სამკურნალო დიეტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო დიეტები

რასაკვირველია, რამდენიმე ზოგადი რეკომენდაცია (ვთქვათ, ტკბილის შეზღუდვა შაქრიანი დიაბეტის დროს ან მარილიანი საკვებისა თირკმელებში კენჭის არსებობისას) შეიძლება ზეპირადაც მიეცეს ავადმყოფს, მაგრამ ამ რეკომენდაციებსა და ჭეშმარიტ სამკურნალო დიეტას შორის დიდი განსხვავებაა. ამიტომ ექიმის რეკომენდაციის გარეშე თავი შეიკავეთ სამკურნალო დიეტის დაცვისგან. ჩვენ, შეძლებისამებრ, დაწვრილებით შევეხებით სამკურნალო დიეტებს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგიქმნათ სხვადასხვა დაავადების დროს კვების თავისებურებებზე.

 

ათეროსკლეროზი (დიეტა 10C-ს)

გულის, თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის, ათეროსკლეროზის ფონზე მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს და ინფარქტის შემდგომ პერიოდში გამოჯანმრთელებამდე იკრძალება: ხორცისა და თევზის ნახარში, ცხოველური ცხიმი, გულ-ღვიძლი, მჟაუნა, ისპანახი, ერბოზელილი და ცხიმიანი ცომეული, მწარე, ცხარე და მლაშე კერძები, სუნელები, კაკაო, შოკოლადი, ალკოჰოლი. ნებადართულია: უმარილო, დაღერღილი მარცვლეულის პური, ვეგეტარიანული წვნიანი, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული მჭლე ხორცი და თევზი, მრგვლად მოხარშული კვერცხი და ორთქლზე მომზადებული ომლეტი, ახალი რძე, ყველი, მაწონი, ხაჭო, ცოცხალი და მოხარშული ბოსტნეული, ხილი, ბურღულის ფაფა, მცენარეული ზეთი, ბაცი ჩაი, ხილის, ბოსტნეულის წვენები. სანიმუშო მენიუ:

1. საუზმე - შვრიის ფაფა, მრგვლად მოხარშული კვერცხი და ჩაი

სამხარი - გახეხილი ბოსტნეულის სალათი ზეითუნის ზეთით, ასკილის ნახარში

სადილი - ბოსტნეულის წვნიანი, პომიდვრისა და არაჟნის სალათი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი, კარტოფილის პიურე, ხილის წვენი

ნასადილევს - ვაშლი

ვახშამი -კენკრის მორსი, ჩირი

ღამით - მაწონი

2. საუზმე - უცხიმო ხაჭოს პუდინგი, წიწიბურას ფაფა, ჩაი

სამხარი - ვაშლი

სადილი - ბოსტნეულის წვნიანი მცენარეული ზეთითა და ცოტაოდენი ქერით, ორთქლზე მომზადებული დაბეგვილი ხორცი, მოშუშული სტაფილო, კომპოტი

ნასადილევს - ასკილის ნახარში

ვახშამი - ყვავილოვანი კომბოსტოს სალათი მცენარეული ზეთით, მოხარშული თევზი რძის სოუსით, მოხარშული კარტოფილი, ჩაი

ღამით - მაწონი

 

კალიუმის დიეტა

ჰიპერტონიული დაავადებისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს ავადმყოფს 3-5 დღის განმავლობაში ენიშნება სპეციალური დიეტა, რომელშიც შედის კალიუმის მარილებით მდიდარი და ნატრიუმის მარილებით ღარიბი პროდუქტები (მათი თანაფარდობა ნაკლებია 8:1-ზე და არ აღემატება 14:1-ს). მეტისმეტად დიდი რაოდენობის კალიუმის მიღება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შესაძლოა, ტოქსიკური ეფექტი მოახდინოს. კალიუმის დიეტა ქიმიური შემადგენლობით სრულფასოვანი არ არის, ამიტომ დიდხანს არ გრძელდება. სადღეისოდ შემუშავებულია ამ დიეტის 4 ვარიანტი. თავდაპირველად ინიშნება I ვარიანტი, ხოლო მომჯობინების კვალდაკვალ პაციენტი მომდევნო ვარიანტებზე გადაჰყავთ.

აკრძალულია: ხორცისა და თევზის კონცენტრირებული ბულიონი, კონსერვები, შაშხი, ძეხვეული, ყოველგვარი საწებელი, მაიონეზი, სწრაფი კვების პროდუქტები, სუფრის მარილი. ნებადართულია: მოხარშული ხორცი, ბურღულეული (შვრია, ხორბალი), კარტოფილი, კომბოსტო, ხილი (ანანასი, მანდარინი) და კენკრა (ხურტკმელი, შავი მოცხარი), კურაგა, ქიშმიში, თხილი. სანიმუშო მენიუ:

I ვარიანტი

საუზმე - 200 გრამი გამომცხვარი კარტოფილი, ვარდკაჭკაჭას ყავა ბრინჯის ნახარშით (1 ჭიქა)

სამხარი - ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი (1/2 ჭიქა)

სადილი - 200 გ კარტოფილის წვნიან-პიურე, 200 გ კომბოსტოს პიურე, ხილის წვენის ჟელე

ნასადილევს - 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - 300 გ კარტოფილის პიურე, 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ღამით - 1/2 ჭიქა 20%-იანი გლუკოზის წყალხსნარი ლიმონის წვენით

II ვარიანტი

საუზმე - 200 გ გამომცხვარი კარტოფილი, 1 ჭიქა ვარდკაჭკაჭასYყავა რძით

სამხარი - 150 გ ხორბლის ფაფა, 1 ჭიქა ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი

სადილი - 200 გ კომბოსტოსა და კარტოფილის სუპ-პიურე, 200 გ კარტოფილის კატლეტი, ხილის წვენის ჟელე

ნასადილევს - 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - ბრინჯის ფლავი ხილით (150 გ), 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ღამით - 1 ჭიქა 20%-იანი გლუკოზის წყალხსნარი ლიმონის წვენით

მთელი დღის განმავლობაში შეიძლება 25 გ წინა დღეს გამომცხვარი თეთრი პურის მიღება.

III ვარიანტი

საუზმე - 200 გ რძეში მოხარშული ხორბლის ფაფა ქიშმიშით, 1 ჭიქა ვარდკაჭკაჭას ყავა რძით

სამხარი - 1/2 ჭიქა ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი, 200 გ კარტოფილის პიურე

სადილი - 250 გ ბოსტნეულის წვნიანი ბრინჯით, 200 გ კარტოფილის კატლეტი, ხილის წვენის ჟელე

ნასადილევს - 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში ან სტაფილოს წვენი

ვახშამი - 1 ცალი ხორციანი ბლინი, 200 გ კარტოფილის პიურე

ღამით - 1/2 ჭიქა 20%-იანი გლუკოზის წყალხსნარი ლიმონის წვენით

მთელი დღის განმავლობაში შეიძლება 100 გ წინა დღეს გამომცხვარი თეთრი პურის მიღება.

IV ვარიანტი

საუზმე - 200 გ ცოცხალი კომბოსტოს სალათი, 200 გ წიწიბურას ფაფა, 1 ჭიქა ვარდკაჭკაჭას ყავა რძით

სამხარი - 1/2 ჭიქა ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი

სადილი - 250 გ კარტოფილის წვნიანი, 250 გ ხორციანი ფლავი, 100 გ ქიშმიში

ნასადილევს - 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - 200 გ კარტოფილის კატლეტი, 40 გ მოხარშული ხორცი

ღამით - 1/2 ჭიქა 20%-იანი გლუკოზის წყალხსნარი ლიმონის წვენით

მთელი დღის განმავლობაში შეიძლება 250 გ წინა დღეს გამომცხვარი თეთრი პურისა და 30 გ შაქრის მიღება.

 

მაგნიუმის დიეტა

მაგნიუმიანი დიეტაც ჰიპერტონიული დაავადების შემთხვევაში ინიშნება 3-5 დღით. რაციონში შედის მაგნიუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები. ასეთი კვება ხელს უწყობს სისხლძარღვთა ტონუსის ნორმალიზებას, აუმჯობესებს შარდის გამოყოფას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. არსებობს მაგნიუმიანი დიეტის 3 ვარიანტი. თავდაპირველად I ვარიანტი ინიშნება, ხოლო მომჯობინებასთან ერთად პაციენტი შემდგომ ვარიანტებზე გადაჰყავთ. აკრძალულია: ხორცისა და თევზის კონცენტრირებული ბულიონი, კონსერვები, შაშხი, ძეხვეული, ყოველგვარი საწებელი, მაიონეზი, სწრაფი კვების პროდუქტები, სუფრის მარილი. ნებადართულია: სოია, თეთრი ლობიო, ასკილი, წიწიბურა, ხორბალი, ხორბლის ქატო, სტაფილო, თხილი, ნუში. სანიმუშო მენიუ:

I ვარიანტი (1200 კკალ, შეიცავს 700 მგ მაგნიუმს)

საუზმე - 150 გ მოხალული წიწიბურას ფაფა, ლიმონიანი ჩაი

სამხარი - 1/2 ჭიქა სტაფილოს წვენი

სადილი - 250 გ ბორშჩი ხორბლის ლორწოვანი ნახარშით, 150 გ ბრინჯის ფლავი კურაგათი, 1/2 ჭიქა გამომშრალი შავი მოცხარის ნახარში

ნასადილევს - 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - 200 გ სტაფილოსა და ვაშლის კატლეტი

ღამით - 1/2 ჭიქა ცხელი რძე

II ვარიანტი (1415 კკალ, შეიცავს 997 მგ მაგნიუმს)

საუზმე - 350 გ მოხალული წიწიბურას ფაფა, ლიმონიანი ჩაი

სამხარი - 1/2 ჭიქა ტომატის წვენი

სადილი - 250 გ ბორშჩი ხორბლის ლორწოვანი ნახარშით, 55 გ ხახვში მოშუშული ხორცი, ვაშლი

ნასადილევს - 150 გ სტაფილოსა და ვაშლის სალათი, 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - 100 გ ხაჭო, 200 გ კომბოსტოს კატლეტი

ღამით - 1/2 ჭიქა ცხელი რძე

მთელი დღის განმავლობში შეიძლება 125 გ უმარილო პურის მიღება.

III ვარიანტი (2460 კკალ, შეიცავს 1300 მგ მაგნიუმს)

საუზმე - 150 გ გახეხილი სტაფილო, 200 გ ხორბლის ფაფა, ლიმონიანი ჩაი

სამხარი - 200 გ ჩირის კატლეტი, 1/2 ჭიქა ასკილის წვენი

სადილი - 250 გ ბორშჩი ხორბლის ლორწოვანი ნახარშით, 90 გ დაბეგვილი ხორცი, ლიმონით შეზავებული 150 გ ცოცხალი კომბოსტოს სალათი, 1 ჭიქა შავი მოცხარის კისელი

ნასადილევს - ვაშლი

ვახშამი - 200 გ სტაფილო-ვაშლის კატლეტი, 150 გ ნადუღის სუფლე, 1/2 ჭიქა ტომატის წვენი

ღამით - 1/2 ჭიქა ცხელი რძე

მთელი დღის განმავლობაში შეიძლება 250 გ უმარილო პურისა და 30 გ შაქრის მიღება.


 

 

ძლიერი ფაღარათით მიმდინარე ნაწლავთა მწვავე და ქრონიკული დაავადებები (დიეტა N4)

ნაწლავთა მწვავე და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ფაზაში, რომელიც ძლიერი ფაღარათით მიმდინარეობს, გამოჯანმრთელებამდე უნდა შეიზღუდოს ცხიმის, ნახშირწყლების, მარილის მოხმარება, მენიუდან გამოირიცხოს დუღილის გამომწვევი, ნაღვლისა და კუჭის წვენის მასტიმულირებელი პროდუქტები. კვება სასურველია ხშირად და მცირე ულუფებით. ასეთი დიეტა ზოგავს ნაწლავებისა და კუჭის ლორწოვან გარსს და აფერხებს ლპობის პროცესებს. იკრძალება: ფქვილის ახალი ნაწარმი, ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, ახალი რძე, სუნელებით შეზავებული პროდუქტები, კონსერვები, გაზიანი სასმელები, სალათები, თაფლი, მურაბა. ნებადართულია: ორცხობილა და ხორბლის თეთრი პური (შეზღუდული ოდენობით), თხელი ბულიონი ბრინჯით, ბრინჯისა და წიწიბურას ნახარში, ორთქლზე მომზადებული მჭლე ხორცი, მჭლე თევზი, ახალი ხაჭო. სანიმუშო მენიუ:

საუზმე - კვერცხის ცილის ომლეტი, წყალში მოხარშული მანანის ფაფა, ჩაი

სამხარი - ხაჭო

სადილი - ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი, მოცვის კისელი

ნასადილევს - 1 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - ლაბასხმული თევზი

ღამით - მაწონი

ან:

საუზმე - წყალში მოხარშული ჰერკულესის ფაფა, ახალი ხაჭო, ჩაი

სამხარი - გამომშრალი მოცვის ნახარში

სადილი - ბულიონი მანანის ბურღულით, ორთქლზე მომზადებული ხორცის გუფთა, მოხარშული ბრინჯი, კისელი

ნასადილევს - 1 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - ორთქლზე მომზადებული ომლეტი, წყალზე მომზადებული წიწიბურას ფაფა, ჩაი

ღამით - კისელი

 

შეკრულობით მიმდინარე ნაწლავთა ქრონიკული დაავადებები (დიეტა N3 ა)

შეკრულობით მიმდინარე ნაწლავთა ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში დიეტა მიმართული უნდა იყოს ნაწლავების მოტორიკის გაძლიერებისა და ლორწოვანი გარსის ანთების ჩაცხრობისკენ. გამოჯანმრთელებამდე იზღუდება მცენარეული უჯრედისით მდიდარი პროდუქტები. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს კუჭსა და ნაწლავებში დუღილის გამომწვევი საკვები. კვება სასურველია მცირე ულუფებით დღეში 5-ჯერ. იკრძალება: ცხარე და მლაშე კერძები, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, კონსერვები, შაშხი, უჯრედისითა და ეთერზეთებით მდიდარი ბოსტნეული (ხახვი, ნიორი, ბოლოკი, თალგამი, კომბოსტო, ისპანახი), მსუქანი ხორცი და თევზი, მარგარინი და სხვა კომბინირებული ცხიმი, ცივი კერძები და სასმელი. ნებადართულია: დაღერღილი ხორბლის პური, ჭვავის პური, ქატო, ხორცის ან თევზის თხელ ბულიონზე მომზადებული ბოსტნეულის წვნიანი, დაკეპილი ან დაჭრილი მჭლე ხორცი, მოხარშული კვერცხი ან ორთქლზე მომზადებული ომლეტი, რძე, მაწონი, ხაჭო, ცოცხალი და მოხარშული ბოსტნეული (ჭარხალი, სტაფილო, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო), ცოცხალი ხილი, მურაბა, ხილფაფა, ჰერკულესის, ქერისა და წიწიბურას ფაფა, უცხიმო ყველი, უცხიმო ძეხვი, ჩაი, სუსტი ყავა, ხილისა და ბოსტნეულის წვენი. სანიმუშო მენიუ:

საუზმე - წიწიბურას ფაფა მცენარეული ზეთით, ხაჭოს ყველეული, რძიანი ჩაი

სამხარი - ჭარხლის პიურე მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა მაწონი

სადილი - ბოსტნეულის წვნიანი, ხორცის კატლეტი, ბოსტნეულის პიურე, პომიდვრის სალათი მცენარეული ზეთით, ვაშლის წვენი

ნასადილევს - თაფლიანი ჩაი, ორცხობილა

ვახშამი - გამომცხვარი ხორცი, ყველი, მოხარშული კარტოფილი, რძიანი ჩაი

ღამით - 1 ჭიქა მაწონი

 

დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტი (ოფიციალური დიეტა N2)

ქრონიკული გასტრიტის დროს სრულ გამოჯანმრთელებამდე ინიშნება დიეტა, რომელიც მიზნად ისახავს კუჭის სეკრეციის ნორმალიზებას, ნაღვლის გამოყოფის გაძლიერებას, ნაწლავებში დუღილის პროცესის დათრგუნვას, სრულფასოვან და კალორიულ კვებას. საკვები მდიდარი უნდა იყოს ნიკოტინისა და ასკორბინის მჟავებით, B ჯგუფის ვიტამინებით. იზღუდება  რძე და უხეში უჯრედისი. კვება სასურველია დღეში 4-5-ჯერ. აკრძალულია: ფქვილის ახალი ნაწარმი, შავი პური, შემწვარი ხორცი და თევზი, ცხარე და მლაშე კერძები, დაკონსერვებული ხორცი და ბოსტნეული, ცოცხალი ბოსტნეული და პარკოსნები, ახალი რძე, გაზიანი სასმელები, მეტისმეტად ცივი და ცხელი კერძები და სასმელები.

ნებადართულია: ორცხობილა, წინა დღეს გამომცხვარი ხორბლის პური (ცომი ერბოზე არ უნდა იყოს მოზელილი), თხელი ბულიონისა და ბოსტნეულის ნახარშისგან მომზადებული წვნიანი, მჭლე მოხარშული ხორცი და თევზი, მოხარშული კვერცხი, ომლეტი, მაწონი, ხაჭო, მოხარშული ბოსტნეული, ბოსტნეულის პიურე და კატლეტი, ხილის წვენი, მუსი, პიურე და ჟელე, შაქარი და თაფლი, ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი, მოხდილი ყველი, ჩაი, სუსტი ყავა, ხილის წვენი, ასკილის ნახარში.

სანიმუშო მენიუ:

საუზმე - ხაჭო მურაბით, რძეში მოხარშული წიწიბურას ფაფა, რძიანი ჩაი

სადილი - ბოსტნეულის სუპ-პიურე, ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი, სტაფილოს პიურე, კენკრის მუსი

ნასადილევს - ხილის წვენი, ორცხობილა

ვახშამი - თევზის კატლეტი, კარტოფილის პიურე, შვრიის ფაფა, ჩაი

ღამით - 1 ჭიქა მაწონი

 

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი                                                       დაავადება გამწვავების ფაზაში (დიეტა N1ა)

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას, ასევე ქრონიკული გასტრიტის გამწვავებისას და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინიშნება დიეტა, რომელიც კუჭს მაქსიმალურად დაიცავს გაღიზიანებისგან. აუცილებელია საკვების კალორიულობის შემცირება, ძირითადად - ნახშირწყლების ხარჯზე. ცილებისა და ცხიმების შემცველობა ნორმის ფარგლებში რჩება. ასეთი დიეტის დაცვა საჭიროა სრულ გამოჯანმრთელებამდე. კვება სასურველია მცირე ულუფებით, დღეში 6-ჯერ. პროდუქტები იხარშება ან მზადდება ორთქლზე. კერძი უნდა იყოს ფაფის კონსისტენციისა. აკრძალულია: ხორცის, თევზისა და სოკოს ნახარში, ცოცხალი ბოსტნეული და მწვანილი, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, კონსერვები, შაშხი, პური, მაკარონი, ხორბლისა და ქერის ბურღული, რძემჟავა პროდუქტები, სუნელები, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კანფეტები, პარკოსნები (მუხუდო, ლობიო), ალკოჰოლური სასმელები. ნებადართულია: ბურღულის (ჰერკულესის, მანანის, ბრინჯის) ლორწოვანი წვნიანი, მჭლე ხორცის ორთქლზე მომზადებული სუფლე, მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, რძე, ნაღები, საცერში გატარებული ხაჭო, კისელი, წყალში განზავებული ტკბილი (და არა მჟავე) წვენი. სანიმუშო მენიუ:

საუზმე - 2 ცალი მოხარშული კვერცხი, ნაღების კარაქი (20 გ), 1 ჭიქა ანადუღარი რძე

სამხარი - 1 ჭიქა ანადუღარი რძე

სადილი - მცენარეულ ზეთზე მომზადებული ბრინჯის წვნიანი, ორთქლზე მომზადებული ხორცის სუფლე, კისელი

ნასადილევს - 1 ჭიქა ანადუღარი რძე, ორთქლზე მომზადებული ომლეტი

ვახშამი - რძეზე მომზადებული მანანის ფაფა, 1 ჭიქა ანადუღარი რძე

ღამე - 1 ჭიქა ანადუღარი რძე


 

 

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება რემისიის ფაზაში (დიეტა N1)

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების რემისიის ფაზაში, მწვავე გასტრიტის ხანგრძლივი დიეტური მკურნალობის ბოლო პერიოდში, ქრონიკული გასტრიტის რემისიის ფაზაში, ფაღარათის გარეშე მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ინფექციის დროს სრულ გამოჯანმრთელებამდე უნდა შეიზღუდოს კუჭის წვენის სეკრეციის ხელშემწყობი კერძები და მცენარეული ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები. იკრძალება: უხეში უჯრედისის შემცველი ბოსტნეული (კომბოსტო, თალგამი, ბოლოკი), კუჭის წვენის გამოყოფის ხელშემწყობი ბოსტნეული (ხახვი, ნიორი, ისპანახი, მჟაუნა), უმი კვერცხი, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, შავი პური, პარკოსნები (მუხუდო, ლობიო, ცერცვი), ერბოზელილი ცომის ნაწარმი, ცხარე და მარილიანი კერძები, შაშხი, ალკოჰოლი. ნებადართულია: ხორბლის პური, უცხიმო ფქვილის ნაწარმი, რძისა და გახეხილი ბოსტნეულის წვნიანი, უცხიმო ყველი, მოხარშული მჭლე ხორცი და თევზი, მოხარშული კვერცხი, ორთქლზე მომზადებული ომლეტი, ახალი (არა მჟავე!) რძე და ხაჭო, ტკბილი ხილი, ჟელე, მურაბა, მოხარშული ბურღული (მანანი, ბრინჯი, შვრია, წიწიბურა), მაკარონი, მცენარეული ზეთი, ნაღების კარაქი, ჩაი, ბაცი რძიანი ყავა, ტკბილი წვენი.

სანიმუშო მენიუ:

საუზმე - წიწიბურას ფაფა, ყველი, რძიანი ჩაი

სამხარი - ხაჭო, ასკილის ნახარში

სადილი - ბოსტნეულის წვნიანი, მოხარშული ხორცი, მოხარშული სტაფილოს სალათი მცენარეული ზეთით, კენკრის ჟელე

ნასადილევს - ხილის კომპოტი

ვახშამი - მოხარშული თევზი არაჟნის სოუსში, მურაბა, რძიანი ჩაი

ღამით - 1 ჭიქა ანადუღარი რძე.

ავადმყოფმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს 30 გ შაქარი, 300 გ ხილი.

 

ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში (დიეტა N5პ)

ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში სრულ გამოჯანმრთელებამდე ინიშნება დიეტა, რომელიც ხელს უწყობს კუჭუკანა ჯირკვლის მუშაობას. იზღუდება პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს კუჭის სეკრეციას, ასევე - ქოლესტერინის შემცველი საკვები. სასურველია კვება მცირე ულუფებით და ხშირად (დღეში 5-6-ჯერ). აკრძალულია: მსუქანი ხორცი, ხორცისა და თევზის ბულიონი, ერბოზელილი ცომის ნაწარმი, ახალი პურ-ფუნთუშეული, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, ახალი რძე, პარკოსნები, კომბოსტო, თალგამი, ბოლოკი, ხახვი, მჟავე და მეტისმეტად ტკბილი ხილი, სუნელები, კონსერვები, შაშხი, გაზიანი, ცივი სასმელები, ალკოჰოლი. ნებადართულია: გამომშრალი ხორბლის პური, ბოსტნეულის წვნიანი ბურღულითა და მაკარონით, მჭლე ხორცის ფარში, კვერცხის ცილის ომლეტი, წყალში გაზავებული (1:1) რძე, რძემჟავა პროდუქტები, უცხიმო ხაჭო, სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ძალიან მწიფე (მჟავე არა) გაფცქვნილი ხილი, ბურღულეული, მაკარონი, ნაღების კარაქი, მცენარეული ცხიმი, ბაცი ჩაი, ჩირის კომპოტი, ასკილის ნახარში. სანიმუშო მენიუ:

საუზმე - ორთქლზე მომზადებული ხორცის სუფლე, რძეზე მომზადებული ჰერკულესის ფაფა, ჩაი

სამხარი - ხაჭო, ბოსტნეულის წვენი (იმავე ოდენობის წყალში გაზავებული), ორცხობილა

სადილი - ბურღულის წვნიანი, ორთქლზე მომზადებული ხორცის ბლინები, ჩაშუშული ბოსტნეული, ახალი ვაშლი

ნასადილევს - ცილის ომლეტი, 1 ჭიქა ასკილის ნახარში, ორცხობილა

ვახშამი - ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი, სტაფილოს პიურე, ხაჭოს ნამცხვარი, ჩაი

ღამით - 1 ჭიქა მაწონი

 

ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, ციროზი, მწვავე ვირუსული ჰეპატიტი A

გამოჯანმრთელების ფაზაში (დიეტა N5)

ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების, მწვავე ვირუსული A ჰეპატიტის გამოჯანმრთელების ფაზაში ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს ნორმალური კალორიულობის, მაგრამ შეზღუდული ცხიმიანობის საკვებით. იზღუდება ქოლესტერინის შემცველი პროდუქტები (ღვიძლი, თირკმელები, ტვინი), კატეგორიულად იკრძალება ცხოველური ცხიმი, ხილი და ბოსტნეული (აკრძალულთა გარდა) კი ავადმყოფმა დიდი რაოდენობით უნდა მიირთვას. აკრძალულია: შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, კონსერვები და შაშხი, სუნელები, პარკოსნები, ისპანახი, მჟაუნა, თალგამი, ბოლოკი, ბულიონი, კვერცხის გული, მჟავე და ცხარე ხილი და ბოსტნეული, გაზიანი და ცივი სასმელები, ალკოჰოლი, მათ შორის - ლუდი. ნებადართულია: დაღერღილი ხორბლის პური, უცხიმო ფქვილის ნაწარმი, ორცხობილა, ბოსტნეულის წვნიანი, რძეზე მომზადებული ბურღული და მაკარონი, მჭლე ხორცი და თევზი, კვერცხის ცილის ომლეტი, რძე, ნაკლებცხიმიანი არაჟანი, რძემჟავა პროდუქტები, მოხდილი ყველი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ცოცხალი ტკბილი ხილი, ბურღულეული და მაკარონი, ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი, წყალში განზავებული ბოსტნეულისა და ხილის წვენი, ბაცი ჩაი და რძიანი ყავა. სანიმუშო მენიუ:

საუზმე - ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი, რძეზე მომზადებული მანანის ფაფა, ჩაი

სამხარი - ცოცხალი ხილი, ჩაი

სადილი - ბოსტნეულის წვნიანი მაკარონით, ხორცის რულეტი, კომპოტი

ნასადილევს - ასკილის ნახარში, ტკბილი ორცხობილა

ვახშამი - ჭარხლის კატლეტი, მშრალი ნამცხვარი ვაშლის მურაბით, ჩაი

ღამით - 1 ჭიქა კეფირი

 

მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტი (დიეტა N7)

მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის დროს, როცა თირკმელების ფუნქცია მკვეთრად არ არის შემცირებული, ინიშნება დიეტა, რომელიც აუმჯობესებს შარდის გამოყოფას, აქვს ანტიალერგიული მოქმედება, აუმჯობესებს თირკმლის ქსოვილოვან ცვლას. ავადმყოფს სრულ გამოჯანმრთელებამდე ეკრძალება მარილი, ეზღუდება ცხოველური ცილა, ნახშირწყლები და ცხიმი. რეკომენდებულია ვიტამინებით მდიდარი საკვები. კვება სასურველია დღეში 5-6-ჯერ. აკრძალულია: ხორცის, სოკოსა და თევზის ნახარშისგან მომზადებული სოუსები, ღორის, საქონლისა და ცხვრის ცხიმი. ნებადართულია: ხორბლისა და სიმინდის პური (უმარილო), ბოსტნეულისა და ბურღულის წვნიანი (ასევე უმარილოდ), კვერცხის ცილის ომლეტი, ახალი რძე, რძემჟავა პროდუქტები, ნაკლებცხიმიანი ხაჭო (შეზღუდული რაოდენობით), კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, ნებისმიერი ხილი ნებისმიერი სახით, ბურღულეული და მაკარონი (შეზღუდული რაოდენობით), მცენარეული ზეთი, ბაცი ჩაი, ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ასკილის ნახარში. სანიმუშო მენიუ:

საუზმე - ხაჭო, წიწიბურას ფაფა კარაქით, ჩაი

სამხარი - გოგრის ფაფა

სადილი - ვეგეტარიანული ბორშჩი, მოხარშული ხორცი, შემწვარი კარტოფილი, ხილის წვენი

ნასადილევს - სტაფილოს კატლეტი ხილის სოუსით

ვახშამი - ბრინჯის ფანტია ფლავი ხილით

ღამით - კისელი.