რა შეიძლება გამოიწვიოს საუზმის გამოტოვებამ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეიძლება გამოიწვიოს საუზმის გამოტოვებამ

სიმსუქნის, ტიპი-2 შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა და ჰიპერტონული დაავადების განვითარება გამოიწვიოს. საუზმის გამოტოვების უარყოფითი ეფექტი დამტკიცებულია ჭარბი წონის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ 18 და ნორმალური მასის 18 ადამიანის მაგალითზე.

ერთ დღეს მოხალისეები საუზმობდნენ და სადილობდნენ, ხოლო მეორე დღეს ისინი მხოლოდ სადილობდნენ. ამასთან, სისხლის ანალიზი კეთდებოდა განსაკუთრებულ ცილებზე - საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული გენების აქტივობის მარკერებზე. პარალელურად ყურადღება მახვილდებოდა შაქრის, ინსულინის, გლუკაგონომსგავსი პეპტიდ-1 (მნიშვნელოვანია საკვების მონელებისთვის) და დიპეპტიდილპეპტიდაზა-4 (იმუნიტეტის მარეგულირებელი) დონეზე.

როდესაც მოხალისეები საუზმობდნენ, მათ აღენიშნებოდათ გენების ნორმალური ექსპერესია, რომელიც აქტიურდება დღე-ღამის მკაცრად განსაზღვრულ დროს. ეს ფაქტი ეხმარება სხეულის მასის, წნევის, სისხლძარღვის ამომფენი ენდოთელიუმის მუშაობის რეგულაციაში, რაც ათეროსკლეროზის განვითარებას უშლის ხელს.

საუზმის გამოტოვებისას რეგისტრირდებოდა სისხლში შაქრის დონის აწევა და დღის სხვა პერიოდში ინსულინისადმი მგრძობელობის დაქვეითება. ასევე, ადამიანებს აღენიშნებოდათ სიმსუქნისაკენ მიდრეკილება, მცირე რაოდენობით საკვების მიღების პირობებშიც კი.

ლალი ჩხიკვაძე