მარწყვი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
მარწყვი
მარწყვი
მარწყვი, გარდა იმისა, რომ ლამაზი და გემრიელია, ძალიან სასარგებლოც არის. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, დიდი რაოდენობით C, E და B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე დაკრეფილი ტყის კენკრა. საქართველოში ოდითგანვე აგროვებდნენ მარწყვის ფოთლებს და ყუნწებს, აშრობდნენ და ზამთარში სიცხიან ავადმყოფებს მათ ნაყენს ასმევდნენ.

მარწყვის კვებითი ღირებულება ასეთია: 100 გრამი შეიცავს 30 კალორიას, 0,7გ ცილას, 0,4გ ცხიმს და 6,3 გ ნახშირწყალს. რაც შეეხება ქიმიურ შემადგენლობას, ტყის მარწყვის ნაყოფი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ქინის მჟავებს,
შაქარს, ეთერზეთებს, რკინას, ც ვიტამინს, ფოთლებსა და ფესურებში არის მთრიმლავი ნივთიერებები. სამკურნალოდ უმთავრესად იყენებენ ტყის მარწყვის ნაყოფს, მაგრამ სასარგებლოა ფოთლებიც და ფესურებიც. უმი ნაყოფი კარგი დიეტური პროდუქტია, უხდება სისხლნაკლებობას, ავიტამინოზს, კარგია მძიმე დაავადების შემდგომ პერიოდში. გამხმარი ნაყოფის ცხელ ნაყენს დიდი ხანია იყენებენ ხალხურ მედიცინაში როგორც
შარდმდენ და ოფლმდენ საშუალებას, აგრეთვე - ციებ-ცხელების, თირკმელებისა და ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს. ტყის მარწყვის ფოთლებისა და ფესურების ჩაი კარგი შარდმდენი, მთრიმლავი და ვიტამინური საშუალებაა. მარწყვი შესანიშნავად ავსებს ორგანიზმის ვიტამინებისა და მინერალების მარაგს. ეს გემრიელი და არომატული კენკრა შეიცავს ვიტამინებს (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით - C ვიტამინს), მიკროელემენტებს, რკინას, მაგნიუმს, კალიუმს, თუთიას, ფოსფორსა და ფოლიუმის მჟავას. მარწყვს ძველთაგანვე მრავალ სამკურნალო თვისებას მიაწერენ. მაგალითად, მას უნარი შესწევს, გააუმჯობესოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა, გამოიტანოს ორგანიზმიდან ჭარბი სითხე, უხდება მადას, წმენდს შინაგან ორგანოებს, აფერხებს დაბერებას, ეხმარება ორგანიზმს ნაწლავურ ინფექციებთან, გრიპის ვირუსთან ბრძოლაში, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ მარწყვის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ ფოთლებსაც. მათი მეშვეობით მკურნალობენ ანემიას, ჰიპერტენზიას, ათეროსკლეროზს. მარწყვის ნიღაბი კანს ელასტიკურობას უნარჩუნებს.


mkurnali.geმავნე თვისებები


მარწყვი ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. პირველ რიგში, სიფრთხილე მოეთხოვებათ მგრძნობიარე და ალერგიულ ადამიანებს. მარწყვის თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. ამ კენკრას უნდა ერიდონ ის ადამიანებიც, რომლებსაც კუჭის წყლული და გასტრიტი, ანდა სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. მათ მარწყვით მკურნალობამდე ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია. დიეტოლოგებმა გამოთვალეს: მარწყვის სასარგებლო თვისებებით მაქსიმალურად რომ ვისარგებლოთ, მისი მწიფობისას 10 კილოგრამის შეჭმა უნდა მოვასწროთ. 100 გრამი კენკრა ანეიტრალებს უარყოფით ემოციებს. საზოგადოდ, მარწყვი იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. მარწყვის კიდევ ერთი ღირსებაა ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლიათ. ვიტამინები მარწყვის ფოთლებში უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში. მინერალები - რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი - ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადმომამაგრებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს. ფოთლების დაკრეფა მცენარის ყვავილობის პერიოდში ჯობს. ამ დროს მათში სასარგებლო ნივთიერებები ყველაზე მეტია. ფოთლებს სიბნელეში აშრობენ. ტყის მარწყვს ჭიების გამოძევების უნარიც შესწევს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვების ამპლიტუდას, აფართოებს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას. სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროსაც. მარწყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, ამიტომაც მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ: ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი ფერის. სასურველია, გარეცხოთ უშუალოდ მოხმარების წინ, თანაც - სწრაფად გამდინარე წყალში, რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს. მარწყვისგან ათასნაირი დესერტის მომზადება შეიძლება: ნაყინის, ნამცხვრის, ხილის სალათის, მურაბის, ჯემის, ჟელესი, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კოქტეილების. გაყინვას მარწყვი ცუდად იტანს - გალღობისას მისი სტრუქტურა იცვლება.

მარწყვი ხშირად გვხვდება ხალხური მედიცინის რეცეპტებში. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

  • თუ ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, ქოლეცისტიტი და კოლიტი გაწუხებთ, ქორფა მარწყვის ნაყენი თქვენთვის უებარი წამალია. 50 გ კენკრას დაასხით 200 მლ წყალი, 2 საათი გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ დღეში 3-4-ჯერ.
  • თავის ტკივილის დროს მიირთვით რამდენიმე ცალი კენკრა - ტკივილი გაგივლით.
  • გამხმარ მარწყვს ადუღებული წყალი დაასხით, გააცივეთ და დალიეთ. ფოთლების ნაყენი ანგინის დროს ყელში გამოივლეთ.
  • უზმოზე 4-6 სუფრის კოვზი მარწყვის წვენის მიღება კარგია ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს.
  • მარწყვის ფოთლების ჩაი კარგი სისხლის გამწმენდი, სისხლის წარმოქმნის ხელშემწყობი და ნერვების დამაწყნარებელი საშუალებაა. მას სამკურნალო ეფექტი აქვს ჰემოროის (ბუასილის), ელენთის, ღვიძლის, ქალური დაავადებების დროს. 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით მეოთხედი ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ და დალიეთ.
  • მარწყვის ახალგამოწურული წვენი შესანიშნავია ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. წაისვით სახეზე და 5 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში. ალერგიულები გაფრთხილდით!
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ბაქტერიების შემცველი პრობიოტიკური პროდუქტები ზედმიწევნით პოპულარულია, მაგრამ
20-09-2018
ხახვის წვენი უნივერსალური საშუალებაა, მეტად სასარგებლო და აუცილებელი ჩვენი ორგანიზმისთვის.
14-09-2018
ცხელ ამინდში, ორგანიზმის გასაგრილებლად, ნივთიერებათა ცვლის დაახლოებით 20%-ით დასაჩქარებლად,
26-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბაბუაწვერა (იგივე ბურბუშელა) ღვიძლისთვის მეტად სასარგებლო და საზოგადოდ მეტად უსაფრთხო მცენარეა.
მოგეხსენებათ, ძველი ბერძნებისა და რომაელებისათვის დაფნის ფოთოლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
იტალიელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პიტნის ნაყენი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს კოგნიტიურ
დიეტოლოგებმა ყველაზე სასარგებლო პროდუქტებისა და საკვები მცენარეების სია შეადგინეს. მათ ცალკე გამოყვეს
როგორც აღმოჩნდა კურკუმა, აზიური სამზარეულოს პოპულარული სანელებელი, სულ რაღაც 6 თვეში 7%-ით ზრდის ძვლის
ყვითელი ნარცისისგან მეცნიერებმა კიბოსსაწინააღმდეგო ნაერთი ჰემანთამინი (haemanthamine)გამოყვეს.
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება