იაპონური დიეტა სიცოცხლეს ახანგრძლივებს - მეცნიერების 15 წლიანი კვლევის შედეგი
ოპტიმალური რაოდენობით თევზისა და ხორცის არსებობაშია. 2005 წელს იაპონიის მთავრობამ სწორი და დაბალანსებული კვების რეჟიმი შეიმუშავა.
მკვლევარებმა შეისწავლეს მთავრობის რეკომენდაციის დაცვასა და სიკვდილიანობას შორის კავშირი. მათ გააანალიზეს 45-დან 75 წლამდე ასაკის 36624 მამაკაცისა და 42920 ქალის კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ მონაცემები. მოხალისეებს მეცნიერები 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებში, რომლებიც სქემის მიხედვით იკვებებოდნენ, სიკვდილიანობა 15%-ით დაბალი იყო. კერძოდ, მცირდებოდა ცერებროვასკულარული დაავადებების რისკი.
მკვლევარებმა დაასკვნეს: მარცვლეულის, ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, კვერცხის, საკონდიტრო ნაწარმის, ალკოჰოლური სასმელების, სოიოს და რძის პროდუქტების დაბალანსებული და ზომიერი მოხმარება ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს.
ლალი ჩხიკვაძე