ნივრის ანტიბაქტერიული ეფექტი მეცნიერულ დონეზე დადასტურდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნივრის ანტიბაქტერიული ეფექტი მეცნიერულ დონეზე დადასტურდა

დაასკვნეს, რომ ნიორი რეალურად ამარცხებს ჰოსპიტალური ინფექციების გამომწვევ მდგრად ბაქტერიებს. ყურადღების ცენტრში მოექცა ნაერთი აჯოენი, რომელიც შლის რეზისტენტული ბაქტერიების სტრუქტურას და ანტიბიოტიკებს ხელახლა სძენს ძალას. ნაერთი საშიშია ბაქტერიებისთვის, იმდენად, რამდენადაც ის არღვევს ადამიანის ქსოვილებზე ბაქტერიების მიმაგრებისთვის აუცილებელი გენის მუშაობას. გარდა ამისა, ამ გენის გარეშე ბაქტერიები ვეღარ მრავლდებიან.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის თანამშრომლების მტკიცებით, აჯოენის გამოყენება შესაძლებელია კისტოზური ფიბროზის და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, ქრონიკული ჭრილობების სამკურნალოდ. ნაერთი ასევე ეფექტურია მეთიცილინის მიმართ მდგრადი ოქროსფერი სტაფილოკოკის წინააღმდეგ.

ნაერთი თრგუნავს განსაკუთრებული გენის აქტივობას, რაც იწვევს ბაქტერიული ბიოაპკის დარღვევას. ამ წებოვანი წარმონაქმნის საშუალებით, ბაქტერიების კოლონიები უმაგრდება ადამიანის ქსოვილებს და იცავს ბაქტერიებს წამლების მოქმედებისგან. თავად აჯოენი ბაქტერიებს არ ანადგურებს, ის ამუხრუჭებს გამრავლების პროცესს. შედეგად, ანტიბიოტიკები და იმუნური სისტემა აქტიურად ებრძვის პათოგენებს. ნაერთის ტესტირება განახორციელეს ორი ტიპის ბაქტერიაზე - Staphylococcus aureus და Pseudomonas aeruginosa. აღმოჩნდა, რომ ნაერთი ორივე ბაქტერიას ებრძვის ერთდროულად, რაც მას ანტიბიოტიკების იდეალურ დანამატად აქცევს.

ლალი ჩხიკვაძე

ასევე დაგაინტერესებთ

თაფლი და ნიორი ვენების გაგანიერების სამკურნალოდ

ნიორი თმის საუკეთესო მკვებავია