დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

გამოწვეული წელის საშინელი ტკივილის გამო.

6 წელი გრძელდებოდა ეს მდგომარეობა, ვიდრე მისგან თავდასაღწევი წამალი არ მასწავლეს:

  • აიღეთ 50 გრამი ძმარი, 1 კვერცხი ნაჭუჭიანად, თითო-თითო სადილის კოვზი შავი ხორბლის ფქვილი, კარაქი და ნატურალური თაფლი. ყველაფერი მინის ქილაში მოათავსეთ, თავზე მჭიდროდ დააფარეთ და შედგით ბნელ კარადაში. კვერცხის ნაჭუჭი გალღვება და გაიხსნება ძმარში. შემდეგ პოლიეთილენის 10სმX10სმ-ზე ზომის პარკს არცთუ სქელ ფენად წაუსვით ეს წამალი და დაიდეთ ხერხემალზე, მტკივნეულ ადგილას. შემდგომ შემოიხვიეთ ე.წ. ვაფლის პირსახოცი. წოლა საჭირო არ არის, სახვევი ერთ საათამდე მაინც უნდა გაიჩეროთ. მოხსნის ზემდეგ კანზე თუ თეთრ ბუშტუკს შეამჩნევთ, არ შეშინდეთ, ეს მინიმალური დამწვრობაა, რომელიც მალევე შეხორცდება. პროცედურა გაიმეორეთ 2-3-ჯერ, ვიდრე ტკივილი გაგივლით და შვებას იგრძნობთ.

ტანია გაჩეჩილაძე, თერჯოლა

შემოდგომის დეპრესია ვერაფერს დაგაკლებთ

თუ შემოდგომის დეპრესია სეზონზე თავს გახსენებთ, ამ სამკურნალო საშუალების გამოცდას გირჩევთ:

  • აიღეთ 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ და შემდეგ ერთმანეთში აურიეთ. მცენარეთა ნაკრების 4 ჩაის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3-4 საათით და შემდეგ გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ერთ დალევაზე. სასურველია, თუ მას დღეში 3-ჯერ მაინც მიიღებთ. მოცვი, ჭინჭარი და ასკილი მდიდარია ისეთი ნაერთებით, რომლებიც ორგანიზმს ენერგიასა და ამტანობას უბრუნებს, ამიტომ დეპრესია მას ვეღარაფერს აკლებს;
  • დეპრესიის დამარცხება ასეც სცადეთ: 2 ჩაის კოვზ პილპილის მარცვალს დაასხით 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად აურიეთ, შემდეგ დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათით ხარშეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგმის შემდეგ ისევ ნახევარი საათით დააყენეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ. მიღებული ნახარში დალიეთ დღეში 2-ჯერ. კურსი 10-დღიანია.

თამარ ღამბაშიძე, ჩოხატაური