სეზონზე აუცილებლად მიირთვით შავი მოცხარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეზონზე აუცილებლად მიირთვით შავი მოცხარი

შეიცავს – ქარვის, ღვინის, ვაშლის, სალიცილის, ნიკოტინის, ასკორბინის, ლიმონ და ფოსფორმჟავებს, შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა), P – ვიტამინის მოქმედების ფლავონოიდებს, თიამინს, რიბოფლავინს, ტოკოფეროლს, მიკროელემენტებს (რკინა, ალუმინი, სპილენძი, მანგანუმი), მფრინავ ფიტონციდებს, პექტინებს. ფოთლები მდიდარია C ვიტამინითა და ფიტონციდებით, კვირტები კი - ეთერზეთებით, ექსტრაქტული და სათრიმლავი ნივთიერებებით. C ვიტამინის შემცველობით მოცხარს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია მცენარეებს შორის. მწიფე ნაყოფში დიდი რაოდენობითაა აგრეთვე C 2- ვიტამინი, რომელსაც სხვაგვარად J ვიტამინს და ანტიპნევმონიურ ფაქტორსაც უწოდებენ; ეს უკანასკნელი ფილტვების ანთებისაგან დამცავი ნივთიერებაა.

მოცხარის ნაყოფისგან (როგორც ახალი, ასევე გამომშრალი) დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ გაციების საწინააღმდეგო და მადის მომგვრელ საშუალებად. კუჭ-ნაწლავის დაავადებათა გამწვავების დროს რეკომენდებულია დიეტურ საკვებ რაციონში მოცხარის წვენის ან ნახარშის ჩართვა. ახლად გაწურულ წვენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიით, ასევე ანტაციდური გასტრიტით დაავადებულებს უნიშნავენ. ეფექტურია აგრეთვე მცენარის თხევადი ექსტრაქტი (გამონაწვლილი) და ფოთლების ნაყენი. ნაყოფის თაფლნარევი წვენი რეკომენდებულია ხველისა და ხმის ჩახლეჩის დროს. მოცხარის კენკროვანი ნაყოფი ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის საუკეთესო სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ მოცხარის ფოთლების ნაყენს შარდმდენი, პოდაგრისა და რევმატიზმის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

მოცხარისაგან ამზადებენ მურაბას, წვენს, ღვინოს. ვიტამინებსა და ღირებულ ნივთიერებებს მოცხარს დიდი ხნით შეუნარჩუნებთ, თუ მას შაქარში შეინახავთ. ამისათვის ხორცსაკეპში გატარებულ ნაყოფს ორჯერ მეტი წონის შაქარი უნდა დაამატოთ.

მოცხარი გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. შეგიძლიათ მოამზადოთ სახის ნიღაბი მოცხარის წვენისაგან: აიღეთ 1 სადილის კოვზი შავი მოცხარი, კარგად გასრისეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და ამდენივე თაფლი, კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით სუფთა სახეზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემდეგ მკვებავი წაისვით. აღნიშნული ნიღაბი კანს ხავერდოვნებას, სირბილესა და სინაზეს ანიჭებს.

თინათინ გოცაძე

შავი მოცხარი - როგორ მოვამზადოთ ვიტამინების კომპლექსი