დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • წამლის დასამზადებლად დაგჭირდებათ 1 ცალი გულაბი მსხალი, 500 გრამი ხენდრო. გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ 1 მწიფე ბანანი და 1 სადილის კოვზი ლუდის საფუარი. ეს ყველაფერი კარგად ათქვიფეთ მიქსერით ან ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა გაყავით 3 ნაწილად და მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე.

საზოგადოდ, თუ ასაკთან ერთად ამ პრობლემებმა შეგაწუხათ, კარგი იქნება, წამლის პარალელურად ასეთი წესით დამზადებული სალათებიც მიირთვათ:

  • პირველი სალათის მოსამზადებლად საჭიროა კომბოსტო, ისპანახი, რამდენიმე ცალი პომიდორი და თალგამის პატარა თავი. ყველაფერი დაჭერით და კარგად აურიეთ. შეგიძლიათ ცოტაოდენი მარილი და ზეთი დაუმატოთ. სხვა სანელებლებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
  • მეორე სალათის მოსამზადებლად 4-6 ცალი სტაფილო და 1 მოზრდილი კონა ოხრახუში წვრილად დაჭერით და პირველი სალათის მსგავსად შეაზავეთ.

სასურველია, ამგვარმა კვებამ 1 თვე გასტანოს. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

კარლო სინაურიძე, ქუთაისი

ჟოლო მხოლოდ ვირუსს როდი ებრძვის

ჟოლოს ანტივირუსული თვისებების შესახებ საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ, ამის გარდა, ის საკმაოდ აქტიურად ერთვება ლიპიდურ ცვლაში და ზედმეტი ცხიმებისგან ათავისუფლებს ორგანიზმს.

ასე რომ, წონის დაკლების მსურველებმა ბევრი ჟოლო მიირთვით. ჭარბი წონის მოცილებაში დაგეხმარებათ მისი ფოთლებისგან დამზადებული ჩაიც.

წონის დასაკლებ ჩაის რეცეპტი კი ასეთია:

  • აიღეთ 300-300 გრამი ჟოლოს ფოთლები და ნაყოფი, მაყვლის ფოთლები და ნაყოფი და 100-100 გრამი შავი მოცხარის ფოთლები და ნაყოფი და თავშავას ბალახი. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. მცენარეთა ნაკრების 50 გრამს დაასხით 250 მლ ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათით, შემდეგ კი ჩაისავით დალიეთ თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ამ მცენარეთა ჩაი შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან ნარჩენებს და ნივთიერებათა ცვლასაც აწესრიგებს.

უჩა აბესაძე, თბილისი