პაპაია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაპაია

ამცირებს ანთებით პროცესს ორგანიზმში

პაპაიას ნაყოფი ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ფერმენტებს, A, ჩ ვიტამინებსა და კაროტინს შეიცავს. ეს ყველაფერი ორგანიზმს რევმატოიდული ართრიტისაგან იცავს და ამცირებს ანთებით პროცესს.

აღადგენს კუჭ-ნაწლავის ბალანსს

ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება ნაწლავებში სასიცოცხლო ბაქტერიებს ანადგურებს. პაპაიას წვენი კუჭ-ნაწლავის დარღვეულ ბალანსს აღადგენს და მონელებას ეხმარება.

ამცირებს გულისრევას

აუმჯობესებს მხედველობას

პაპაია A ვიტამინსა და ბეტა-კაროტინს შეიცავს, რომელიც მხედველობას აუმჯობესებს.

ხსნის დაძაბულობას

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ჩ ვიტამინი ჰორმონების გამოყოფას არეგულირებს. პაპაიას ნაყოფის მიღება სტრესული სიტუაციის ან დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად საუკეთესო საშუალებაა.

აყუჩებს მენსტრუალურ ტკივილს

მენსტრუალური ტკივილის გასაყუჩებლად საუკეთესო საშუალება პაპაიას ფოთლისა და თამარინდის (ინდური ფინიკი) ნახარშის მიღებაა.

კიბოს საწინააღმდეგო საშუალება

პაპაიას მიღება იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. ნაყოფი პაპაინს შეიცავს, რომელიც კიბოს სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად გამოიყენება. ამ მცენარის ფოთლები ეფექტური საშუალებაა საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ფილტვებისა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამ აღმოჩენით შესაძლებელია შემუშავდეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი თერაპიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს იმუნური სისტემის გამოყენებას კიბოს წინააღმდეგ.

ეწინააღმდეგება სისხლის კოლტების წარმოქმნას

მწეველთა ორაგანიზმში სისხლის კოლტების წარმოქმნის დიდი რისკი არსებობს. პაპაიას ნაყოფი ფიბრინოგენს შეიცავს, რომელიც სისხლის კოლტების წარმოქმნას უშლის ხელს.

ანელებს კანის დაბერებას

ეს ხილი განსაკუთრებით მდიდარია ალფა-ჰიდროქსომჟავით, რომელიც კანის დაბერების წინააღმდეგ გამოიყენება. იგი ასევე სავსეა ჩ ვიტამინითა და ბეტა-კაროტინით, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ეხმარება კანს ელასტიკურობის აღდგენაში.

თირკმელები

პაპაია თირკმლის გამწმენდიც არის, ის თირკმელს ყველაფრის გაადამუშავებასა და წყლის შეკავებაში ეხმარება.

ღვიძლი

პაპაია ღვიძლს ტოქსინების განეიტრალებაში ეხმარება. მისი თერაპია მოიცავს 30-დღიან კურსს, რომლის შედეგებით ექიმებიც აღფრთოვანებულნი რჩებიან.

ანთების საწინააღმდეგო თვისებები

პაპაიას თესლი ძალიან ეფექტურია ანთების საწინააღმდეგოდ.

მოხმარების წესი:

არსებობს პაპაიას თესლის მოხმარების უამრავი ხერხი - ისინი შეიძლება შეიჭამოს, როგორც ნედლად, ისე შერეულად - სალათში, თაფლში ან რძეში.

პაპაია კიბოს წინააღმდეგ

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პაპაიას ფოთლების ექსტრაქტი და მისი ჩაი უნიკალური საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ. ის ეფექტურია სიმსივნეების ფართო სპექტრის მიმართ. ფლორიდის უნივერსიტეტის სპეციალისტმა ნამ დენმა და მისმა იაპონელმა კოლეგებმა ჟურნალ Eტჰნოპჰარმაცოლოგყ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში დოკუმენტურად დაადასტურეს პაპაიას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. სახელდობრ, ამ მცენარის ფოთლები ეფექტურია საშვილოსნოს ყელის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, ფილტვებისა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგ.

პაპაიას გამხმარი ფოთლებისაგან მიღებული ექსტრაქტის გამოკვლევით დადგინდა, რომ ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც მეტი დოზით იღებს კიბოს უჯრედები ამ მცენარის ჩაის.

პაპაიას ფოთლების ექსტრაქტი ასტიმულირებს სასიგნალო მოლეკულების გამომუშავებას (თჰ1 ტიპის ციტოკინები), რომლებიც არეგულირებენ იმუნურ სისტემას.

ამ აღმოჩენით შესაძლებელია შემუშავდეს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი თერაპიული მეთოდი, რომელიც გულისხმობს იმუნური სისტემის გამოყენებას კიბოს წინააღმდეგ.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პაპაიას იყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს. დოქტორ დენის აზრით, ამ მცენარით აქტიურად სარგებლობენ ავსტრალიისა და ვიეტნამის მცხოვრებლები. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პაპაიას ექსტრაქტი უარყოფითად არ ზემოქმედებს ჯანმრთელ უჯრედებზე; კიბოს მკურნალობისას კი, როგორც ცნობილია, პრეპარატების უმრავლესობა ავლენს ამა თუ იმ გვერდით ეფექტს. მეცნიერები აკვირდებოდნენ კიბოს უჯრედების 10 სხვადასხვა ტიპის კულტურაზე პაპაიას ფოთლების სხვადასხვა კონცენტრაციის ექსტრაქტით ზემოქმედებას. მიღებული შედეგები შეამოწმეს 24 საათის შემდეგ. პაპაიამ ყველა კულტურაზე შეანელა სიმსივნის ზრდა.