დიეტა და კვების რეჟიმი შარდის ბუშტის დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტა და კვების რეჟიმი შარდის ბუშტის დაავადებების დროს

რეკომენდებულია: ბურღულეული და ფქვილეული, თეთრი და შავი ღერღილი პური.

ნებადართულია: ბოსტნეულის წვნიანი; მოხარშული ხორცი; ხილი და კომპოტი. ორგანიზმიდან მჟაუნმჟავა გამოაქვს ვაშლს, მსხალს, კომშს, შვინდს. სუფრის მარილის სადღეღამისო ოდენობა არ აღემატება 5-8 გრამს.

სასურველია ბევრი სითხის მიღება.

იზღუდება: რძის ნაწარმი (მათ შორის - კარაქიც); კვერცხი; კალციუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები; ხორცისა და თევზის ნახარში.

იკრძალება: მჟაუნმჟავათი მდიდარი საკვები - მჟაუნა, ისპანახი, სალათა, ოხრახუში, პარკოსნები, ხურტკმელი, შოკოლადი, კაკაო, სანელებლები და ალკოჰოლური სასმელები.

ფოსფატური კენჭების არსებობისას

რეკომენდებულია: ბურღულეული და ფქვილეული, თეთრი და შავი ღერღილი პური, უსაფუვრო ცომეული.

ნებადართულია: მოხარშული ხორცი და თევზი, მცენარეული ცხიმი, შაქარი, თაფლი.

სასურველია მჟავე მინერალური წყლების სმა.

იზღუდება: ხორცისა და თევზის წვნიანები და კონსერვები, კარაქი. სუფრის მარილის სადღეღამისო ოდენობაა 5-8 გრამი.

იკრძალება: ალკოჰოლური სასმელები, მაგარი ჩაი, ყავა, ცხარე საკვები, სანელებლები, ხილი, კენკრა, მწვანილი, ბოსტნეული, გარდა წითელი მოცვისა და პარკოსნებისა.

ურატული კენჭების არსებობისას

რეკომენდებულია: მცენარეული საკვები და რძის ნაწარმი, რადგან შარდს ატუტიანებს; უხვად ხილი, ბოსტნეული, კენკრა; ბევრი სითხე (ჩაი, ხილისა და კენკრის კომპოტები და მორსები). ზომიერად იზღუდება მარილი. სასურველია ტუტე მინერალური წყლების სმა.

იზღუდება: პურინების შემცველი პროდუქტები - შემწვარი ხორცი, ტვინი, ღვიძლი, თირკმელები, ენა, გული, ხორცის ნახარში, კონსერვები.

შარდის ბუშტის ანთების დროს

ნებადართულია: რძის ნაწარმი, ბურღულეული, გახეხილი ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული მჭლე ხორცი და თევზი, კისელი, კომპოტი, ხილის წვენები. დიდი რაოდენობით ინიშნება ვიტამინები, განსაკუთრებით - ასკორბინის მჟავა. კვება უნდა იყოს წილადობრივი. სუფრის მარილი იზღუდება ზომიერად. თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი და კენჭოვანი დაავადებების დროს სამკურნალოდ გამოიყენება ლობიოს პარკი და საგდულები, რომლებსაც ათავისუფლებენ ლებნებისგან და აშრობენ მზეზე. შეიცავს არგინინს, რომელიც ეფექტური შარდმდენი საშუალებაა. სამკურნალო დიეტა შეიცავს შტოშს, მაყვალს, ოხრახუშს, ნიახურს, ვაშლის წვენს, საზამთროს, ჭარხალს.

  • შტოში ყველაზე ფასეული მცენარეა ცისტიტის დროს. მისი წვენი წარმოქმნის ჰიპურის მჟავას, რომელიც ზრდის შარდის მჟავიანობას და თრგუნავს პათოგენურ ბაქტერიებს. შტოშის სხვა კომპონენტები იცავს შარდის ბუშტის კედლებს ბაქტერიების მიწებებისგან. სასურველია, ყოველდღიურად მიიღოთ 1 ჭიქა შტოშის წვენი - სუფთა და დაუტკბობელი. თუ შტოშის ცოცხალ ნაყოფზე ხელი არ მიგიწვდებათ, მიიღეთ გამომშრალი შტოშის კაფსულები.
  • ოხრახუში მდიდარია კალიუმით, რომელსაც აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, ეთერზეთებით. ოხრახუშის წვენი ძალიან კარგია თირკმელებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს. უნდა მივიღოთ 1-2 ჩ/კ 0,5 ჭიქა რძესთან ან 1-2 კოვზ არაჟანთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
  • ჭარხალი უხვად შეიცავს ვიტამინებსა და მინერალურ მარილებს. აქვს ძვირფასი დიეტური და სამკურნალო თვისებები. მისგან მზადდება წვნიანები, სალათები, შეიძლება მოშუშვაც. 1-2 კოვზი ჭარხლის წვენისა და სხვა ბოსტნეულის წვენების ნარევი წარმატებით გამოიყენება საშარდე სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.
  • ძალზე ფასეული სამკურნალო თვისებები აქვს ნიახურის ფოთლებსა და თესლსაც. ეს მცენარე მდიდარია ნახშირწყლებით, კალიუმის, მაგნიუმის, რკინის მარილებით, ეთერზეთებით, ფიტონციდებით, ვიტამინებით. ძალიან უხდება შარდგამომყოფ სისტემას. ნიახურის ნაყენი უნდა მივიღოთ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე, თითო ჩაის კოვზი (2 სუფრის კოვზ გახეხილ ფესვს ასხამენ 1 ჭიქა ცივ წყალს, 2 საათით აყენებენ და წურავენ).
  • კარგია ნიორიც ანტიმიკრობული და იმუნიტეტის გამააქტიურებელი თვისებების გამო. აუცილებელია საათში 1 ჭიქა სითხის მიღება.

იკრძალება: ალკოჰოლი, კოფეინი, შოკოლადი, რაფინირებული და ტექნოლოგიურად გადამუშავებული პროდუქტები (შაქარი), ცხარე სანელებლები, ქიმიური დანამატები და გაზიანი სასმელები. ერიდეთ ციტრუსებს - ისინი ატუტიანებენ შარდს, რაც ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გამრავლებას.

ცისტიტის თავიდან აცილების 13 წესი

1. მკაცრად დაიცავით პირადი და სქესობრივი ჰიგიენა:

  • ანოგენიტალური მიდამო მუდამ სუფთა და მშრალი გქონდეთ.
  • ვარჯიშის და სქესობრივი აქტის წინ და შემდეგ აუცილებლად დაცალეთ შარდის ბუშტი.
  • ანალური სექსიდან პირდაპირ ვაგინალურზე ნუ გადახვალთ.
  • მენსტრუაციის დროს ხშირად გამოიცვალეთ ტამპონები და საფენები.
  • დეფეკაციის შემდეგ სწორად გაიწმინდეთ უკანა ტანი: ქალებმა - წინიდან უკან, მამაკაცებმა - უკნიდან წინ.

2. ხშირად და რეგულარულად დაცალეთ შარდის ბუშტი, მათ შორის - ღამითაც. მოშარდვიდან მოშარდვამდე ხანგრძლივი ინტერვალი ხელს უწყობს შარდის ბუშტში ინფექციის გავრცელებას.

3. ნუ ჩაიცვამთ ძლიერ მოჭერილ ქვედა საცვალს.

4. ჩაიცვით თბილად, ერიდეთ გადაცივებას.

5. ატარეთ ბამბის საცვლები (და არა სინთეტიკური).

6. ქალბატონები ნუ გამოიყენებთ არომატიზატორების შემცველ ჰიგიენურ აეროზოლებს, ტამპონებსა და საფენებს - ქიმიურმა საშუალებებმა შესაძლოა ანთებითი რეაქცია გამოიწვიოს.

7. ნუ იბანავებთ დაბინძურებულ წყალსაცავებში.

8. გახსოვდეთ, რომ გადატანილმა უროლოგიურმა, გინეკოლოგიურმა თუ სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებებმა, განსაკუთრებით - თვითნებურად ნამკურნალევმა ან ნებაზე მიშვებულმა, აგრეთვე - ორგანიზმში არსებულმა ანთების ქრონიკულმა კერებმა შეიძლება ცისტიტი გამოიწვიოს.

9. თუ უჩივით მტკივნეულ შარდვას, მაგრამ ბაქტერიული ინფექცია არ დაგიდასტურდათ, გარეთა სასქესო ორგანოების დასაბანად საპონს ნუღარ გამოიყენებთ, დაიბანეთ მხოლოდ სუფთა წყლით, რადგან ბევრ ადამიანს საპნებისადმი მომატებული მგრძნობელობა აღენიშნება.

10. თუ თქვენი სამუშაო გამუდმებით ჯდომას მოითხოვს, ყოველი 1/2-1 საათის შემდეგ შეისვენეთ, ადექით და ხუთიოდე წუთით გაიარ-გამოიარეთ.

11. იკვებეთ რეგულარულად და სრულყოფილად.

12. თუ ყაბზობას უჩივით, მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და უხეში ბოჭკოვანი საკვები. თუ რაიმე ძლიერ ცხარე ან მჟავე მიირთვით, დააყოლეთ ბევრი წყალი.

13. ნუ მიეძალებით ალკოჰოლს.