ყველაზე ცუდი პროდუქტები საუზმისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე ცუდი პროდუქტები საუზმისთვის

კუჭში მარილმაჟავას გამოყოფას, რომელიც აღიზიანებს კუჭის კედლებს და იწვევს ლორწოვანის ანთებას. გარდა ამისა, ადუნებს საყლაპავის სფინქტერს, რაც საყლაპავში მჟავე შიგთავსის მოხვედრის შესაძლებლობას ხდის და იწვევს არა მარტო გულძმარვას, არამედ საყლაპავის ანთებასა და ეროზიას.

ყავის დალევა საკვების მიღების შემდეგ უმჯობესია. ეს მოახდენს მჟავას სეკრეციის ნიველირებას. საშუალოდ დღეში 2-4 ფინჯანი ყავა სრულიად დასაშვებია ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანისთვის. კოფეინის ასეთი დოზირება ასევე ასტიმულირებს გულის უჯრდების აღდგენას მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ, წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკას და ხელს უწყობს ფიბროზის (პროცესი, რომლის დროსაც ღვიძლის ქსოვილის ფიბროზულით ჩანაცვლება ხდება) ნიშნების შემცირებას.

ფორთოხლის წვენი - ფორთოხლის წვენით დღის დაწყება ამერიკული ტრადიციაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დამკვიდრდა. ჯარისკაცებს არ ჰყოფნიდათ ვიტამინები და მთავრობამ მასობრივად დაიწყო ფორთოხლის წვენის გაყინული კონცენტრატების შესყიდვა. ომის დასრულების შემდეგ, ჩვევა დავიწყებას აღარ მიეცა, მაგრამ ბევრი გადავიდა ფრეშზე. არც ერთი მათგანი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.

ციტრუსები, ისევე, როგორც ყავა, ასტიმულირებს მჟავას გამომუშავებას, რომელიც იწვევს კუჭის კედლების გაღიზიანებას და ანთებას.

ფორთოხლის წვენი, პერისტალტიკის გაძლიერების გამო, სასარგებლოა მათთვის, ვისაც ყაბზობა აწუხებს.

მაჭკატები, ხაჭოკვერა, ოლადი - უმრავლესობა დიდი სიამოვნებით მიირთმევს, ჯემთან ერთად. სამწუხაროდ, ასეთი საუზმე ხშირად არ შეიძლება, რადგანაც სასარგებლო არ არის. ეს კერძები მზადდება რაფინირებული ფქვილისა და შაქრისგან (მარტივი ნახშირწყლები), რომლებიც სწრაფად ამაღლებს სისხლში შაქრის დონეს.

საუზმიდან პირველ ნახევარ საათში ნამდვილად იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, რომელიც სწრაფად ქრება, რადგანაც ასეთი პროდუქტების მიღების შემდეგ, გლუკოზა სწრაფად ქვეითდება.

მანანის ბურღულის ფაფა - მასში შედის ფიტინი, რომელიც იკავშირებს კალციუმს და ბავშვებში შეიძლება რაქიტის განვითარება გამოიწვიოს. ზრდასრული ადამინებისთვისაც არაა რეკომენდებული, რადგანაც იგი უჯრედისით ღარიბია და ძირითადად ადვილად ათვისებად ნახშირწყლებს შეიცავს.

მშრალი საუზმე - რძემოსხმული ფიტნეს-ბურბუშელა, მიუსლი დიდ ზიანს აყენებს კუჭუკანა ჯირკვალს. ამ პროდუქტების კოლოფებზე დიდი ასოებით აწერია, რომ შეიცავს ვიტამინებსა და მარცვლოვნებს, მაგრამ მათ შემადგენლობაში არის შაქარი. შაქრის რეკომენდებული დოზა დღე-ღამეში 6 ჩაის კოვზია. რადგანაც ორგანიზმში შაქარი ბევრი სხვა პროდუქტიდანაც ხვდება, პანკრეასმა ბევრი ინსულინი უნდა გამოიმუშავოს ამ შაქრების გადასამუშავებლად, რაც დროთა განმავლობაში ამ ორგანოს ფუნქციის დარღვევას იწვევს და ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.

იოგურტები - ამით მთელი დღის განმავლობაში ნაყროვანების რისკის ქვეშ აღმოვჩნდებით. ტკბილი იოგურტი კალორიულობის მიუხედავად გამოსავალი არაა. მასში ბევრი შაქარი და უსარგებლო კალორიაა, რომელიც ორგანიზმს საკვებ ნივთიერებებს არ აწვდის, სამაგიეროდ მნიშვნელოვნად ზრდის გლიკემიურ დატვირთვას. მაგრამ უშაქრო იოგურტი ხილით, ნიგვზით ან ხაჭოთი ძალიან სასარგებლოა.

ხილი - ერთი ვაშლი ან მსხალი საუზმეზე ნამდვილად არ არის საუკეთესო ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ ხილი მდიდარია სასარგებლო უჯრედისით, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით დიდხანს ვერ გაგაძლებინებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი დღე წახემსება მოგიწევთ. ხილს უნდა დავუმატოთ ცილის შემცველი პროდუქტები, მაგალითად ნიგოზი ან ხაჭო. ცილა თრგუნავს შიმშილის მასტიმულირებელი ჰორმონ გრელინის გამომუშავებს და აძლიერებს სიმაძღრის შეგრძნებას.

ძეხვიანი ბუტერბროდი - რეგულარულად ასეთმა საუზმემ შეიძლება დროთა განმავლობაში გამოიწვიოს კოლორექტალური კიბო და ტიპი 2 დიაბეტი. ძეხვი, ისევე, როგორც ყველა სახის გადამუშავებული ხორცი, მაგალითად ბეკონი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კანცეროგენების ნუსხაში შეიტანა.

როგორი უნდა იყოს საუზმე - შვრიის ფაფა ხილით ან უცხიმო ხაჭოთი;

ომლეტი, მოხარშული კვერცხი, კვერცხი ბოსტნეულით;

უშაქრო იოგურტი ახალი ხილითა და ნიგვზით;

პომიდორი, ქათმის ხორცი.

მსუყე, გემრიელი საუზმე ხელს უყწობს გახდომას და ორგანიზმს ავსებს ენერგიით.

ლალი ჩხიკვაძე