როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავამზადოთ და გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი

იყენებენ. ძმრის წყალხსნარით ტანს უზელენ ავადმყოფებს ცხელების დროს ტემპერატურის დასაქვეითებლად. მწერების ნაკბენი ადგილების დამუშავება ამ საოცარი სითხით ან შესაბამის უბნებზე ძმრიანი კომპრესების გამოყენებაც არაახალია. თუმცა ვაშლის ძმრის მნიშვნელობა და მარგებლობა ორგანიზმისათვის ამით როდი იწურება. ამ საოცარ სითხეს საპატიო ადგილი უპყრია, როგორც საოჯახო აფთიაქში, ასევე ხალხურ (ალტერნატიულ) მედიცინაში. ჩვენი წინაპრები მას თითქმის პანაცეად მიიჩნევდნენ.

ვაშლის ძმარი სახლის პირობებშიც შეგიძლიათ დაამზადოთ. ამისათვის ვაშლი კანიანად მსხვილ ლებნებად უნდა დაჭრათ, გარკვეული ხნით გააჩეროთ იმისათვის, რომ გამუქდეს (გაშავდეს ჰაერზე). ამის შემდეგ მიღებული მასისგან წვენი უნდა გამოწუროთ, ჩაასხათ კერამიკულ ან მინის ჭურჭელში და თავზე რეზინის ბალონი ჩამოაცვათ (რომელსაც ფერმენტაციის შესაბამისად წელვადობა შეეძლება). წვენით სავსე ჭურჭელი თბილ ადგილას (250-260 C ტემპერატურის პირობებში) უნდა მოათავსოთ. ფერმენტაციის პერიოდი შესაძლოა 1-დან 6 კვირამდე გაგრძელდეს. ამის შემდეგ ეს ალკოჰოლური სითხე მომინანქრებულ ჯამში უნდა გადაასხათ, ნაჭერი დააფაროთ და მეორადი ფერმენტაციისათვის გააჩეროთ. ამ პერიოდში სასურველია ძმრის "დედა" (ბაქტერიებისგან შემდგარი ერთგვარი აპკი) დაამატოთ. სითხე ე. წ "დედის" გარეშეც დაძმარდება, უბრალოდ პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვე გაგრძელდეს.

სამკურნალო თვისებები

ძმრის წყალხსნარი (აუცილებლად თბილ წყალში) წარმატებით გამოიყენება ანგინის, ტონზილიტისა და ხველის დროს ყელის გამოსავლებად. ვაშლის ძმარი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, თანაც ადვილად შესათვისებელ ფორმაში, მდიდარია აგრეთვე B12 ვიტამინით, ამიტომაც შეუცვლელია ანემიების (სისხლნაკლებობის) დროს. სასარგებლოა ართრიტების, ასთმისა და შარდ-კენჭოვანი დაავადების დროსაც. პექტინების შემცველობის წყალობით ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას (პექტინები ხელს უშლიან ცხიმების შეწოვას, ხოლო ანტიოქსიდანტ-ბეტაკაროტინთან ერთად ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს). მზით დამწვარი უბნები სასურველია ძმრის წყალხსნარით დაიზილოთ. ვაშლის ძმარში შემავალი ბორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კალციუმის მეტაბოლიზმში, ამიტომაც ეს სითხე რეკომენდებულია ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის და დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა ჯანმრთელობისათვის.

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვაშლის ძმრის Ph ძალიან ახლოსაა ადამიანის კანის Ph-თან, ამიტომაც ის თამამად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ძმრის ხსნარით სახის გაწმენდა კარგ ეფექტს იძლევა როგორც მშრალი, ასევე ცხიმიანი და პრობლემური კანისათვის (კანი რბილი და ნაზი ხდება). ვაშლის ძმრის სუსტი ხსნარის გამოვლება ამაგრებს ღრძილებს და ხელს უწყობს კბილებზე არსებული ნადების გახსნას.

რა პროპორციით გამოვიყენოთ

ანგინის დროს: 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ჩაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალში. ყელში გამოივლეთ ყოველ საათში ერთხელ.

აკნეს დროს: ყოველ დილა-საღამოს პირის დაბანის შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ ვაშლის ძმარში და სახე გაიწმინდეთ. გამონაყარი მალე გაივლის.

კვებითი ინტოქსიკაციის დროს: 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გააზავეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. მიიღეთ ყლუპებად ყოველ 5 წუთში. ნაზავის ერთიანად მიღება არ შეიძლება.

დამწვრობის დროს, მათ შორის მზით დამწვრობისას: კანის ზედაპირის დამუშავებისას განუზავებელი ვაშლის ძმარი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და თავიდან აგაცილებთ ბებერების გაჩენას.

რადიკულიტი თუ გაწუხებთ: ვაშლის ძმრით კარგად დაიზილეთ მტკივნეული ადგილი და თბილად შეიხვიეთ.

ქრონიკული უძილობის დროს: 2 ჩაის კოვზ თაფლს დაასხით 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

ართრიტის დროს: რეკომენდებულია 10 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრის ნარევი 1 ჭიქა წყალზე ყოველი ჭამის დროს.

ზედმეტი წონის მოსაცილებლად: 2 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი. დალიეთ საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ. იგი შლის ცხიმებს და აქვეითებს მადას. ნარევი დაამზადეთ ყოველდღიურად. სრული კურსი 60 დღეა.