ჭარხლის წვენი დიაბეტის, ჰიპერტონიის, სახსრების, სისხლძარღვების, ღვიძლის სამკურნალოდ
, გალენი, პარაცელსი, დიოსკორიდე და სხვანი. ანტიკური საბერძნეთის ექიმები ჭარხლის წვენით მკურნალობდნენ ანემიას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და ლიმფური სისტემის პათოლოგიებს. ამ სამკურნალო საშუალებას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსელები. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული. ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებებს ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, ბეტანინით, P1-ვიტამინით, ორგანიზმს წმენდს წიდებისა და "მავნე ქოლესტერინისგან", აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს. ამ თვისებების გამო ჭარხლის წვენი უძველესი დროიდან გამოიყენება ალერგიულ რეაქციათა, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონული დაავადების, ღვიძლის, სახსრების, ფარისებრი ჯირკვლის, სისხლის სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ.
უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი და ბეტანინი აუმჯობესებენ ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობენ ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ფუნქციას, აქვეითებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ორგანიზმში, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას. ჭარხალში შემავალი ძნელად მოსანელებელი უჯრედისის, პექტინებისა და ორგანული მჟავების წყალობით (საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათი გადადგილების კვალად) აბსორბირდება (შეწოვა-შებოჭვას განიცდის) და ორგანიზმიდან გამოიყოფა მიკრობული წარმოშობის მავნე, შხამიანი ნივთიერებები, მძიმე მეტალთა მარილები, რადიოაქტიური იზოტოპები, ჭარბი ქოლესტერინი და ორგანიზმისათვის არასასურველი სხვა მრავალი ნივთიერება.
ახლად გაწურული ჭარხლის წვენის მსგავსად კარგ ეფექტს იძლევა ასევე რეგულარულად 150-200 გრამი მოხარშული ჭარხლის მიღება სადილად. ჭარხალი, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
ასე რომ შეიყვარეთ და მიირთვით ჭარხლის წვენი!
ავტორი თინათინ გოცაძე