კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის დეფიციტის შესავსებად
კარგად გარეცხეთ სოფლის კვერცხი, 2-3 წუთი ჩააგდეთ მდუღარე წყალში, გააშრეთ, ნაჭუჭს შიდა მხრიდან მოაშორეთ აპკი, როდინში დაფქვით პუდრივით. აიღეთ ჩაის კოვზის წვერით, დააწვეთეთ ლიმონის წვენი და მიირთვით.
შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის ნაჭუჭისგან მომზადებული ხსნარი. კარგად გარეცხილი უმი კვერცხის ნაჭუჭი მოათავსეთ ქილაში და დაასხით ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი ისე, რომ დაიფაროს და გააჩერეთ 8-12 საათი. კალციუმი ნაწილობრივ გადადის ხსნარში, რომელიც მზა კერძს შეგიძლიათ მოასხათ გემოვნების მიხედვით.