კვერცხის ქოლესტერინი უსაფრთხოა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვერცხის ქოლესტერინი უსაფრთხოა

უკვე შეგვიძლია, კვერცხი სუფრას დავუბრუნოთ და უშიშრად მივირთვათ. ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ფუნდამენტური გამოკვლევა იმის დასადგენად, როგორ მოქმედებს კვერცხი ადამიანის ჯანმრთელობაზე და ზემომოყვანილი მოსაზრების საპირისპირო დასკვნა გამოიტანეს. ისინი ირწმუნებიან, რომ შეგვიძლია, მივირთვათ იმდენი კვერცხი, რამდენიც მოგვესურვება და ჯანმრთელობაზე არ ვიდარდოთ.

მკვლევართა თქმით, კვერცხში შემავალი ქოლესტერინი უშუალოდ სისხლში არ ხვდება და, აქედან გამომდინაარე, ადამიანს საფრთხეს არ უქადის. კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ბრიუს გრიფინმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ კვერცხი ჯანსაღი დიეტის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მასში უხვად არის სხვადასხვა საკვები ნივთიერება. "მცდარი მოსაზრება, თითქოს კვერცხი სისხლში ქოლესტერინის შემცველობას ზრდიდეს და ამით გულის პრობლემებს უდებდეს სათავეს, უარყოფილი უნდა იყოს", - აღნიშნა მან.

ასე რომ, კვერცხის ქოლესტერინი რეაბილიტირებულია. საზოგადოდ კი, გრიფინის თქმით, სისხლში არსებული ქოლესტერინის მხოლოდ მესამედი მოდის საკვების წილად. მისი ოდენობა უმთავრესად სიმსუქნეზე, მავნე ჩვევებსა და უმოძრაობაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს ფაქტორები ზრდიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. "თუ სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითება გსურთ, უნდა ერიდოთ ნაჯერ ცხიმებს, რომელთაც დიდი ოდენობით შეიცავს ცხიმიანი ხორცი, ცხიმიანი რძის პროდუქტები, ნამცხვარი და ფქვილის სხვა ნაწარმი", - განაცხადა ბრიტანეთის კარდიოლოგიური ფონდის მთავარმა დიეტოლოგმა.

კვერცხი მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებით, მინერალური სუბსტანციებით, წარმოადგენს ტვინის საკვებს და სასქესო ჰორმონების წარმოქმნისთვის აუცილებელი ნიაცინის (ნიკოტინმჟავას) წყაროს, გარდა ამისა, შეიცავს E ვიტამინს, რომელიც სისხლის შედედებას უზრუნველყოფს, ქოლინს, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას და ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს და სისხლძარღვთა კედლებზე არსებული ქოლესტერინული ფოლაქების დამშლელ ლეციტინს.