დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ქოლეცისტიტის დიაგნოზი დამისვეს. ჩემმა მეგობარმა, რომელიც კარგად ერკვევა მცენარეებსა და მათ სამკურნალო თვისებებში, ერთი რეცეპტი მასწავლა, რომლითაც კმაყოფილი დავრჩი:

  • აიღეთ 1 კგ კარტოფილი, კარგად გარეცხეთ (არ გაფცქვნათ), დაასხით 6 ლიტრი წყალი, დაახურეთ სარქველი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 4 საათის განმავლობაში. დაუმატეთ ცოტა მარილი, ნახარში არ გადაღვაროთ და ჩაჭყლიტეთ. გამოგივათ ძალიან თხელი, თითქმის თხევადი პიურე. ქვაბი რამდენიმე საათით დატოვეთ, რომ პიურე ქვემოთ დაილექოს. ზემოდან წარმოიქმნება გამჭვირვალე სითხე, სწორედ ის გვჭირდება წამლად.

ფრთხილად გადაწურეთ და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში. კარტოფილის ასეთი თერაპია განაახლებს ღვიძლს, გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს და მოაწესრიგებს ქოლეცისტიტით გამოწვეულ დისკომფორტს.

ლეილა დოლიძე, ჩოხატაური

ნივრისა და თაფ ლის ნარევი - უებარი სამკურნალო, პროფ ილაქტიკური და ანტისეპტიკური საშუალება

ამ ნარევს იყენებენ როგორც დაავადების სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვის. ნივრიანი თაფლი გამოიყენება ორგანიზმის გასაძლიერებლად სუფთა სახითაც და წყალში გახსნილი ლიმონის წვენთან, ვაშლის ძმართან ან რძესთან ერთად. ამ საშუალებით შესაძლებელია ნაკბენების, ჭრილობის, ნაკაწრის მკურნალობაც.

  • აიღეთ საშუალო ზომის 2 თავი ნიორი და 450 გრამი თაფლი. ნიორი დანაყეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ამ მასას დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და გააგრძელეთ დანაყვა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ასე თანდათანობით დაუმატეთ თაფლის მთელი მასა. კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ქილაში. დაავადების პროფილაქტიკისთვის (გაციება, გრიპი) მატონიზებელ საშუალებად მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, დაავადების დროს კი - ნახევარი ჩაის კოვზი 3-6-ჯერ დღეში.

ნათელა დობორჯგინიძე, ქუთაისი