ტუჩის ჰერპესის სამკურნალო რეცეპტები "კარაბადინიდან" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუჩის ჰერპესის სამკურნალო რეცეპტები "კარაბადინიდან"

, ამასთან არსებობს თითოეული ნაწილის ილუსტრირებული და არაილუსტრირებული ვერსიები. შესაბამისად განსხვავებულია ფასიც. წიგნების შეძენა შეგიძლიათ წიგნის მაღაზიათა ქსელში "ბიბლუსი".

"კარაბადინში" თითქმის ყველა სისტემის დაავადებათა სამკურნალო რეცეპტებს ნახავთ, რომლებიც ხალხში გამოცდილი და აღიარებულია.

mkurnali.geტუჩზე გამონაყარი თითქმის ყოველი გაცივების შემდეგ მიჩნდება. როგორც ექიმმა მითხრა, ამას მარტივი ჰერპესი ჰქვია.

გამონაყართან ბრძოლის ყველაზე საიმედო და სწრაფი მეთოდია ყინული: როგორც კი იგრძნობთ ჰერპესის პირველ ნიშნებს - შეწითლებასა და ქავილს, მაშინვე დაიდეთ ამ ადგილზე ყინულის ნაჭერი და 2 საათის განმავლობაში ცვალეთ. ეს ტიბეტური მეთოდია და 100%-იან შედეგს იძლევა. მე ორჯერ გამოვიყენე და ორივეჯერ წარმატებით - გამონაყარი აღარ განვითარდა. მაგრამ ამ მეთოდს ნაკლიც აქვს: ჯერ ერთი, არ უნდა გამოგეპაროთ გამონაყარის საწყისი, როცა ყინულის გამოყენება ეფექტიანია და მეორეც - საჭიროა ორი საათის განმავლობაში მაცივართან ჯდომა და ყინულის გამოცვლა. ამიტომ ვეცადე, სხვა ხალხური რეცეპტიც მეპოვა და მართლაც მივაგენი:

ნივრის კბილი გაჭერით და გაჭრილი ზედაპირით ნახევარი საათის განმავლობაში ისვით ჰერპესული გამონაყარის არეში.

გარდა ამისა, შეურიეთ 250 გ ჭარხლის, 2 ცალი სტაფილოს, 1 ვაშლის და 1 კონა ოხრახუშის წვენი და სვით დღის განმავლობაში. ამ ნარევში იმუნიტეტისთვის სასარგებლო ბევრი ვიტამინი და მინერალი ყოფილა - იმუნიტეტის ამაღლება კი მნიშვნელოვანია ჰერპესის დროს.

პატივისცემით, გულიკო ფ.

ექიმის კომენტარი: ტუჩის ჰერპესი ჰერპესვირუსით გამოწვეული გამონაყარია. იგი იმ შემთხვევაში ვითარდება, როცა ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება. იმუნიტეტის დასუსტების მიზეზი კი შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, სტრესული სიტუაციები, დღის რეჟიმისა და კვების რაციონის ბალანსის დარღვევა; გამონაყარი უპირატესად გაცივებისას იმიტომ ვლინდება ხოლმე, რომ ე.წ. რესპირატორული ვირუსული ინფექცია კიდევ უფრო აძაბუნებს ორგანიზმის იმუნიტეტს.

ახლა მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტები განვიხილოთ: ყინულის გამოყენება სავარაუდოდ მართლაც დადებით შედეგს მოგცემთ, რადგან ადგილობრივი ანთებით-ალერგიული რეაქციების დროს ცივის გამოყენებისას ანთებითი და შეშუპებითი პროცესები უკუგანვითარდება, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რომ არ განვითარდეს ნერვის ანთება.

ნიორში შემავალ ეთერზეთებს მართლაც გააჩნია ანტივირუსული და ანტიანთებითი მოქმედება. ასევე მნიშვნელოვანია ცოცხალი ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ასეთი წვენი უდავოდ გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და თავად ორგანიზმიც შეებრძოლება ჰერპესვირუსის გააქტიურებას.

წლების წინ, გავცივდებოდი თუ არა, ტუჩებსა და ცხვირის ნესტოების ქვეშ მიჩნდებოდა ჰერპესული გამონაყარი, რომელიც ძალიან მტკივნეულიც იყო და კვირების განმავლობაში გარეგნობასაც მიმახინჯებდა. ექიმებმა მითხრეს, რომ ამ გამონაყარს ჰერპესის ვირუსი იწვევს, რომელიც თურმე ორგანიზმში თვლემს და იმ შემთხვევაში აქტიურდება, როცა ადამიანი სტრესს გადაიტანს ან იმუნიტეტი უსუსტდება.

უკვე კარგა ხანია ჰერპესი აღარ გამმწვავებია და ამას იმუნიტეტის გაძლიერებით მივაღწიე. იმუნიტეტის გაძლიერება კი მანამდე უნდა დაიწყოთ, ვიდრე დაავადება განვითარდება. ამისთვის ყოველწლიურად, თებერვლის შუა რიცხვებიდან ვიწყებ ექინაცეის ნაყენის მიღებას - ვსვამ 20-20 წვეთს დღეში სამჯერ. ამიტომ ავად აღარ ვხდები. ჰერპესის დაძლევაში კი კრაზანის ზეთი დამეხმარა. მისი დამზადება ასეთი რეცეპტით ხდება:

100 გ ბალახი დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჩ/ჭ ზეითუნის ზეთი, ნახევარი საათი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ მოათავსეთ ბნელ ადგილას 10-12 დღე და ამის შემდგომ გადაწურეთ. ეს ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ დაჟეჟილობების, გარეგანი სისხლჩაქცევების, მცირე ზომის ჭრილობების არეში შესაზელად, ასევე ამ ზეთით უნდა დაიზილოთ ჰერპესით დაზიანებული არე - რაც შეიძლება ხშირ-ხშირად. საკმაოდ ეფექტიანია ჰერპესის სამკურნალოდ ასეთი საცხიც: მრავალძარღვას ფოთლები დაფქვით და აურიეთ ერბოში ისე, რომ მიიღოთ სქელი მასა. ჩემი დაკვირვებით დავასკვენი, რომ ჰერპესის დროს მთავარია, დრო არ დაკარგოთ და მცირე გამონაყარის გაჩენისთანავე მასზე რაიმე სამკურნალო საშუალება (თუნდაც ჩემ მიერ მოწოდებული) წაისვათ. შედეგად - გამონაყარი მალევე ხმება, მდგომარეობა აღარ რთულდება და კანი მნიშვნელოვნად არ ზიანდება.

ა. ლაბაძე

ექიმის კომენტარი: კრაზანა მდიდარია ფლავონოიდებით, ფლუორესცენციური და საღებავი ნივთიერებებით, კაროტინით, ეთერზეთებით, ნიკოტინის და ასკორბინის მჟავებით, P და PP ვიტამინებით, ქოლინით, საპონინებით, სპირტებით, ალკალოიდებით, სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. კრაზანის პრეპარატებს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება აქვს. მათ შორის აღსანიშნავია ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტიანთებითი, ნაღველმდენი, კენჭსაწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი, კაპილარების კედლების გამამაგრებელი ეფექტი. კრაზანა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ხახა-სასის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების სამკურნალოდ. ამ მცენარის ნაყენით მკურნალობენ პირის ღრუს ლორწოვანის ანთებით პათოლოგიებს, გინგივიტებს, სტომატიტებს.

კრაზანის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე გარეგანი პათოლოგიების (პანარიციუმის, ფლეგმონის, აბსცესის, ფურუნკულის, კარბუნკულის, ტროფიკული წყლულის, დამწვრობის) სამკურნალოდ. მისი ეფექტიანობა დაკავშირებულია მცენარის ანტიბაქტერიულ, ქსოვილთა რეგენერაციულ და ჭრილობის შემახორცებელ თვისებებთან.