დარიჩინი ალცჰაიმერის განვითარებას აფერხებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
დარიჩინი ალცჰაიმერის განვითარებას აფერხებს
დარიჩინი ალცჰაიმერის განვითარებას აფერხებს
თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის თანახმად, დარიჩინი შეიცავს ნივთიერებას, სახელწოდებით Ceppt, რომელიც ალცჰაიმერის განვითარებას აფერხებს. ეს საოცარი "ელიქსირი" ძალიან მარტივად, დარიჩინის ჩხირების დაფქვით შეგიძლიათ მიიღოთ.

დარიჩინის თვისებათა კვლევის ავტორია პროფესორი მიხეილ ოვადია, თელ-ავივის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან. ამ მკვლევარმა თავდაპირველად აჩვენა, რომ დარიჩინში შემავალი ნივთიერებები ვირუსული გარსის აქტივობას ბლოკავს, შემდეგ კი საინტერესო ექსპერიმენტებით ისიც დაადგინა, რომ Ceppt ამილოიდური ცილის წარმოქმნას ეწინააღმდეგება.

მომდევნო ეტაპზე პროფესორმა ოვადიამ დარიჩინის ფხვნილის ტესტირება გენეტიკურად მოდიფიცირებულ ლაბორატორიულ ცხოველებზეც ჩაატარა. ვირთაგვებთან გენის მუტაცია ამილოიდური ცილის აქტიურ გამომუშავებას განაპირობებდა.
მოგეხსენებათ, ამ ცილის დაგროვება ალცჰაიმერის დაავადების მაპროვოცირებელია.

პროფესორი მიხეილ ოვადია 4 თვის განმავლობაში ვირთაგვების დასალევ წყალში დარიჩინის ფხვნილს ურევდა. გარკვეული დროის შემდეგ გენმოდიფიცირებულ ვირთაგვებს ნორმალური ქცევა აღენიშნებოდათ. ეს თავის მხრივ ცილა ამილოიდის დაგროვების შეფერხებას ადასტურებდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დარიჩინს არ ჰქონდა გვერდითი მოვლენები და არ
იყო ტოქსიკური ცხოველთათვის.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ჰორმონული შენაცვლებითი თერაპია, რომელსაც ქალებს მენოპაუზის პერიოდში უნიშნავენ, საკმაოდ ბევრ გვერდით
ეფექტს
06-06-2018
ალცჰაიმერის დაავადება ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, დემენციის, “ხანდაზმულობითი ჭკუასუსტობის”
05-02-2018
იაპონელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა სისხლის ანალიზის ახალი ტესტი წარმოადგინეს, რომელიც ბეტა-ამილოიდური ცილის აღმოჩენის
08-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მარწყვი, გარდა იმისა, რომ ლამაზი და გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს,
იტალიელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პიტნის ნაყენი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კოგნიტიურ
დიეტოლოგებმა ყველაზე სასარგებლო პროდუქტებისა და საკვები მცენარეების სია შეადგინეს. მათ ცალკე გამოყვეს
როგორც აღმოჩნდა კურკუმა, აზიური სამზარეულოს პოპულარული სანელებელი, სულ რაღაც 6 თვეში 7%-ით ზრდის ძვლის
ყვითელი ნარცისისგან მეცნიერებმა კიბოსსაწინააღმდეგო ნაერთი ჰემანთამინი (haemanthamine)გამოყვეს.
ევკალიპტი 50-70მ სიმაღლის სწრაფად მზარდი მარადმწვანე მცენარეა (ყველაზე მაღალი ევკალიპტი მსოფლიოში 155 მ-ს აღწევს).
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე