News
ფეხების ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ
მუხლზე მიღებული ტრავმის ხანგრძლივად მკურნალობის შემდეგ დამეწყო ტკივილი და შეშუპება. ანალოგიური პრობლემის მქონეთ ვურჩევ:
- 3 მოზრდილი კბილი ნიორი დანაყეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 წუთი ნელ ცეცხლზე. გაცივების შემდეგ ეს ნახარში წაისვით მტკივან კიდურზე დილას და საღამოს. ტკივილი თანდათანობით უკან დაიხევს, ერთი თვის შემდეგ კი ფეხები აღარ შეშუპდება.
- კოჟრისგან მოგვრილ ტკივილსა და დისკომფორტს ადვილად გაუმკლავდებით, თუ ძილის წინ ფეხებს წყალში დაილბობთ და შემშრალების შემდეგ კოჟრზე ლიმონის კანს რბილობიანად დაიდებთ. 5 დღის შემდეგ კოჟრი მოგშორდებათ.
რამდენიმე წელია თავის ტკივილი მაწუხებს. ექიმმა შაკიკის დიაგნოზი დამისვა და მკურნალობაც დამინიშნა, თუმცა პერიოდული შეტევები მაინც მაქვს. გადავწყვიტე შინაური საშუალებაც მეცადა. შედეგით კმაყოფილი დავრჩი.
- აიღეთ 3 სუფრის კოვზი ასკილი, 2 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი და 1 ჩაროზის კოვზი პიტნა. ამ ნარევის 1 სუფრის კოვზი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი და გააჩერეთ 30-35 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა 2-ჯერ დღეში, ჭამის დროს.
- 4 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10-15 წუთით. ქურიდან გადმოდგმის შემდეგ ქვაბი შეფუთეთ თბილ ნაჭერში და გააჩერეთ 1 საათით. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი ნახარში 2-საათიანი ინტერვალებით, დღეში 6-8-ჯერ.
- 1 ჩაის ჭიქა სელის თესლს დაასხით 3 ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშეთ 2 საათი ორთქლის აბაზანაზე. გააცივეთ 40 გრადუსამდე და მიიღეთ დღეში 1 ლიტრი 2-3 კვირის განმავლობაში.