„ცხელი ჩაი გადამევლო იქ... ცანცარაზე...“- დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი კურიოზულ ისტორიას იხსნებს
"ტელეფონის ზარი,
- გუგა ექიმი ბრძანდებით?
- დიახ. ცხელი ჩაი გადამევლო, შემომჩივლა მამაკაცმა
- რა ადგილას?
- იქ ექიმო,
- სად ბატონო?
- იმაზეე ექიმო, ცანცარაზე. - უფ, ეგ რა მოგსვლიათ, უნდა მობრძანდეთ დამწვრობი ცენტრში - გამოვხატე მამაკაცური თანაგრძნობა.
- ვერა გუგა ექიმო, რაიონში ვარ.
- მაშინ ფოტო იქნებ გადმომიგზავნოთ, (მივენდე ტექნოლოგიებს), Viber-ით, ან Facebook-ით პირადში.
- ეხლავე ექიმო.ოღონდ მომარჩინე.
რაღაც დროის მერე შევდივარ ჩემ პირად კედელზე და რას ვხედავ, ცანცარას ფოტოს, ერთი შეხედვით დამწვრობის რომ არ ეტყობა არაფერი ))))
ტელეფონის ზარი....
- ნახეთ გუგა ექიმო?
- კი, ვნახე და მადლობა რო არ მომნიშნეთ....
სანამ წაიშლებოდა ცანცარას ფოტომ 20 მოწონება დაიმსახურა", - წერს გუგა ქაშიბაძე.