წითელ წიწაკას ანტიბაქტერიული, სიმსივნისა და სიმსუქნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წითელ წიწაკას ანტიბაქტერიული, სიმსივნისა და სიმსუქნის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს

2 მილიონ მოხალისეზე 13-წლიანი დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ წიწაკის მოყვარულები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც ამ პროდუქტს საკვებად საერთოდ არ იყენებს.

კვლევის მონაწილეები რამდენიმე ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი - პირველ ჯგუფში ერთიანდებოდნენ უმი (ე.წ. ცოცხალი) წიწაკის მოყვარულები, მეორეში - გამომშრალი (გამხმარი) მცენარის მომხმარებელნი, მესამეში - ისინი, ვინც წითელ წიწაკას მხოლოდ სანელებლის სახით მოიხმარდა კერძებსა თუ სოუსებში.

როგორც გაირკვა, ცხარე კერძების მომხმარებლებს (კვირაში დაახლოებით 6-ჯერ) შორის სიკვდილიანობა 10 %-ით უფრო ნაკლებად ფიქსირდებოდა, იმ პირებთან შედარებით, ვინც წიწაკას კვირაში მხოლოდ ერთხელ მიირთმევდა. ყველაზე დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩეოდა ის ჯგუფი, რომელთა წევრებიც უმ წიწაკას ანიჭებდნენ უპირატესობას.

ამ და სხვა მონაცემებზე დაყრდნობით ჩინელი სპეციალისტები გვირჩევენ 20 წლის ასაკიდან რეგულარულად მივირთვათ წითელი წიწაკა. არ არის საჭირო დიდი რაოდენობით მისი ჭამა, საკმარისია სულ ერთი მწიკვი, სანელებლის სახით, ოღონდ ყოველდღიურად.

შეგახსენებთ, უნიკალური შედგენილობის წყალობით ბევრ საოცარ თვისებასთან ერთად წიწაკას ანტიბაქტერიული, სიმსივნისა და სიმსუქნის საწინააღმდეგო ეფექტებიც აქვს.

თინათინ გოცაძე წითელი წიწაკა ბედნიერების ჰორმონია მწარე წიწაკა სიცოცხლის გამახანგრძლივებელი უნიკალური პროდუქტია