რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
 როგორ გამოვიყენოთ კურკუმა სამკურნალოდ და რისთვის არის სასარგებლო
როგორ გამოვიყენოთ კურკუმა სამკურნალოდ და რისთვის არის სასარგებლო
ინდურ სამზარეულოს, საზოგადოდ, ძალიან პოზიტიური გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე, განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ის ადამიანის თავის ტვინსა და განწყობაზე. მიზეზი, ინდოეთში მეტად პოპულარული და ფართოდ გავრცელებული საოცარი სანელებლის -კურკუმას ეფექტია. კურკუმა აუმჯობესებს გუნება-განწყობასა და კოგნიტიურ ფუნქციებს, დადებითად მოქმედებს მთელ თავის ტვინზე, განსაკუთრებით ასაკოვანთა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

მეცნიერთა აზრით, სწორედ ამის გამოა, რომ ინდოეთში ასაკობრივი პრობლემები იშვიათი შემთხვევაა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თავის ტვინისთვის ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია ზეითუნის ზეთი, ხოლო ეს უკანასკნელი კურკუმას მსგავსად ინდური სამზარეულოს ხშირი ინგრედიენტია, გასაგებია, რატომ გამოირჩევიან პოზიტიური
განწყობითა და ნერვული სისტემის ჯანმრთელობით ინდოელები.
ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებებიდან აღსანიშნავია ბეტა-ამილოიდური ჩანართებისა და ნეიროფიბრილური გორგლების - ალცჰაიმერის დაავადების მთავარი მარკერების მოცულობის შემცირება. ასე რომ კერძების მომზადებისას გამოიყენეთ ზემოთ დასახელებული საკმაზმები.

აქვე გაგაცნობთ "მკურნალი.გე"-ს მკითხველის რჩევას კურკუმას გამოყენების შესახებ:

"კურკუმას მოქმედება, ძალზედ არის დაკავშირებული პილპილთან
(შავი წიწაკა). სამ წილ კურკუმას, უმატებთ ერთ წილ პილპილს.
შეგიძლიათ აურიოთ თაფლში ან გქონდეთ მშრალად და ჭამის დროს, ნარევის ერთ ჩაის კოვზს აურევთ - თაფლში, ძროხის, ქოქოსის ან ნუშის რძეში, ნებისმიერ ცხიმში, რომელიც გესიამოვნებათ (ზეთში ან კარაქში). თუ გემო დიდად არ მოგწონთ, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონი ან სხვა რამ. მაგრამ - როგორც ყველაფერში, აქაც არის ეს მაგრამ: კურკუმა ათხელებს სისხლს და დაბლა სწევს პროთრომბინს, რაც რა თქმა უნდა კარგია თავისთავად, მაგრამ თუ ადამიანი ღებულობს პროთრომბინის დასაწევ პრეპარატს, კურკუმა ძალზედ აძლიერებს ამ პრეპარატის მოქმედებას, ასე რომ, ვინც ასეთ პრეპარატს ღებულობს, ნუ მიიღებს სამკურნალოდ კურკუმას!

აქვე აღვნიშნავ, რომ კურკუმა ძალიან უხდება ხორცეულს, ბოსტნეულს და ზოგ ნამცხვარსაც კი, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენეთ კერძებში და მიიღებთ გემრიალ და ამავე დროს სასარგებლე კერძებს. ცოტა ღებავს ჭურჭელს, მაგრამ ერთ-ორ გარეცხვაში სცილდება", - გვწერს მკითხველი.

თინათინ გოცაძე

თარიღი : 10-05-2018
ხათი
მე პასკაში გამოვიყენე, საოცარი ფერი და გემო მისცა
თარიღი : 07-05-2018
nino
arafersac ar uxdeba xorceuls. samkurnalod ver getyvit
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ასაკის მატებასთან ერთად ტერმინები: წნევა, ქოლესტერინი, პროთრომბინი - ყველა ადამიანისთვის კარგად ნაცნობი ხდება,
12-06-2018
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ მალამოს, მამაკაცის
14-05-2018
როგორც აღმოჩნდა კურკუმა, აზიური სამზარეულოს პოპულარული სანელებელი, სულ რაღაც 6 თვეში 7%-ით ზრდის ძვლის
15-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
იტალიელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პიტნის ნაყენი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კოგნიტიურ
დიეტოლოგებმა ყველაზე სასარგებლო პროდუქტებისა და საკვები მცენარეების სია შეადგინეს. მათ ცალკე გამოყვეს
როგორც აღმოჩნდა კურკუმა, აზიური სამზარეულოს პოპულარული სანელებელი, სულ რაღაც 6 თვეში 7%-ით ზრდის ძვლის
ყვითელი ნარცისისგან მეცნიერებმა კიბოსსაწინააღმდეგო ნაერთი ჰემანთამინი (haemanthamine)გამოყვეს.
ევკალიპტი 50-70მ სიმაღლის სწრაფად მზარდი მარადმწვანე მცენარეა (ყველაზე მაღალი ევკალიპტი მსოფლიოში 155 მ-ს აღწევს).
ექსპერტების აზრით, რეჰანი უნიკალური მცენარეა. პოტენციურად მას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება
15 ივნისი 2018
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
12 ივნისი 2018
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის 2017“ თანახმად, შინამეურნეობებისთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.