ვმართოთ ემოციები და მოვაწესრიგოთ ურთიერთობები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვმართოთ ემოციები და მოვაწესრიგოთ ურთიერთობები

შემთხვევაში - დედასთან, მამა კი მეორე ოჯახს ქმნის. ბავშვის გამო ყოფილ ქმართან ურთიერთობას აგრძელებთ - ბავშვს მამას ხომ ვერ წაართმევთ! ყველაფერი რიგზე იყო “ახალი” ცოლის გამოჩენამდე. ახლა წარმოდგენა არ გაქვთ, როგორ გაუშვათ ბავშვი მამასთან სტუმრად - იქ ხომ, ბუნებრივია, ის ქალი იქნება! როგორ უნდა შეეგუოთ თქვენს ცხოვრებაში მის არსებობას?

ვინ არის “ის”?

ყოფილი ქმრის ცოლთან ურთიერთობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა თქვენ შესაძლოა ვერც კი გააცნობიეროთ თქვენი რისხვისა თუ კრიტიკული განწყობის მიზეზი. თუ მშვიდობიანად დაშორდით ქმარს და ამ ქალს არავითარი კავშირი არ აქვს თქვენს განხეთქილებასთან, შესაძლოა, მის მიმართ პრეტენზია არც კი იქონიოთ, მაგრამ თუ სწორედ ამ ქალის გამო დაინგრა ოჯახი, თქვენთვის ადვილი არ იქნება ამის დავიწყება და პატიება...

ზოგისთვის მეორე ცოლის გამოჩენის ფაქტიც კი შეურაცხმყოფელია, ზოგისთვის არასასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ძალისხმევამ, რომელიც “ბიჭის” მამაკაცად ქცევას მოხმარდა, ამაოდ ჩაიარა. ამ შრომის ნაყოფს ახლა სხვა მოიმკის, რომელიც მზამზარეულზე მოვიდა. ეს განცდები ართულებს ყოფილი ქმრის ახალ ცოლთან ურთიერთობას და თქვენც კარგს არაფერს ელით ამ ქალისგან. მაგრამ... მოგწონთ ის თუ არა, მასთან ურთიერთობა მოგიწევთ. ალბათ, მასაც მოუხდება თქვენს შვილზე ზრუნვაში მონაწილეობა, როცა პატარა მათთან წავა სტუმრად. მამა შვილს წაეთამაშება, მერე კი ტელევიზორს მიუჯდება ან სხვა საქმეს მოჰკიდებს ხელს, “დეიდა” კი იძულებული იქნება, ასადილოს და ავახშმოს ბავშვი, შესაძლოა, გაკვეთილების მომზადებაშიც დაეხმაროს და ძილის წინ ზღაპრებიც წაუკითხოს. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ როგორი დამოკიდებულება გექნებათ ამ ქალის მიმართ, მთავარია, ის იყოს თქვენი შვილისადმი კეთილგანწყობილი.

უთხრათ თუ არა მადლობა

ალბათ, გიჭირთ მადლიერების გამოხატვა ყოფილი ქმრის ახალი ცოლის მიმართ თქვენს შვილზე ზრუნვის, მისადმი ყურადღების გამო და მადლიერების ნაცვლად უკმაყოფილებას გამოთქვამთ, გამუდმებით კიცხავთ, თან ცდილობთ, დამალოთ შფოთვა - ვაითუ, ის უკეთესი დედა აღმოჩნდეს და ბავშვმაც მამასთან ცხოვრება არჩიოს... გახსოვდეთ: თქვენი ყოფილი ქმრის ახალი ცოლი თქვენს გასაღიზიანებლად კი არ ცდილობს ბავშვთან ურთიერთობის მოგვარებას, არამედ იმისთვის, რომ ქმარს ასიამოვნოს.

ბავშვი სათამაშო არ არის!

თუ ყოფილი ქმრის დაბრუნების მცირედი სურვილი მაინც გაქვთ, შესაძლოა, ცდუნებამ გძლიოთ და ეს ბავშვის დახმარებით გააკეთოთ. გახსოვდეთ: არავითარ შემთხვევაში არ ჩაითრიოთ ბავშვი ამ თამაშში! ნუ განაწყობთ პატარას მამის მეორე ცოლის წინააღმდეგ. ნუ აჰყვებით ამაო იმედს. ყველაზე საშიში ბავშვის ნდობის დაკარგვაა!

ურთიერთობის წესები

მშვიდად გაუშვით ბავშვი მამასთან, თან გაატანეთ დღის რეჟიმი - რა ჭამოს, როდის დაიძინოს, რა წაუკითხონ ძილის წინ და ა.შ. თქვენივე ინტერესებია, ყველაფერი ჰარმონიულად წარიმართოს.

დაამყარეთ ყოფილი ქმრის მეორე ცოლთან უშუალო კონტაქტი, თუნდაც, ტელეფონით. ქმრის პირით ნუ შეუთვლით, რომ, მაგალითად, ბავშვისთვის ნაყინი არ შეიძლება. თუ ასე მოიქცევით, ის დაინახავს, რომ კი არ გაურბიხართ, არამედ კეთილად ხართ განწყობილი მის მიმართ.

ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს. დღეში ერთი ზარი სავსებით საკმარისია, რათა დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა. ხშირი რეკვა უნდობლობის მაჩვენებელია.

ყველაფერი მოგვარდება, თუ გაითვალისწინებთ ორ მომენტს, პირველი: თქვენი ყოფილი მეუღლის ცოლი არ არის დამნაშავე თქვენს დაშორებაში, ამიტომ მასზე გაბრაზება არ ღირს. მეორე: ამ ქალთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება აუცილებელია თქვენი შვილის კეთილდღეობისათვის.