დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ვალერიანის ფესვები - უძილობის წამალი

უძილობა ძალზე სერიოზული პრობლემაა, ის ანგრევს ორგანიზმს. ჯანსაღი, სრულფასოვანი ძილი აუცილებელია ადამიანის ნორმალური ცხოვრებისათვის. უძილობას მე ვალერიანის ფესვების ნაყენით ვუმკლავდები.:

* 1 ჩ/ჭ ადუღებულ წყალში მოათავსეთ 1 ს/კ ვალერიანის წვრილად დაჭრილი ფესვები, გააჩერეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე, გააჩერეთ კიდევ 10 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ბავშვებმა - 1 ჩ/კ.

მოვუაროთ თმას ბუნებრივი საშუალებებით

სუსტ თმას, ქერტლსა და თმის ცვენას თანამედროვე შამპუნებზე უკეთ ბუნებრივი საშუალებები უმკურნალებენ:

* 1 წილ 96%-იან სპირტს დაუმატეთ ამდენივე აბუსალათინის ზეთი. შეიზილეთ ეს ნარევი ბამბის ტამპონით თმის ძირებში. 3 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ ბავშვის საპნით. შემდეგ გადაივლეთ ძმრიანი ან ლიმონისწვენიანი წყალი (1-2ს/კ 1ლ წყალზე).

ლიკა მორჩილაძე, თბილისი

პირშუშხასთან ერთად სურდო ვერაფერს დაგაკლებთ

გვიან შემოდგომასა და ზამთარში გახშირებულმა რესპირატორულმა დაავადებებმა რომ ვერ გძლიოთ, გირჩევთ პირშუშხას გამოყენებას.

მოთენთილობა, სურდო, სხეულში მტვრევის შეგრძნება ისე გაქრება, რომ ვირუსი სრულად გამოვლენასაც ვერ მოასწრებს.

ამაში ბადალი არ ჰყავს პირშუშხასა და თაფლისგან დამზადებულ წამალს:

* პირშუშხას ფესვები გაასუფთავეთ, კარგად გარეცხეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გატარებისას არ დაგავიწყდეთ, მანქანას თავზე აუცილებლად მიამაგრეთ პოლიეთილენის პარკი, რომ პირშუშხას საკმაოდ მწარე ფიტონციდების ჰაერში მოხვედრისას არა მარტო თქვენ, მეზობელ ოთახებში მყოფთაც არ შეუშუპდეთ თვალები. შემდეგ ეს გატარებული მასა გადაიღეთ ქილაში, დაამატეთ სულ ცოტა ადუღებული თბილი წყალი, მჭიდროდ დააფარეთ სახურავი და ბნელ ადგილას დადგით 5-6 საათით. მიღებული მასიდან გამოწურეთ წვენი და აურიეთ მასში იმავე ოდენობის ნატურალური თაფლი. ნაყენი უნდა დალიოთ დილა-საღამოს 1 სადილის კოვზი.

შეგიძლიათ თავიდანვე დიდი რაოდენობით დაამზადოთ ნაყენი და მთელი ზამთარი გრიპისა და გაციებისგან თავი საიმედოდ დაიცვათ.

კახა ილურიძე, თბილისი

კრაზანას ნაყენი შაკიკის შეტევისას შვებას მოგგვრით

დროდადრო შაკიკი და თავის ტკივილი მაქვს, მშველელად კი ეს ნაყენი მევლინება ხოლმე:

* 1 ს/კ კრაზანას დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთით ნელ ცეცხლზე. გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

ქეთა კეთილაძე, ქუთაისი

თუ ფრჩხილის სოკო გაწუხებთ

* პროპოლისის სპირტის ნაყენით (20%) დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილის ფირფიტაზე. მკურნალობა გრძელდება დაავადებული ფრჩხილის მოძრობამდე და მის ადგილას ახალი ფრჩხილის წამოსვლამდე.

თიკო აბულაშვილი, ყვარელი