენას ასველებს, თორემ უყვარხარ, თავისებურად...
დეე, ვალინკებს გიგზავნი...
უნივერსიტეტში ფეხით დავდივარ და ყოველკვირეული ხუთი ლარიდან ფულიც მეზოგება...
მიხარია, რომ ფეხი თბილად გექნება... მე აქ გული გამითბება, დედი...
ყველაფერი მომწერე...
უმნიშვნელოც კი...
ჩემთვის შენს ბარათებს წმინდა წერილის ფასი აქვს, დედა.

პეტრე კოლხი
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ხშირია, როცა ოჯახი ინგრევა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს სცილდება, ბავშვი ერთ-ერთ მშობელთან რჩება, უმეტეს
05-04-2018
ბოლო დროს ბავშვთა აღზრდის სისტემებისადმი ახალმა მიდგომებმა ბევრი რამე შეცვალა მშობლებისა და შვილების ურთიერთობებში.
23-03-2018
ფსიქიატრ სკოტ კეროლის აზრით, ურთიერთობის დასაწყისში ადამიანებს ერთმანეთის
08-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის კეთილდღეობა იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ იღებს
ბრიტანელმა მეცნიერებმა მსოფლიოს 50 ქვეყნის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ათასობით პირი გამოიკვლიეს,
ავსტრიელმა ფსიქოლოგებმა დაასახელეს 4 მარტივი წესი, რომლითაც ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეიძლება.
ადამიანსა და ძაღლს შორის პირველი ურთიერთობიდან დაახლოებით 45000 წელია გასული.
ყველაფერში გენებია დამნაშავე - ბიოლოგების აზრით, ადიულტერისადმი ლტოლვა ჯერ კიდევ ჩანასახში
როგორც ცნობილია, ადამიანები ძირითადად ძლიერი ემოციების გამო ტირიან. მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რატომაა
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის