როდის გვმართებს ნიორთან სიფრთხილე
სწრაფად გვათავისუფლებს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნიორს მართლაც აქვს აღნიშნული თვისებები, თუმცა ეს ცხოველების მაგალითზეა დამტკიცებული.
ნიორში არსებული ფიტონციდები და ეთერზეთები წარმოებულ ეფექტზე არიან პასუხისმგებლები. ასევე ცნობილია, რომ ნიორს გააჩნია იმუნომასტიმულირებელი თვისება. გარდა ამისა, ის დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. მასში ბევრია თუთია, მაგნიუმი, სპილენძი, სელენი და იოდი, რომლებიც არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ნიორი ამცირებს სისხლის შედედების უნარს, ზედმეტად ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ასევე დამტკიცებულია, რომ ნიორი ტოქსიურად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე.
ლალი ჩხიკვაძე