რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
დავეხმაროთ ერთმანეთს
დავეხმაროთ ერთმანეთს
კუჭის წყლულის მკურნალობა მრავალძარღვას ანდეთ

მაქვს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის წყლულოვანი დაავადება, ამიტომ შევიტყვე თუ არა ამ რეცეპტის შესახებ, ბევრი აღარ მიფიქრია და მის გამოცდას შევუდექი.
  • ავიღე ერთნაირი რაოდენობით მრავალძარღვასა და სალბის ბალახი. წვრილად დავჭერი და ერთმანეთში ავურიე. 1 სადილის კოვზ მცენარეთა ნარევს დავასხი 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ვადუღე 5 წუთით, შემდეგ ეს ნაყენი 1 საათით გავაჩერე და მზად არის. გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავების რისკი ჩნდება, ვსვამ ნახევარ ჭიქა ნაყენს ერთხელ დღეში და ამას ვაგრძელებ 10
    დღის მანძილზე.

შემოდგომით, როცა გამწვავების ალბათობა მატულობს, იმავე ნაყენს კვლავ 10 დღის განმავლობაში ვღებულობ, ოღონდ შედარებით გაზრდილი დოზებით - ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ.

მხოლოდ მრავალძარღვასგან დამზადებული წამლისათვის საჭიროა მოაგროვოთ გაკვეული რაოდენობით მრავალძარღვას ფოთოლი, გარეცხოთ ცივ წყალში, როცა გაშრება დაასხათ ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღოთ,
დადოთ ვარცლზე და მალევე გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

მიღებული მასიდან უნდა გამოწუროთ წვენი.

როდესაც მრავალძარღვა ცხელ ამინდებშია მოკრეფილი, მას უფრო სქელი წვენი აქვს, თუ სქელი და წელვადი წვენი მიიღეთ, ნუ შეშინდებით, დაასხით მას იმავე რაოდენობით წყალი და კარგად შეანჯღრიეთ.

გამოწურული წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში.

მისი მიღების წესი კი ასეთია: 4-ჯერ დღეში, 1 სადილის კოვზის ოდენობით ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ვალერიან გაფრინდაშვილი, ოზურგეთი


ჰაიმორიტი ნუ შეგაშინებთ

ჰაიმორის ღრუს გამოსარეცხად მეტად სასარგებლო ყოფილა მცენარეთა ასეთი ნაკრებისგან მომზადებული ნაყენი:

  • 3 სუფრის კოვზი მრავალძარღვა, 1 სუფრის კოვზი კაკლის ფოთოლი, 2 სადილის კოვზი ფარსმანდუკი დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში. 3 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათით. ამ ნაყენით დღეში ორჯერ უნდა გამოირეცხოთ ჰაიმორის ღრუ ცხვირის ნესტოებიდან შესრუტვით.
ქეთი მდინარაძე, თბილისი
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
10-11-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გთავაზობთ კუნელის ნაყენის მომზადების რეცეპტს მამაკაცური კლიმაქსის
თმის ცვენას კარგად აჩერებს კრაზანას ნაყენი

თმის ცვენას კარგად აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენი:
კოჟრებს ამ რეცეპტით გაუმკლავდებით

ვისაც ფეხზე კოჟრები აწუხებს, ვურჩევ:
ზამთრის დესინქრონოზი ვეღარაფერს დაგაკლებთ
სილურჯეებს კომბოსტოს ფოთლები აგილაგებთ

შინ თუ სამსახურში გარკვეული სამუშაოების შესრულებისას ხშირად
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს კარტოფ ილის ნახარში მიიღეთ

ათი წლის წინ მარჯვენა გვერდში სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება გამიჩნდა.
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის