დინდგელი იმუნიტეტის ასამაღლებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დინდგელი იმუნიტეტის ასამაღლებლად

შეგახსენებთ, რომ სპეციფიკურ იმუნიტეტს განაპირობებს ორგანიზმის ლიმფოიდური სისტემა, ხოლო ორგანიზმის დამცავ არასპეციფიკურ  ფაქტორებს ქმნის კანი, კუჭის წვენის მჟავე ბარიერი, სისხლის დამცველობითი ფუნქციის სხვადასხვა მექანიზმი. დინდგელი ყველა ამ ფაქტორზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ამიტომ უნიკალური საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად. დინდგელი წმენდს უჯრედებს, ხელს უწყობს მათი მემბრანების სტაბილიზაციას, აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს (ანუ უზრუნველყოფს მათ რეგენერაციას), ასტიმულირებს ფაგოციტების (მშთანთქავი უჯრედების) ფუნქციას, ზრდის გამა გლობულინების რაოდენობას. მისი გავლენით აქტიურდება ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების) ფუნქცია, უმჯობესდება ალბუმინებისა და გლობულინების თანაფარდობა. დინდგელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, თანაც უნიკალური, რადგან დღემდე არ არის ნაპოვნი ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებაში გამრავლება-განვითარებას შეძლებდა. დინდგელი ოქროსფერ სტაფილოკოკსაც კი ანადგურებს - ბაქტერიას, რომელიც გამძლეა უახლესი ანტიბიოტიკების მიმართ. პროპოლისი დამღუპველად მოქმედებს ვირუსებსა და სოკოებზეც. ეპიდემიის დროს თავის დასაცავად საკმარისია, დინდგელის საშუალო ზომის ბურთულა კვირაში ორჯერ დაღეჭოთ. თუ გრძნობთ, რომ ყელი გტკივათ და ავად ხდებით, ძილის წინ აუცილებლად დაღეჭეთ პროპოლისი (ასანთის ღერის თავისოდენა 2-3 ბურთულა). მეორე დილით თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ და ყველა სიმპტომი გაგივლით. დინდგელი ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს, ზრდის მრავალი დაავადებისადმი მისი წინააღმდეგობის უნარს, ბოჭავს ბაქტერიულ შხამებს (ტოქსინებს) და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს დინდგელის გამოყენება საშუალებას იძლევა, ორჯერ შემცირდეს მედიკამენტების დოზა სათანადო ეფექტის შენარჩუნებით. არსებობს დინდგელის გამოყენების შემდეგი ფორმები:

  • სპირტიანი ნაყენი;
  • წყლიანი ნაყენი;
  • პროპოლისის წყალხსნარი;
  • პროპოლისის მალამო;
  • პროპოლისის სანთლები.

გთავაზობთ თითოეული ფორმის მომზადების წესს (რეცეპტს):

დინდგელის სპირტიანი ნაყენი

კარგი იქნება, თუ ნაყენის მოსამზადებლად 90%-იანი სპირტის ნაცვლად 70%-იანს გამოიყენებთ, რადგან დინდგელის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების ნაწილი სპირტში იხსნება, ნაწილი კი წყალში. დინდგელის ნაწილი 15 წუთით მოათავსეთ საყინულეში. ის გაიყინება და გამაგრდება. მიღებული გუნდა ჩახეხეთ წვრილ სახეხზე და ჩაუშვით სპირტით სავსე მინის ჭურჭელში, შეანჯღრიეთ და მოათავსეთ სიბნელეში. დღეში ერთხელ მაინც შეანჯღრიეთ (სასურველია დღეში ორჯერ, დილა-საღამოს). ერთი კვირის შემდეგ ნაყენი მზად იქნება. ყოველ 100 მლ სპირტზე უნდა აიღოთ 15-20 გრამი დინდგელი. კონცენტრაცია შეგიძლიათ მიზნის შესაბამისად ცვალოთ.

გამოყენება: სპირტიან ნაყენს იყენებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ღრძილებისა და კბილების დაავადებების, ტონზილიტის დროს სავლების სახით (სავლების მოსამზადებლად 1 ჩ.კ. ექსტრაქტს ხსნიან 1 ჭიქა წყალში). შუა ყურის ანთებისას პროპოლისის ექსტრაქტს ურევენ მცენარეულ ზეთს თანაფარდობით 1:2-ზე, ათბობენ ოთახის ტემპერატურამდე და პიპეტით იწვეთებენ ყურში - 3-5 წვეთს ბავშვებში და 7-10 წვეთს უფროსებში - 3-4-ჯერ დღეში. მოხუცებულთა სიყრუისას ამ ნარევს ყურში იწვეთებენ დღეში ერთხელ 10 დღის განმავლობაში.

სპირტიან ექსტაქტს დასალევად იყენებენ გაციების, გრიპის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ფილტვების ანთებისა და ტუბერკულოზის, ჰიპერტონიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთების, მწვავე და ქრონიკული კოლიტების დროს. აგრეთვე - იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ერჯერადი მიღების დოზაა 20-40 წვეთი, რომელიც იხსნება 100 გრამ წყალში ან რძეში. მკურნალობის კურსია 5-დან 30 დღემდე, დაავადების შესაბამისად (მაგალითად წყლულოვანი დაავადებისას მკურნალობის კურსია 3-4 კვირა და 10-15-დღიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ).

დინდგელის სპირტიანი ნაყენი

საჭირო რაოდენობის დინდგელი 15 წუთით მოათავსეთ საყინულეში. როცა გაიყინება და გამაგრდება, გახეხეთ წვრილ სახეხზე. ჩაყარეთ ჭურჭელში, დაასხით წყალი, დაახურეთ თავსახური და 10 წუთით გააჩერეთ წყლის აბაზანაში (ანუ მეორე ჭურჭელში, რომელშიც წყალი დუღს). ნარევი რამდენიმე ფენა დოლბანდში გადაწურეთ (გაფილტრეთ) და მუქი ფერის მინის ჭურჭელში გადაასხით. შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს ერთი თვისა.

დინდგელის წყალხსნარი

თერმოსში ჩაასხით 100 მლ ანადუღარი, 50 გრადუსამდე გაგრილებული წყალი, დაამატეთ 10 გ დაქუცმაცებული პროპოლისი და 24 საათი გააჩერეთ. მიიღებთ მოყვითალო-მოყავისფრო გამჭვირვალე სურნელოვან სითხეს, რომლის შენახვაც რეკომენდებულია სიგრილეში არა უმეტეს 7 დღისა.

პროპოლისის წყალხსნარს სპირტხსნართან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ გამოიყენება იმ შემთხვევებშიც, როცა სპირტხსნარის მიღება რეკომენდებული არ არის: ორსულებში, სპორტსმენებში, მძღოლებში. სჯობს ახალი მომზადებული ხსნარი გამოიყენოთ ხოლმე.

სამედიცინო ეფექტი: პროპოლისის წყალხსნარი აძლიერებს სპეციფიკურ და არასპეციფიკურ იმუნიტეტს, იცავს ორგანიზმს დისბაქტერიოზისგან, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობისას ვითარდება ხოლმე, ასტიმულირებს ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემებს. აქვს ძლიერი ანტიმიკრობული და ბაქტერიოციდული მოქმედება, ანადგურებს ტუბერკულოზის, დიფტერიისა და დიზენერიის ჩხირებს, სტაფილოკოკებს.

გარდა ამისა წყალხსნარს აქვს ანტივირუსული მოქმედება და მოქმედებს ინტერფერონის მსგავსად გრიპის, ჰეპატიტის ჰერპესის ვირუსების წინააღმდეგ. პროპოლისის წყალხსნარს აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და ეფექტიანია ასპერგიზოლის, კანდიდამიკოზის, ლიქენის დროს.

ეს ხსნარო აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას და აქვს ანტისკლეროზული მოქმედება. ასევე ჭრილობის შემახორცებელი და ეპითელიზაციის დამაჩქარებელი ეფექტი, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასაწმენდად, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აღადგენს ღვიძლის უჯრედებს ჰეპატიტის შემდეგ. ასევე ნაჩვენებია მისი მიღება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ჰიპერტენზიის, კარდიოდისტროფიის, სტენოკარდიის, იშემიის დროს.

საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა პროპოლისის გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და დიაბეტის დროა.

თუ 1 სუფრის კოვზ წყალხსნარს გახსნით 1 ლიტრ წყალში და მიიღებთ დღის განმავლობაში, შესანიშნავად მოხსნით ალკოჰოლურ ინტოქსიკაციას.

გამოყენება: დინდგელის წყალხსნარი და წყლიანი ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 3-5-ჯერ, 1, 2 ან 3 სადილის კოვზი ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და არსებული დაავადების ფორმის შესაბამისად, ერთიდან სამ თვემდეა. პროპოლისის წყალხსნარის მიღება მუდმივად შეგიძლიათ, რადგან ასეთი დოზით ის ტოქსიკურ ეფექტს არ ავლენს

დინდგელის მალამო

გაყინული და გახეხილი პროპოლისი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. შემოდგით წყლის აბაზანაზე. გააჩერეთ, სანამ დინდგელი წებოვანი არ გახდება, დაამატეთ იმდენი კარაქი, რომ მიიღოთ სასურველი კონსისტენცია (თქვენი მოთხოვნილებისამებრ, ჩვეულებრივ კი 100 გრამ კარაქზე 15-20 გრამ დინდგელს იღებენ და 5 მლ წყალს ამატებენ). გააჩერეთ 5 წუთი, განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით. ჯერ კიდევ ცხელი გადაწურეთ ორფა დოლბანდში, ჩაასხით მინის ჭურჭელში და მაცივარში შედგით. კარაქის ნაცვლად მალამოს მოსამზადებლად შეიძლება ვაზელინის გამოყენებაც. შეგიძლიათ, პროპოლისის მასა პროდუქტის სასურველი კონცენტრაციის მიხედვით ცვალოთ - აიღოთ 5, 10, 15, 20, 30 ან 40 გრამი პროპოლისი და, შესაბამისად, დაამატოთ 95, 90, 85, 80, 70, 60 გრამი ვაზელინი.

გამოყენება: ეკზემა, ნეიროდერმიტი, დერმატოზები, შეუხორცებელი ჭრილობები და ტროფიკული წყლულები. სოკოვანი დაავადებები.

დინდგელის სანთლები

აიღეთ კაკაოს ცხიმი ან კარაქი და პროპოლისის 10%-იანი სპირტიანი ნაყენი. ცხიმი და ნაყენი ერთმანეთში აურიეთ თანაფარდობით 4:1-ზე. მიღებული მასა გაადნეთ წყლის აბაზანაში არა უმეტეს 40 გრადუს ტემპერატურაზე. გააცივეთ და შეაწებეთ 3 სანტიმეტრი სიგრძისა და ერთი სანტიმეტრი დიამეტრის ცილინდრების სახით. მიღებული სანთლები სათითაოდ გაახვიეთ პოლიეთილენში და მაცივარში შეინახეთ.

აქვს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი, სოკოს საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი ეფექტი.

გამოყენება:

ჰემოროი (ბუასილი)

მამაკაცთა სასქესო სისტემის დაავადებები

სწორი ნაწლავის დაავადებები - ეროზია, ანალური ნახეთქი, ანთებითი პროცესები სწორ ნაწლავში (პროქტიტი, პარაპროქტიტი)

საშვილოსნოსა და საშოს ანთებითი პათოლოგიები.