დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ 10 გრამი მშრალი კრაზანას ყვავილები, დაასხით 90 მლ არაყი (მშრალი თმისთვის) ან სპირტი (ცხიმიანი თმისთვის). გააჩერეთ 1 კვირა, გადაწურეთ და შეინახეთ მინის დახურულ ჭურჭელში. ამ ნაყენით უნდა გაიწმინდოთ თავის კანი კვირაში 2-ჯერ.

შეგიძლიათ თაობების ნაცადი კვერცხიც გამოიყენოთ:

  • აიღეთ 2 კვერცხის გული, აურიეთ 50 მლ წყალში, დაუმატეთ 100 მლ არაყი და 5-8 მლ ნიშადურის სპირტი. ეს ნარევი უნდა შეიზილოთ თმის ძირებში, ამის შემდეგ კი დაიბანოთ ცხელი წყლით. რამდენიმე კვირაში წყდება თმის ცვენა და ახალი ამოდის.
საბა სინაურიძე, ქუთაისი

გაიწმინდეთ თირკმელები ასკილის ფესვებით

ასკილის ფესვების ნაყენი ეფექტიანი საშუალებაა ნებისმიერი ქვის დასაშლელად და გამოსადევნად:

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი ასკილის დაქუცმაცებული ფესვები და დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთით. გააცივეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ 1-2 კვირის განმავლობაში.

თირკმელებიდან ქვების გამოდევნა უმტკივნეულოდ შესაძლებელია ლიმონის დახმარებითაც:

  • ამისთვის საშუალო ზომის ლიმონი გაჭერით სამად, ერთ მესამედს გამოწურეთ წვენი, დაუმატეთ 200 გრამი ცივი ანადუღარი წყალი და დალიეთ 3 ჯერზე ყოველი ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. იგივე გაიმეორეთ 10 დღე, მაგრამ ამჯერად 1/2 ლიმონის წვენისგან დამზადებული წამლით. ამასთან, კვირაში 2-ჯერ (სამშაბათს და პარასკევს) უნდა დალიოთ 60 გრამ ზეითუნის ზეთში ჩაწურული 1/2 ლიმონის წვენი. მე-20 დღეს ქვები დაშლილი უნდა გამოვიდეს ორგანიზმიდან შარდთან ერთად ყოველგვარი ტკივილის გარეშე.
მაია ქაშაკაშვილი, თბილისი