წონაში კლების კიდევ ერთი საშუალება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
წონაში კლების კიდევ ერთი საშუალება
წონაში კლების კიდევ ერთი საშუალება
ინტერვენციული რადიოლოგიის საზოგადოების (აშშ) კვლევების თანახმად, ცდომილი ნერვის უკანა ღეროს გაყინვა ჭარბწონიან პირებს გახდომაში დაეხმარება. ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 10 მოხალისემ სხეულის მასის 30-37 ინდექსით. მათ გაუყინეს ცდომილი ნერვის უკანა ღერო, რომელიც დანაყრების შეგრძნებაზეცაა პასუხისმგებელი. კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით პაციენტების სხეულში შეჰყავდათ სპეციალური ნემსი, რომლითაც აირს აწვდიდნენ ნერვის გასაყინად.

მანიპულაციის განხორციელების შემდეგ მეცნიერები საკვლევ პირებს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მოხალისეების წონის საშუალო დანაკარგი სხეულის თავდაპირველი მასის 3,6 %-ს შეადგენდა, სხეულის მასის ინდექსი კი საშუალოდ 14 %-ით იკლებდა. ექსპერიმენტის ყველა მონაწილე მიუთითებდა მადის დაქვეითებაზე, თავს
კარგად გრძნობდა. გვერდითი ეფექტები არც ერთს აღენიშნებოდა.

კვლევის ავტორის დევიდ პროლოს თქმით, "სხეულის მასის დასაქვეითებლად განკუთვნილი ბევრი მეთოდი არაეფექტურია. "შესაბამისად, ექსპერიმენტის მიზანია, ვიპოვოთ ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლის ეფექტური და უსაფრთხო საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი სახეზეა, საბოლოო დასკვნების გაკეთებამდე უფრო მასშტაბური კვლევების ჩატარებაა საჭირო!",- აღნიშნა მან.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
22-10-2018
სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ე.წ. „ანთების საწინააღმდეგო“ დიეტაში შემავალი პროდუქტები ორგანიზმში
10-10-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
ადამიანების დიდი ნაწილი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ტკბილ, გაზიან, გამაგრილებელ სასმელს იღებს.
სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ე.წ. „ანთების საწინააღმდეგო“ დიეტაში შემავალი პროდუქტები ორგანიზმში
ხმელთაშუაზღვის დიეტა ხილის, ბოსტნეულის, ნიგვზის და თევზის ჭარბი შემცველობით გამოირჩევა.
სპეციალისტებმა შეისწავლეს ეფექტი, რომელსაც ორგანიზმზე „დროში შეზღუდული“ კვება ახდენს, რაც იმას
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით