რატომ ღალატობენ პარტნიორები ერთმანეთს - გენეტიკა, ჰორმონები, თუ მატერიალური დამოკიდებულება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
რატომ ღალატობენ პარტნიორები ერთმანეთს - გენეტიკა, ჰორმონები, თუ მატერიალური დამოკიდებულება
რატომ ღალატობენ პარტნიორები ერთმანეთს - გენეტიკა, ჰორმონები, თუ მატერიალური დამოკიდებულება
ყველაფერში გენებია დამნაშავე - ბიოლოგების აზრით, ადიულტერისადმი ლტოლვა ჯერ კიდევ ჩანასახში ფორმირდება, რამეთუ თითოეული ინდივიდი იბადება „ღალატისა და ერთგულების გენების“ გარკვეული ნაკრებით. მყარი ურთიერთობები პირდაპირაა დამოკიდებული ჰორმონ ვაზოპრესინსა და ოქსიტოცინზე, ხოლო ტესტოსტერონისა და ესტროგენების მომატებული დონე, პირიქით ღალატისგენ უბიძგებს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ორი სახეობის თაგვებზე ჩაატარეს. ერთი სახეობის თაგვები გამოირჩეოდნენ უწესრიგო სქესობრივი ქცევით, მეორე სახეობა - მონოგამურობით. კვლევამ აჩვენა, რომ ერთგულ მღრღნელებს ჰორმონების - ვაზოპრესინისა და ოქსიტოცინის დონე უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე „დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის“ მქონე მღრღნელებს (მათში მეტი ტესტოსტერონი და
ესტროგენი იყო).

გენეტიკოსებმა მოღალატე მღრღნელებს დაუმატეს ვაზოპრესინი და გარკვეული დროის შემდეგ უჩვეულო შედეგი მიიღეს: მღრღნელები, რომლებიც ოპერაციამდე ისწრაფვოდნენ გაენაყოფიერებინათ ყველა მოძრავი საგანი, გახდნენ ერთ მდედრზე მიჯაჭვულები. მსგავსი დამოკიდებულება აღინიშნება ადამიანებშიც.

იქნებ შორეულ მომავალში ადამიანებს გენების რეგულირების და „გვერდზე გასეირნების“ მოთხოვნილების კონტროლის საშუალება მიეცეს. მღრღნელებზე ექსპერიმენტმა
ხომ გაამართლა.

ხშირად მატერიალურად დამოკიდებული ადამიანები ღალატობენ

ადამიანი სიცრუისკენ არის მიდრეკილი, თუ მეუღლეზე ეკონომიკურად დამოკიდებულია. ეს ორივე სქესს ეხება. თუმცა ეკონომიკურად დამოკიდებული მამაკაცები ამ მხრივ უფრო აქტიურები არიან. პარტნიორის კისერზე მყოფი ქალების 5% და მამაკაცების 15% ღალატობს.

ქალებს შეიძლება ამძიმებდეს დამოკიდებულება, მაგრამ არავინ დააყენებს ეჭვქვეშ მათ ქალურობას. მამაკაცი კი მარჩენალი უნდა იყოს. ამგვარად, ღალატით ის ცდილობს საკუთარი „მამაკაცურობის“ დამტკიცებასა და მარჩენალი-მეუღლის დასჯას.

რა როლი აქვს ხმას

ქალებს უყვართ ყურებით. მეცნიერებმა ქალებს შესთავაზეს მამაკაცის ხმის ჩანაწერის მოსმენა და აზრის გამოთქმა, რომელი ხმის პატრონ მამაკაცთან გააბამდნენ ხანმოკლე ან ხანგრძლივ ურთიერთობებს. უმეტესობამ განაცხადა, რომ დაუფიქრებლად გაატარებდა ღამეს ხავერდოვანი ბარიტონის მქონე მამაკაცთან.

ღალატი ზრდის სექსუალური ტრავმის რისკს

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერება შეისწავლეს სასქესო ასოს მოტეხილობის 16 შემთხვევა. მამაკაცების ნახევარმა აღიარა რომ ტრავმა მიიღო ქორწინებისგარე სექსის დროს.

ღალატი სხვადასხვანაირია

ღალატი სრულიადაც არ ნიშნავს პარტნიორებს შორის სიყვარულის არარსებობას. მკვლევარები გამოყოფენ სექსუალურ ღალატს (მხოლოდ სექსი, არანიარი რომანტიკა), რომანტიკულ ღალატს (ურთიერთობა სექსუალური კონტაქტის გარეშე) და სექსუალურ-რომანტიკულ ღალატს.

პირველ კატეგორიას მეცნიერები ღალატად არ მიიჩნევენ. ერთჯერადი სექსი - ეს იმის ინდიკატორია, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ასეთი ღალატი გაყრით არ სრულდება. ნდობა შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ პარტნიორების ღია ურთიერთობისას, წყვილმა შეიძლება გაადაბიჯოს ღალატს და ურთიერთობა უფრო მყარი გახდეს, მიზეზების გარკვევის შემდეგ.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
25-09-2018
თამბაქოს კვამლში შემავალი კანცეროგენები რომ დნმ-ის მუტაციებს იწვევს - არაახალია. სწორედ ამ მუტაციათა
06-06-2018
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
04-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ პროცესებს, კასკადირება და წახალისება მოხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მეცნიერების დასკვნით, შვებულება ადამიანს განტვირთვაში ეხმარება, მაგრამ
1. მთავარი კითხვა.თუ მოიწყინეთ, ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დასვით:
ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის კეთილდღეობა იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ იღებს
ბრიტანელმა მეცნიერებმა მსოფლიოს 50 ქვეყნის სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ათასობით პირი გამოიკვლიეს,
31 მაისი 2013
დღეს პროფილაქტიკური აცრები ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციური დაავადებებისგან ბავშვების დასაცავად,
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით