დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • 2 სადილის კოვზი თითოეული მცენარე მოათავსეთ ლიტრიან ქილაში, დაასხით მდუღარე წყალი ქილის გავსებამდე და ხარშეთ ორთქლზე 20 წუთის განმავლობაში.

გააცივეთ და 2 ჭიქა ნახარში მაშინვე დალიეთ, დარჩენილში კი გახსენით 1 სადილის კოვზი მარილი და ჩაის კოვზის მეხუთედი ლიმონმჟავა.

კარგად მოურიეთ და ნახევარი საათით ჩადეთ მასში მატყლი ან შალის ქსოვილი, როცა კარგად დასველდება, ამოიღეთ, გაწურეთ და დაიდეთ მუხლზე, ზემოდან კი შეიხვიეთ პირსახოცით.

ნახვევი მთელი ღამით უნდა გაიჩეროთ.

ასე გაიმეორეთ რამდენიმე დღის მანძილზე.

სამკურნალო ნახვევის პროცედურები 5 დღის შემდეგ უკვე შვებას გაგრძნობინებთ.

თათა კალანდაძე, ოზურგეთი

მარგებელი კარტოფილის ინჰალაციები

ეს საშუალება სუსხიან ზამთარში სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

საკმოდ დიდხანს ვიტანჯებოდი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებით. საკმარისი იყო გავციებულიყავი, ცხვირი ისე მეჭედებოდა, არც სუნთქვა შემეძლო და არც ნორმალურად ლაპარაკი. ცხვირში ჩასაწვეთებლები მხოლოდ მცირე ხნით მშველოდა, შემდეგ კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა, ამიტომ მათ გამოყენებაზე უარი ვთქვი. ყველას გვსმენია კარტოფილის ინჰალაციის მარგებლობის შესახებ, სულ ცოტა ხნის წინ კი ამ რეცეპტის გაუმჯობესებულ ვარიანტს გადავაწყდი:

  • მოხარშეთ კარტოფილი კანიანად და დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი პროპოლისი, სწორედ ის ზრდის პროცედურის სამკურნალო ძალას.

მკურნალობის კურსი შედგება დღეგამოშვებით ჩატარებული 10 პროცედურისგან.

გახსოვდეთ, ინჰალაციის შემდეგ ყოვლად დაუშვებელია გარეთ გამოსვლა.

ვანო ირემაშვილი, რუსთავი

შავი ბოლოკი ხველების წამალია

გაციების შემდეგ დიდხანს დამრჩა შემაწუხებელი ხველა. სხვადასხვა წამლის მიღების მიუხედავად, შვება ვერ ვიგრძენი. მეგობრის დედამ მირჩია, შავი ბოლოკი მეცადა. ხალხური საშუალება უფრო ეფექტური და ქმედითი აღმოჩნდა:

  • დაჭერით შავი ბოლოკი თხელ ნაჭრებად და მოაყარეთ შაქარი. გააჩერეთ 2 საათით. მიღებული წვენი დალიეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ.

ნატო კობახიძე, ონი

მაღალ სიცხესთან გამკლავება შინაური საშუალებებითაც შეიძლება

გაციება და გრიპი ყველასთვის ნაცნობია უსიამოვნო მდგომარეობით, მაღალი სიცხით, შემცივნებითა თუ ცხელებით. ასეთი მდგომარეობის დროს დედა ოფლის მოსადენ და სიცხის დამწევ შესანიშნავ მცენარეულ საშუალებას მაძლევს ხოლმე:

  • 2 სუფრის კოვზ სალბს, 2 კბილ დაჭყლეტილ ნიორსა და ნახევარ ლიმონს დაასხით 6 ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ ცოტა თაფლი და გააჩერეთ 5 წუთი. მიიღეთ თბილ-თბილი ნაყენი თითო ჩაის ჭიქა საათში ერთხელ.

ბექა მახაშვილი, თელავი

ხილისა და ბოსტნეულის ნიღაბი კვერცხის გულით

განსაკუთრებულ სიტუაციებში ამ ნიღაბს ხშირად ვიყენებ, რადგან ის ასწორებს შუბლის ნაოჭებს და ძალიან სწრაფად ხდის ერთგვაროვანს სახის კანს. აქვს მსუბუქი პილინგის ეფექტიც.

  • ათქვეფილ კვერცხის გულს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი ხილის წვენი (ჟოლო, ქლიავი, ვაშლი, მარწყვი და ა.შ.). წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ კი ცივი წყლით.

ირინა ბაუერი, თბილისი

პოტენციის ასამაღლებელი ხალხური საშუალება

  • ჩაის ჭიქა თაფლი და ამდენივე გატარებული ნიგოზი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ ჭამიდან 30 წუთის შემდეგ, დღეში 2-3-ჯერ 2 ჩაის კოვზი, 3-4 კვირის განმავლობაში. შეგიძლიათ დააყოლოთ რძე.

ირაკლი გამცემლიძე, ბათუმი