ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალო ხალხური წამალი
ჩემმა მეგობარმა, რომელიც სახალხო მკურნალების შთამომავალია, ბებიის დავთარი გადმოიღო და რაღაც წამალი მომიმზადა. მართლაც მარგო და მინდა, ახლა "ოჯახის მკურნალის" მკითხველსაც გავაცნო", - გვწერს მკითხველი:
• აიღეთ 1 კგ თაფლი, 200 მლ ზეითუნის ზეთი, 4 ცალი ლიმონი (2 ცალი უნდა გავფცქვნათ, 2 კი კანიანად გამოვიყენოთ). ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და კარგად ავურიოთ თაფლსა და ზეითუნის ზეთში. მოვათავსოთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში. მიღების წინ კარგად მოვურიოთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.
ეს არის ერთი კურსის სამყოფი დოზა. ანუ, კურსი გრძელდება მანამ, სანამ ნარევი გათავდება. წლის განმავლობაში სასურველია 4 ასეთი კურსის ჩატარება.