ოპერაციის გარეშე გამქრალი კისტა - მკითხველის რეცეპტი
თუმცა თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ოპერაციას არ გაიკეთებდა, ამიტომ გინეკოლოგის მეთვალყურეობით დაიწყო ხალხური საშუალებებით მკურნალობა.
"მართალია, ცოტა გამიხანგრძლივდა, მაგრამ ეფექტი აშკარაა - 8 თვის შემდეგ ულტრაბგერითმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ კისტა აღარ მაქვს", - აღნიშნავს მკითხველი და მკურნალობის მეთოდს გვიზიარებს:
* I კურსი - ავიღე მცენარე ოქროს ულვაშის (Callisia fragrans) 12 მუხლი, დავასხი 0,5 ლ არაყი და 21 დღით სიბნელეში დავდგი. ყოველდღე ვანჯღრევდი. 21 დღის შემდეგ პირველ დღეს მივიღე 1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ, მეორე დღეს - 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, მომდევნო დღეებში კი ვიღებდი 1 დესერტის კოვზს დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, და საღამოს, ძილის წინ.
ჭურჭელი 30 დღეში გამოვცალე, შემდეგ 10 დღე შევისვენე. მხოლოდ ამის შემდეგ გადავედი მეორე კურსზე.
* II კურსი - ავიღე ცოტაოდენი ოროვანდი (Arctium láppa), გავრეცხე, გავატარე ხორცსაკეპში, წვენი გამოვწურე და დავლიე, ასე ვატარებდი ყოველდღე, ვწურავდი და ვსვამდი. პირველ დღეს 1 ჩაის კოვზი მივიღე, მეორე დღიდან კი ვიღებდი თითო საჩაროზე კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ამ კურსის ხანგრძლივობა 30 დღეა, შემდეგ 10 დღე ისევ უნდა შეისვენოთ და მესამე კურსი ჩაიტაროთ.
* III კურსი - 30 დღის განმავლობაში ისევ ოქროს ულვაშის ნაყენს ვსვამდი - დესერტის კოვზით დღეში ორჯერ.
მესამე კურსის შემდეგ ჩავიტარე ულტრაბგერითი გამოკვლევა და შევიტყვე, რომ კისტა დაპატარავებულიყო.
* IV კურსი - აფთიაქში შევიძინე იორდასალმის ნაყენი, რომელსაც ვსვამდი 30 დღის განმავლობაში, თითო ჩაის კოვზს დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
* V კურსი - პირველისა და მესამის მსგავსად, ვსვამდი ოქროს ულვაშის სპირტიან ნაყენს.
მთელ მკურნალობას დაახლოებით ნახევარი წელი მოვანდომე. 8 თვის შემდეგ კისტა აღარ მქონდა. ახლა ყოველ წელს ვიტარებ ულტრაბგერით გამოკვლევას და ჯერჯერობით ყველაფერი რიგზე მაქვს", - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი.