წითელი მგლურას სამკურნალო ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წითელი მგლურას სამკურნალო ხალხური საშუალებები

 სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაავადებას საფუძვლად უდევს გარკვეული ტიპის ალერგიული რეაქციები, რომელთა დროსაც ორგანიზმი საკუთარი ქსოვილების მიმართ ანტისხეულებს (აუტოანტისხეულებს) გამოიმუშავებს.

წითელი მგლურას დროს კანის ცვლილებებს კორტიკოსტეროიდებისა და მზისაგან დამცავი ნივთიერებების შემცველი კრემებითა და მალამოებით მკურნალობენ. დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნური სისტემის აქტივობის დათრგუნვასაც. ამ კუთხით მეტად ფასეულია ღეროვანი უჯრედებით თერაპია. მას მაშინ მიმართავენ, როდესაც სტანდარტული მეთოდებით მკურნალობა უშედეგოა.

გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებსა და ციტოსტატიკურ იმუნოდეპრესანტებთან (იმუნური სისტემის აქტივობის დამაქვეითებელ მედიკამენტებთან) ერთად წითელი მგლურას თერაპიაში წარმატებით გამოიყენება ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაცია (პლაზმაფერეზი, ჰემოსორბცია, კრიოპლაზმოსორბცია).

პლაზმაფერეზი პლაზმაში არსებული მავნე, დაავადების გამომწვევი ტოქსიკური და მეტაბოლური კომპონენტებისგან ორგანიზმის გაწმენდის მეთოდია. პლაზმაფერეზი ხორციელდება სპეციალურ სეპარატორებში, რომლებშიც სისხლი უჯრედულ მასად და პლაზმად იყოფა. ამ უკანასკნელის მოცილების შემდეგ უჯრედული მასა (სისხლის ფორმიანი ელემენტები) პლაზმის შემცვლელ ხსნართან ერთად უბრუნდება ადამიანის ორგანიზმს (სისხლის მიმოქცევის სისტემას).

 პროცედურა დაახლოებით 1,5-2 საათს გრძელდება. სამწუხაროდ, პლაზმაფერეზს ნაკლიც აქვს - მავნე ანტიგენებთან, იმუნურ კომპლექსებსა და ტოქსინებთან ერთად ორგანიზმიდან იდევნება სასარგებლო კომპონენტებიც, კერძოდ ის ცილები და ნაერთები, რომლებიც ხელს უშლის დაავადების გამწვავებას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ა.შ., ამიტომ პროცედურის შემდეგ ტარდება ჩანაცვლებითი თერაპია ცილებითა და ორგანიზმისთვის აუცილებელი სხვა კომპონენტებით.

გართულებების ასაცილებლად წითელი მგლურას მკურნალობა

დროულად უნდა დაიწყოთ! გირჩევთ, მიაკითხოთ მკურნალ ექიმს და

ზედმიწევნით შეასრულოთ მისი რეკომენდაციები. აქვე გთავაზობთ ხალხური მედიცინის რამდენიმე რეცეპტს:

  • 10 გ ფუტკრის რძე და 10-20 გ თაფლი წყლის აბაზანაში მოათავსეთ და ერთმანეთში კარგად აურიეთ. შეიზილეთ ან გაიკეთეთ საფენები სახის ერითემულ (შეწითლებულ და სახეშეცვლილ) უბნებზე. გამოყენების წინ განაზავეთ თბილ ანადუღარ წყალში პროპორციით 1:1.
  • სასარგებლოა კონიოს ბალახის ან ტუიის ახალმოკრეფილი ფოთლების სპირტიანი ან არყიანი 10%-იანი ნაყენის საფენები.
  • წითელი მგლურას ძნელად განკურნებადი ფორმების დროს რეკომენდებულია პროპოლისის 20%-იანი ზეთის სმა და შეზელა.
  • ქრისტესისხლას ხმელ, დაფხვნილ ბალახს ასხამენ გადადუღებულ ნაღების კარაქს ან მუცლის ქონს პროპორციით 1:1, ურევენ გაცივებამდე და ამ მალამოთი იზელენ დაზიანებულ უბნებს. შეიძლება ქრისტესისხლას ახალგამოწურული წვენის გამოყენებაც.
  • სასარგებლოა კაკლის ნორჩი (წებოვანი) ფოთლების ნაყენი, როგორც შინაგანად, ისე კომპრესების სახით. გამოგადგებათ დაუმწიფებელი (რძიანი) ნაყოფის წვენიც. 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 1-2 საათს აჩერებენ და ფილტრავენ, ზოგჯერ ამატებენ თაფლს. იღებენ 1-2 სადილის კოვზს დღეში 3-5-ჯერ, ჭამის წინ. იმავე ნაყენს იყენებენ კომპრესებისთვის.