დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

წამალი ასე უნდა მოამზადოთ:

  • აიღეთ პირშუშხას ფესვები, გაასუფთავეთ, კარგად გარეცხეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

გატარებისას არ დაგავიწყდეთ, მანქანას თავზე აუცილებლად უნდა მიამაგროთ პოლიეთილენის პარკი, რადგან პირშუშხას საკმაოდ მწარე ფიტონციდების ჰაერში მოხვედრის გამო არა მარტო თქვენ, არამედ მეზობელ ოთახებში მყოფთაც არ შეუშუპდეთ თვალები.

შემდეგ ეს გატარებული მასა გადაიღეთ ქილაში, დაამატეთ სულ ცოტა ადუღებული თბილი წყალი, მჭიდროდ დააფარეთ სახურავი და ბნელ ადგილას დადგით 5-6 საათის განმავლობაში.

მიღებული მასიდან გამოწურეთ წვენი და აურიეთ მასში იმავე რაოდენობით ნატურალური თაფლი.

ნაყენი უნდა დალიოთ დილა-საღამოს 1 სადილის კოვზი.

შეგიძლიათ თავიდანვე დიდი ოდენობით მოამზადოთ ნაყენი და მთელი ზამთარი გრიპისა და გაციებისგან თავი საიმედოდ დაიცვათ.

კახა ილურიძე, თბილისი

როცა გარდატეხის ასაკი სახეზე გეტყობათ

გარდატეხის ასაკში სახეზე გამონაყარი თითქმის ყველა მოზარდისთვის ნაცნობი პრობლემაა.

მისი საუკეთესო მკურნალი ჭინჭარია, რომელიც უმოკლეს ხანში გაგიქრობთ გამონაყარს.

წამალი მეტად მარტივად მოსამზადებელია.

  • მინის ქილაში უნდა ჩაასხათ ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი, მასში ჩაყაროთ 1 სადილის კოვზი მშრალი, დანაწევრებული ჭინჭრის ფესვი და 0,5 სადილის კოვზი ახალი დანაყილი ნიორი.

ქილას უნდა დააფაროთ მჭიდროდ და დადგათ ბნელ ადგილას 6-8 დღე. შემდეგ გაწუროთ და გადაასხათ კვლავ მინის ბოთლში, რომელსაც ასევე მყარად ეფარება სახურავი.

ჭურჭელი აუცილებლად ბნელსა და ცივ ადგილას უნდა შეინახოთ.

სწორედ ამ ნახარშით ვიწმენდდი ყოველდღე სახეს, თუ ადრე წყლულის შეხორცების შემდეგ ნაიარევი რჩებოდა, რომელსაც ერთგვარი მოცისფრო ელფერი დაჰკრავდა, ამ საშუალების გამოყენების შემდეგ კანი სრულიად სუფთა ხდებოდა.

ზუსტად ერთ თვეში საერთოდ გავთავისუფლდი გამონაყარისგან. ყოველ ჯერზე, როცა კი სახეზე გამონაყარი მიჩნდება, ისევ ამ საშუალებას ვიყენებ.

მზია ო., გორი

კანზე არასასურველ ლაქებს ასე გაიქრობთ

უკვე 40 წელს გადავაბიჯე, უზომოდ მიყვარს ზღვა, ზღვის წყალზე მეტად არაფერი მასვენებს და მამშვიდებს.

ბოლო დროს საგრძნობლად შევამცირე ზღვაზე დასვენების დრო, რადგან რამდენიმე წელია, კანზე ჭორფლი და პიგმენტური ლაქები მიჩნდება.

ჩემი პრობლემის შესახებ ერთ კოსმეტოლოგს შევჩივლე, მან კი ოხრახუში და ნუშისგან დამზადებული წამალი მასწავლა, რამდენიმე თვეში სახიდან და სხეულიდან პიგმენტური ლაქები გამიქრა.

  • ოხრახუშის ძირები გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში იმ ოდენობით, რომ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ფაფა მიიღოთ. სწორედ ეს ფაფისებრი მასა უნდა დაიდოთ სახეზე 20-30 წუთით, კანის როგორც ლაქებიან და ჭორფლიან, ისე სუფთა უბნებზეც.

ოხრახუშის ნიღაბი 1-2 საათის შემდეგ უნდა ჩამოიბანოთ ცივი წყლით და სახეზე ის მკვებავი კრემი წაისვათ, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებთ. ეს საშუალება განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებული ქალებისთვისაა ეფექტიანი, რადგან ასაკთან ერთად ჩნდება პიგმენტური ლაქები და კანიც თანდათან კარგავს ელასტიკურობას.

შესანიშნავი საშუალებაა ნუშის ნიღაბი, მას სახის კანის მათეთრებელი თვისებაც აქვს, ამიტომ მისგან დამზადებული ლოსიონის გამოყენებას ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს.

  • ნიღბის მომზადების წესი ასეთია: ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ. ნუში კი გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი, გაიჩერეთ 30 წუთით.

ნიღბის დადებიდან ნახევარი საათის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

ნიღაბი უნდა გაკეთდეს კვირაში ორჯერ 4-5 თვის განმავლობაში.

ქეთი ლ., თბილისი