შავი ბოლოკის სამკურნალო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შავი ბოლოკის სამკურნალო თვისებები

წიდა, სითხე და ტოქსინები სახსრებში, ქსოვილებში, სისხლძარღვებში, ვენებში, უჯრედებსა და კაპილარებში გროვდება და ანელებს ცხოველმყოფელობის პროცესს. ფილტვები, თირკმელები, ღვიძლი, ნაწლავები და სხვა ორგანოები, რომლებიც ორგანიზმის გაწმენდაში მონაწილეობენ, იძულებულნი არიან, დიდი დატვირთვით იმუშაონ, თუ ტოქსინები ორგანიზმიდან დროულად არ გამოიდევნა, ზიანდება არა მარტო ცალკეული ორგანოები, არამედ მთელი სისტემები - ჭუჭყიანდება სისხლი, ირღვევა მჟავატუტოვანი წონასწორობა.

არასასურველი ნივთიერებები ორგანიზმიდან შეიძლება გამოვაძევოთ ისეთი ნახარშებისა და ნაყენების საშუალებით, რომელთაც აქვთ შარდმდენი, საფაღარათო, აირების დაგროვების საწინააღმდეგო და ოფლმდენი მოქმედება. ეფექტიანია ვეგეტარიანული კვება და სამკურნალო შიმშილობაც, ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება კი შავი ბოლოკია.

შავ ბოლოკს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს:

  • ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას;
  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას;
  • ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას;
  • მდიდარია კალციუმისა და მაგნიუმის მარილებით;
  • მონაწილეობს სისხლის შედედებაში;
  • შეიცავს ფიტონციდებს - ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციისგან იცავს - და დიდი ოდენობით C ვიტამინს.

შავი ბოლოკის წვენი ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, პანკრეასისა და ლიმფის სამკურნალო საუკეთესო საშუალებაა. ყივანახველის, ზედა სასუნთქი გზების კატარისა და ბრონქიტის დროს მას ამოსახველებელ საშუალებად იყენებენ: შავი ბოლოკის წვენში ურევენ თაფლსა და შაქარს (თანაფარდობით 1:1) და იღებენ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.

რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, მიოზიტის (კუნთის ანთების), ნევრიტისა და რადიკულიტის დროს შავი ბოლოკის წვენს მტკივან ადგილებში იზელენ.

ბოლოკის წვენი და გახეხილი ბოლოკი აჩქარებს ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას.

შავი ბოლოკი უკუნაჩვენებია გულის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების დროს.

ორგანიზმის გასაწმენდად:

  • აიღეთ 10 კგ შავი ბოლოკი და წვენი გამოწურეთ. მიიღებთ სამ ლიტრამდე წვენს. ჩაასხით მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და მაცივარში შედგით. მიიღეთ 30 გრამი დღეში სამჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. პარალელურად საჭიროა დიეტის დაცვაც: რაციონიდან ამოიღეთ ცომეული, ხორცი, ცხიმოვანი კერძები, სახამებელშემცველი პროდუქტები, კვერცხი.

ამ მეთოდის წყალობით ორგანიზმის გაწმენდასთან ერთად ჭარბ წონასაც დააღწევთ თავს.