გვირილის ჩაი ქალებს ნაადრევი სიკვდილისგან იცავს - მეცნიერების 7-წლიანი კვლევის შედეგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გვირილის ჩაი ქალებს ნაადრევი სიკვდილისგან იცავს - მეცნიერების 7-წლიანი კვლევის შედეგი

ტეხასის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მრავალწლიანი საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს. 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ 1677 მექსიკელ ემიგრანტს, იუწყება - The Daily Mail.

კვლევაში მონაწილე მოხალისეების 14 % გვირილის ჩაის მოყვარული იყო და მას რეგულარულად მიირთმევდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ გვირილის ჩაის რეგულარულად გამოყენებამ 29 %-ით შეამცირა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი ქალებში. მამაკაცებს შორის ასეთი ეფექტი არ შეინიშნებოდა. ამის მიზეზი უცნობია, თუმცა, საზოგადოდ, ქალები უფრო ხშირად სვამდნენ გვირილის ჩაის, ვიდრე მამაკაცები. დაკვირვების პროცესში სპეციალისტების მიერ გათვალისწინებული იყო შედეგებზე მოქმედი ყველა ფაქტორი - მოხალისეთა ცხოვრების წესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქრონიკული პათოლოგიები და სხვ.

მკვლევარებს ჯერ კიდევ არ აქვთ კონკრეტული პასუხი კითხვაზე, რატომ არის ასე სასარგებლო გვირილის ჩაი ქალებისათვის. თუმცა, უკანასკნელი კვლევები ადასტურებს, რომ ეს სასმელი აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის პრობლემებისას, შაქრიანი დიაბეტის გართულებებისა და შფოთვა-განგაშით მიმდინარე პათოლოგიური მდგომარეობების დროს. გარდა ამისა, გვირილას გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ანტითრომბოციტული თვისებები და, ამასთან, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

თინათინ გოცაძე

როგორ დავამზადოთ გვირილასგან სამკურნალო ნაყენები