კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს
და დადებითად მოქმედებს ლიპოპროტეინულ ბალანსზე. მკვლევრები საშუალო ასაკის მეტაბოლური სინდრომის მქონე პირებს 12 კვირის განმავლობაში ყოველდღე აძლევდნენ სამ კვერცხს ან ეკვივალენტური ოდენობის კვერცხის შემცველ სხვა პროდუქტს. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაწილე პირთა ორგანიზმში ხვდებოდა ორჯერ მეტი ქოლესტერინი, ვიდრე კვლევის დაწყებამდე, მისი მაჩვენებელი არ გაზრდილა. პირიქით, მოიმატა "კარგი" ქოლესტერინის დონემ.
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად მიიჩნეოდა, რომ კვერცხში 215 მილიგრამი ქოლესტერინია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მაჩვენებელი 185 მილიგრამის ტოლი ყოფილა. გარდა ამისა, კვერცხში D ვიტამინი სავარაუდოზე 64%-ით მეტი აღმოჩნდა. დადგინდა ბეტა-კაროტინის, ქოლინის, ლუთეინის და ზეაქსანის (ანტიოქსიდანტი, კუნთოვანი დეგენერაციისა და ასაკობრივი სიბრმავის საწინააღმდეგო მოქმედებით) შემცველობაც. საინტერესოა, რომ კვერცხი დიდი ხნით თრგუნავს შიმშილს, შედეგად ადამიანი ნაკლებს ჭამს და წონას იკლებს.