ქვიშა კენჭებად რომ არ იქცეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქვიშა კენჭებად რომ არ იქცეს

ხანდახან თირკმელი მეც გამკრავდა ხოლმე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს თირკმლის ჭვალი არ დამემართა. მაშინ კი ვიკადრე უროლოგთან მისვლა.

ექოზე თირკმელებში ქვიშა აღმომიჩინეს. ტკივილებს არც ამის მერე შევუწუხებივარ, მაგრამ ექიმმა გამაფრთხილა, თუ დროულად არ იმკურნალებ, საქმე ცუდად წაგივაო. გადავწყვიტე, ექიმთან მისვლამდე შინაური საშუალებები მესინჯა. ერთ წიგნში მივაგენი გამაჯანსაღებელ რეცეპტებს, რომლებიც ნატურალური წვენების გამოყენებას ემყარება. შორს წასვლა არ დამჭირვებია - ბოსტანში ყოველგვარი ბოსტნეული მომყავდა. ავირჩიე ყველაზე ადვილად მოსამზადებელი რეცეპტი და მკურნალობას მივყავი ხელი", - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი და რეცეპტს გვიზიარებს:

ჩაასხით ჭიქაში მდუღარე წყალი, აიღეთ ერთი ლიმონი და ჩააწურეთ ამ წყალში მისი წვენი. დაამატეთ თანაბარი რაოდენობით კიტრის, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი. სვით დღეში 3-4-ჯერ მთელი ზაფხული.

ეს ნაზავი წმენდს მთელ საშარდე სისტემას, გამოდევნის ქვიშას, თავიდან აგაცილებთ კენჭების წარმოქმნას, მაგრამ კურსი უნდა ჩაიტაროთ ყოველწლიურად. ნაზავი ძალიან კარგია არა მარტო თირკმელების, არამედ ნაღვლის ბუშტის კენჭების პროფილაქტიკისთვისაც. ნაღვლის შეგუბება თავიდან რომ აიცილოთ, წამალთან ერთან შეიძლება 1-2 კვირის განმავლობაში სვათ ნაღველმდენი საშუალებაც.

ამისთვის დაგჭირდებათ 2 წილი კრაზანა და 3 წილი ნეგო. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დააყენეთ 12 საათით, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ და გაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.