საკვებისა და სანელებლების გავლენა ჯანმრთელობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვებისა და სანელებლების გავლენა ჯანმრთელობაზე

ეს არის ინდოეთში გავრცელებული სუნელი, რომელიც დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში. მეცნიერების მოსაზრებით, სწორედ ამიტომაცაა ინდოეთში ასაკით გამოწვეული დაავადებების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალი.

ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ კუკრკუმას მოხმარების პირობებში ადამიანის კოგნიტიური ფუნქციები და გუნება-განწყობა უმჯობესდება, რაც აიხსნება ტვინის ნუშისებრ სხეულსა და ჰიპოთალამუსში მიმდინარე პროცესებით.

პროდუქტებიდან ტვინისთვის ცალსახად სასარგებლოა ზეითუნის ზეთი. ის ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების მარკერების - ბეტა-ამოილოიდური ჩანართებისა და ნეიროფიბრილარული გორგლების მოცულობას. ეს დაავადება ასევე დაკავშირებულია ინსულინთან. შაქრის დონის მომატებისას ასევე ზარალდება ტვინი. ამიტომ რაციონში უმჯობესია შევიტანოთ არარაფინირებული ნახშირწყლები (წიწიბურა, მარცვლეული, უმი ხილი და ბოსტნეული) რაფინირებულის მაგივრად (ტკბილეული).

სხვათა შორის წიწიბურა მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით, მაგნიუმით, ფოსფორითა და თუთიით, რომლებიც აუცილებელია ტვინში ნეიროგადაცემების სიგნალური აქტივობისთვის. გარდა ამისა ისინი ებრძვიან შფოთვას და თავის ტკივილს.

ყურადღების გამახვილება ასევე საჭიროა კვერცხზე. მასში მაღალია ცილის დონე, მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით - ომეგა-3, ანტიოქსიდანტებით, ქოლინით. ამ უკანასკნელს ტვინი იყენებს აცეტილქოლინის ნეიროგადამცემის წარმოებისთვის. სიგნალური აქტივობისთვის მნიშვნელოვანია კვერცხში არსებული ფოსფოლიპიდები.

ნუშის ზეთი ცილის ერთ-ერთი სასარგებლო წყაროა. გარდ ამისა, ზეთში არის რიბოფლავინი და L-კარნიტინი. ისინი აძლიერებენ ნეირონულ აქტივობას და ამუხრუჭებენ კოგნიტიური მაჩვენებლების დაქვეითებას. მოცვში კი შეიძლება ვიპოვოთ ტვინის ჟანგვითი სტრესისგან დამცავი ანტიოქსიდანტები.

როზმარინი 1,8-ცინეოლის შემცველი უნიკალური პროდუქტია, რომელიც ზრდის აცეტილქოლინის დონეს და ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალებადაც შეიძლება მოგვევლინოს.

შავი შოკოლადი ცნობილია თავისი ანტიქოსიდანტური თვისებებით. ის ასევე ხსნის ანთებას, აქვეითებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ანთებას კურკუმაც ხსნის.

ჭარხალი სისხლძარღვებს აფართოებს ნიტრატების ხარჯზე. ისინი სხეულში აზოტის ოქსიდად გარდაიქმნებიან და აფართოებენ სისხლძარღვის სანათურს, რაც აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, ტვინში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას.ასევე ჭარხალი ასტიმულირებს სისხლის წითელი სხეულაკების წარმოებას, რომლებიც ასევე აუცილებელია ტვინში ჟანგბადის მიწოდებისთვის.

ლალი ჩხიკვაძე