დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • უნდა მოაგროვოთ მრავალძარღვას ფოთლები, გარეცხოთ ცივ წყალში, გააშროთ, დაასხათ მდუღარე წყალი და მაშინვე ამოიღოთ, დადოთ ვარცლზე, ოდნავ რომ დაიწრიტება, გაატაროთ ხორცსაკეპში და გამოწუროთ.

როდესაც მრავალძარღვა სიცხეშია მოკრეფილი, უფრო სქელი წვენი აქვს, ასე რომ, თუ სქელი და წებოვანი წვენი მიიღეთ, ნუ შეშინდებით, დაასხით საჭირო რაოდენობის ანადუღარი წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. გამოწურული წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 4-ჯერ, თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ალოე მხოლოდ სამკურნალო საშუალება როდია

ალოეს სამკურნალო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი და თამამად შეიძლება ითქვას, ამით მას ბევრი მცენარე ვერ შეედრება. არ არსებობს ორგანოთა სისტემა, მის ერთ დაავადებას მაინც რომ არ შველოდეს ეს დალოცვილი. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ალოეს სამკურნალო თვისებებთან ერთად კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს. განსაკუთრებით ეფექტურია მისი ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი. შუახნის ქალი გახლავართ და თავადაც გამომიცდია პირველი ნაოჭების თანმხლები სევდა. მინდა, სწორედ ამ სევდისგან ვიხსნა ჩემი თანატოლები. გთავაზობთ ალოეს სასწაულმოქმედ ნიღაბს.

  • 3 წლის ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატეთ 5-ჯერ მეტი წყალი, გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ 2-3 წუთით წამოადუღეთ, გაწურეთ და გაიკეთეთ საფენები მთელ სახეზე, განსაკუთრებით კი იმ ადგილებზე, სადაც ნაოჭები ყველაზე ხშირად ჩნდება

თირკმელების გაწმენდა ასკილის ფესვებითაც შესაძლებელია

ასკილის ფესვების ნაყენი ეფექტური საშუალებაა ნებისმიერი ტიპის ქვების დასაშლელად და გამოსადევნად.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, 1-2 კვირის განმავლობაში.