კრაზანა - ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კრაზანა - ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიდეპრესანტი

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კრაზანა, ყოველივე ამასთან ერთად, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას, ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას, დაზიანებისგან იცავს კუჭის ლორწოვან გარსს და ამცირებს სპაზმს.

კრაზანას ნაყენი აცხრობს ღრძილებისა და ხახის ანთებას. ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედების წყალობით ის ეფექტურია გაციების, სინუსიტისა და ბრონქიტის დროსაც.

ძველი ეგვიპტელები კრაზანას თურმე სანაღვლე გზებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ.

როგორია ამ სასწაულმოქმედი მცენარის შემადგენლობა?

კრაზანა 15-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, მათ შორის - ქოლინს, ვალერიანის მჟავას, საპონინებს, ეთერზეთებს, რომლებიც მცენარეს საუცხოო თვისებებს ანიჭებს.

საპონინებს ამოსახველებელი და სიცხის დამწევი მოქმედება ახასიათებს, ამიტომაც კრაზანას ნაყენი კარგია გაციებისა და ვირუსული ინფექციების დროს. მცენარის შემადგენლობაში შემავალი მწარე ნივთიერებები ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ეფექტურია ბუასილის სამკურნალოდ და პარაზიტების გამოსადევნად.

კრაზანა შეიცავს კოფეინისა და ქლოროგენის მჟავებს, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობათა შეხორცების ხელშემწყობი თვისებები აქვს. მცენარე მდიდარია ფლავონოიდებითაც, რომლებიც სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) ეფექტით გამოირჩევა და, ამის კვალობაზე, სასარგებლოა გულისათვის.

კრაზანას შემადგენლობაში შემავალი ჰიპერფორინი ანტიდეპრესიული და ანტინევრალგიური ნივთიერებაა, ხოლო ჰიპერიცინი უნიკალური ანტისეპტიკური საშუალება საშარდე გზებისათვის. რაც შეეხება შემომგარსველ და ჭრილობათა მოშუშება-შეხორცების ხელშემწყობ ეფექტს, ის მცენარეში უხვად არსებულ ეთერზეთებს უკავშირდება.

კრაზანა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საუკეთესო დამაწყნარებელი საშუალებაა. ის ეფექტურია შაკიკის, სხვადასხვა წარმოშობის თავის ტკივილის, ნევროზის, ისტერიისა და სახის ნერვის ნევრალგიის დროს. ეს მცენარე საუკეთესო მკურნალია ქალას ტრავმის, მეტყველების დარღვევის, შფოთვისა და მოუსვენრობის დროსაც.

კრაზანას ნაყენითა და მალამოებით მკურნალობენ ღია, ძნელად მოსაშუშებელ და ჩირქოვან ჭრილობებს, ეგზემას, მწერის ნაკბენებსა და ფურუნკულებს. ის ამშვიდებს კანს, აქრობს წვისა და ქავილის შეგრძნებას, აშუშებს დამწვრობას. იხილეთ აგრეთვე