მიკროტალღურში მომზადებული ჩაი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა
მეცნიერის კვლევამ აჩვენა, რომ შავ და მწვანე ჩაიში, კოფეინის 80%, თეანინი (ამინომჟავა), პოლიფენოლები შეიძლება გავააქტიუროთ, თუ ჩაის პაკეტს დავასხამთ მდუღარე წყალს და წამოვადუღებთ 30 წამი. ამის შემდეგ ჩაი ფინჯანში უნდა გავაჩეროთ კიდევ ერთი წუთი. ასე მომზადებისას ჩაის ფოთოლი იძლევა ანტიოქსიდანტებს და თავად ჩაი ოპტიმალურ გემოს იძენს.
თავის მხრივ, მიკროტალღური ღუმელი შეიძლება გამოვიყენოთ ჩაისგან კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ნაერთების მისაღებად. ექსპერტის აზრით, მიკროტალღურ ღუმელში მოდუღებული ერთი ფინჯანი ჩაი, სარგებელის თვალსაზრისით, მდუღარე წყლით მომზადებულ სამ ფინჯანს უტოლდება.
ვონგის მოსაზრებით, საკვბი რაციონის კვებითი ღირებულება შეიძლება გავზარდოთ, თუ ლიმონის და ვაშლის კანსა და კურკებს არ გადავყრით და მათაც მივირთმევთ. მათში მაღალი კონცენტრაციით შედის ფენოლური ნაერთები, რომლებსაც გააჩნია კიბოსწასინააღმდეგო თვისებები და ორგანიზმს იცავს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ჟანგვითი სტრესისგან.
ლალი ჩხიკვაძე